„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016835
29
18/09/2026
ვებგვერდი, 21/09/2026
300300000.16.009.016835
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №29

2026 წლის 18 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1):

ა) 59-ე მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

ა.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები:

„11. 2026 წლის 1 ოქტომბრამდე:

ა) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა (განაცხადის დადება) შესაძლებელია ყოველი კალენდარული დღის 09:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში;

ბ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის  21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელი დღის 21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს.

12. 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე დღიური ბაზრის ოპერირება ჩერდება.

13. 2027 წლის პირველი ივლისიდან დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით, რეგისტრირებული პორტფელით ვაჭრობის შესაძლებლობა და სისტემაზე დაშვება აღდგება პორტფელის ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, თუ ამ პერიოდში ბირჟის მონაწილემ საკუთარი ინიციატივით არ მოითხოვა პორტფელის გაუქმება ან უარი არ თქვა ბირჟაზე მონაწილეობაზე.”.

2. დადგენილებას 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე შეჩერდეს ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1) 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, 35-ე–38-ე მუხლების, 42-ე მუხლის, 44-ე მუხლის „ბ“ და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.".

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე