„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.018907
129/ნ
21/09/2026
ვებგვერდი, 21/09/2026
270090000.22.022.018907
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №129/ნ

2026 წლის 21 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 19/06/2024; სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.018526) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“:

1. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8​1. დაწყებითი კლასების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება

1. მასწავლებელს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებითი კლასების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება და დაწყებით საფეხურზე ასწავლის საგანს – ჭადრაკს – შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით.

2. მასწავლებელს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებითი კლასების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება და დაწყებით საფეხურზე ასწავლის საგანს – „მე და საზოგადოება“ – შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით.“;

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამყვან მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მენტორ მასწავლებელს მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

3. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამყვან სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მენტორ სპეციალურ მასწავლებელს მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

 4. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2027 წლის პირველი იანვრიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ ბრძანების დანართის დანართის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების დაანგარიშების პერიოდისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მეტია ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მასწავლებელს მიეცემა ამ დანართის დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი 2027 წლის პირველ იანვრამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს 2027 წლის პირველი იანვრიდან მიეცემა ამ დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს:

ა) წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მის მიერ შერჩეულ ერთ სკოლაში, თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე ფუნქციური დანამატი მიეცემა თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დასაქმებულია მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად;

ბ) მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მის მიერ შერჩეულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე ფუნქციური დანამატი მიეცემა თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დასაქმებულია მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე