„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N37-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N37-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17-69
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017463
17-69
18/09/2026
ვებგვერდი, 21/09/2026
010250050.35.101.017463
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის N37-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-69

2026 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის №37-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 20 თებერვლის  №37-16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 21/02/2024; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017188) და დადგენილების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „დისკრიმანციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის  საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის“ (დანართი №1):

ა) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავარაუდო მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრს (შემდგომში – საბჭოს წევრი) ან საჩივრით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერიის კომისიას ან/და კომისიის რომელიმე წევრს.“;

ბ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრთა, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარის ვინაობა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, რომლის ერთი წევრი მაინც უნდა იყოს მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“

გ) მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სექსუალური შევიწროების საქმის შემსწავლელი კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არსებული სპეციალისტებისგან შეარჩევს პირს/პირებს, რომელიც შეითავსებს სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებში მრჩევლის ფუნქციას (შემდგომში – მრჩეველი).“;

 ე) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სექსუალური შევიწროების დადგენის შემთხვევაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი უფლებამოსილია დააკვირდეს პროცესის შემდგომ განვითარებას,  რათა დარწმუნდეს, რომ პრობლემა აღმოიფხვრა.“;

ვ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობისა და მექანიზმის ურთიერთმიმართება

სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლისას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის რეგულირებული ამ მექანიზმით, გამოიყენება საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზურაბ აბაშიძე