„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016559
26
18/09/2026
ვებგვერდი, 21/09/2026
010250050.35.120.016559
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2026 წლის 18 სექტემბერი

ქ. სამტრედია

 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
1. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/12/2025. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016530) შეტანილი იქნეს ცვლილება.  

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №16 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„1. ამ პროგრამით სარგებლობენ მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებენ გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპიას, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტი და ასევე სხვა დაავადებების ქირურგიული და კონსერვატიულ მკურნალობას, სამკურნალო სარეაბილიტაციო პროცედურებს, ქცევითი თერაპიებსა და სხვა, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე) წევრი, მარტოხელა პირი (პირი, რომელთანაც არ ცხოვრობს სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი), 1.00-დან 500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100%-ით, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;

ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით;

გ) მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში და მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება მათი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა 100-დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80%, არაუმეტეს 500 ლარი, 1000 ლარის ზემოთ 600 ლარით.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, მრავალშვილიანი ოჯახის (4 და მეტი 18 წლამდე) წევრი, მარტოხელა პირი (პირი, რომელთანაც არ ცხოვრობს სრულწლოვანი შრომისუნარიანი პირი), 1.00-დან 800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;

ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00-დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;

გ) მოქალაქეები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული აღნიშნულ ბაზაში და მერის წარმომადგენლის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება მათი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა – 100-დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80%, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ 400 ლარით;

დ) PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) – კვლევა დაფინანსდება 600 ლარით.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 120000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.“;

გ) მე-18 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. თუ მრავალსართულიან სახლზე გაცემულია სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ორგანოს დასკვნა არამდგრადობის შესახებ, ასეთ მრავალსართულიან სახლში მაცხოვრებლებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა ალტერნატიული საცხოვრისი, ბინის ქირის მოცულობა განისაზღვროს 100 – 500 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა