ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1861/5-VIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 020080020.05.001.103258
1861/5-VIმს-XIმპ
16/09/2026
ვებგვერდი, 17/09/2026
020080020.05.001.103258
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ამავე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გარდა 2025 წლის 1 მაისამდე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა) ჩადენისთვის მის მიმართ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 1 მაისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ საანგარიშო პერიოდზე გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება არ აღსრულებულა.

მუხლი 2

1. დამსაქმებელი გათავისუფლდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (გარდა 2025 წლის 1 მაისამდე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა) ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის (მათ შორის, განმეორებითი ჯარიმის) აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება 2025 წლის 1 მაისიდან ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ საანგარიშო პერიოდზე გამოსცა უფლებამოსილმა პირმა, ეს დადგენილება არ აღსრულებულა და დამსაქმებელმა საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულება სრულად შეასრულა ან იგი აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, დაბრუნებას არ ექვემდებარება.

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებაზე, რომელიც უფლებამოსილმა პირმა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ამავე კანონის ამოქმედებამდე პერიოდისთვის შეუსრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებით გამოსცა.

მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ, თანამდებობის პირმა და სასამართლომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შეაჩერონ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაინტერესებული პირი შესაბამის ორგანოს, თანამდებობის პირს ან სასამართლოს ამ საქმის წარმოების გაგრძელების მოთხოვნით მიმართავს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერების პერიოდში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის საურავის დარიცხვა არ შეჩერდება.

3. დამსაქმებელი თავისუფლდება ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გადაუხდელი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან, თუ მან საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულება სრულად შეასრულა ან იგი აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.

4. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ, თანამდებობის პირმა და სასამართლომ გააგრძელონ ამ საქმის წარმოება შესაბამისი ეტაპიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე:

ა) შეაჩეროს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღსრულება;

ბ) არ დაიწყოს ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების აღსრულება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეწყვიტოს აღსრულების საქმის წარმოება.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების შემთხვევაში თანამდებობის პირმა, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სასამართლომ შეწყვიტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საქმის წარმოება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე მოითხოვს ამ საქმის წარმოების გაგრძელებას, რისთვისაც იგი არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს.

8. ამ კანონის ამოქმედებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს საპენსიო ფონდმა შეაჩეროს მის წარმოებაში არსებული, 2025 წლის 1 მაისიდან არსებული საანგარიშო პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელებისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის შესახებ გადაწყვეტილების/ბრძანების აღსრულება და ეს გადაწყვეტილება/ბრძანება აღსასრულებლად არ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

9. ამ კანონით განსაზღვრულ პირს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოსთვის, თანამდებობის პირისა და სასამართლოსთვის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვა.

10. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.         

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1861/5-VIმს-XIმპ