,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 04/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.171
  • Word
92
04/04/2007
სსმ, 47, 04/04/2007
040.030.000.22.027.010.171
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.010.171

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №92

2007 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, №13, 31.01.2006წ., მუხ. 156) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპურ დებულებაში და მის №1 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახური კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გასცემს, აგრეთვე, საინფორმაციო ბარათს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა შესახებ.“.

2) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მოადგილე ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ასევე, სამსახურის უფროსის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის კონკრეტულ დავალებებს.“.

3) დებულების №1 დანართის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების, რომლებიც ქ. თბილისში ახორციელებენ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ზ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, სამოქმედო ტერიტორიაა:

ა) გლდანის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე სოფელი გლდანი და ზაჰესი;

ბ) დიდუბის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია;

გ) ვაკის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე წყნეთი, ბეთანია და ახალდაბა;

დ) ისნის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია;

ე) მთაწმინდა-კრწანისის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე წავკისი, კოჯორი, ოქროყანა, შინდისი და ტაბახმელა;

ვ) ნაძალადევის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია;

ზ) საბურთალოს სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე სოფელი დიღომი და მუხათგვერდი;

თ) სამგორის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია, ასევე დიდი ლილო და პატარა ლილო;

ი) ჩუღურეთის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორია.

4) დებულების №1 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქურთას თემის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ქურთას თემით, ქალაქი ცხინვალით, ყოფილი ცხინვალისა და ჯავის რაიონების იმ დასახლებებით, რომლებიც არ განეკუთვნება ქურთას თემს“.

5) დებულების №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

71. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერედვის თემის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ერედვის თემით, ქალაქი ცხინვალით, ყოფილი ცხინვალისა და ჯავის რაიონების იმ დასახლებებით, რომლებიც არ განეკუთვნება ერედვის თემს.

72. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქარელის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიას, შესაბამისი რაიონის ტერიტორიასთან ერთად, განეკუთვნება, აგრეთვე, თიღვის თემი და ყოფილი ზნაურის რაიონის ის დასახლებები, რომლებიც არ განეკუთვნება თიღვის თემს.“.

    მუხლი 2

ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №1-ში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების სამოქმედო ტერიტორია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 21 თებერვლის №45 ბრძანება.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე