დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის №-02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.115.016473 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15 იანვრის №02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 20- და 25-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის №-02 (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016456, 16.01.2026 წ.) დადგენილებით დამტკიცებულ წესში შემდეგის მიხედვით:
1. ამ წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები სოციალური დახმარების ქვეპროგრამებია: ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება; ბ) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური და 0-18 წლამდე ასაკის რეაბილიტაცია /აბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვთა ფინანსური დახმარება და პერსონალური ასისტენტის მომსახურება; გ) დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება; დ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება; ე) სარიტუალო მომსახურება; ვ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება; ზ)ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარება; თ) სტიქიური მოვლენების (ხანძარი) შედეგად დაზარალებულთა დახმარება; ი) უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა და სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებზე საშობაო და სააღდგომო საჩუქრები.“. 2. ამ წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დაბადებიდან შშმ პირებზე ფინანსური დახმარება და პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება I. დაბადებიდან შშმ პირებზე ფინანსური დახმარება 1. დახმარება მიეცემათ ბავშვობიდან შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და იმ პირებს, რომლებიც დაავადებული არიან: ა) ცერებრალური დამბლა; ბ) დაუნის სინდრომი; გ) ლეიკემია; დ) ყრუ-მუნჯი; ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი; ვ) სრული სიბრმავე; ზ) ეპილეფსია; დახმარება გაიცემა 18-წლამდე, ყოველთვიურად 100(ასი) ლარის ოდენობით. იმ ბენეფიციარზე, რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, თანხა განისაზღვროს 80(ოთხმოცი) ლარით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60(სამოცი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცეს 2025 წლიდან არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი(ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან); დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. II. პერსონალური ასისტენტის მომსახურება: 1. პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით და ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. 2. პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია (შესაბამისი სამსახური), ხოლო მომსახურებას უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული მომსახურების მიმწოდებელი (ორგანიზაცია ან და ფიზიკური პირი), მუნიციპალიტეტსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 3. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შეუძლია: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ 18 წლის ან უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც უფლებამოსილი სამედიცინო/ ექსპერტული დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული აქვს პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირთა პროგრამაში ჩართვის დამატებითი სოციალური კრიტერიუმებია: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, სადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის ქონა; გ) მარტოხელა პენსიონერის სტატუსი (ამ წესის მიზნებისთვის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილი ან/ და კანონიერი მარჩენალი); დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონა; ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა. პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი გარემოებაა ბენეფიციარის მიერ ანალოგიური/მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური მომსახურებით (პროგრამით) სარგებლობა. საბიუჯეტო ასიგნებების შეზღუდულობის შემთხვევაში, ბენეფიციართა ჩართვისას უპირატესობა ენიჭება: ა) პირს, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ორ ან მეტ კრიტერიუმს; ბ) განაცხადების რეგისტრაციის ქრონოლოგიურ რიგითობას ( განცხადების რეგისტრაციის თარიღსა და ნომერს). პროგრამით სარგებლობისათვის განმცხადებელმა (შშმ პირმა ან მისმა წარმომადგენელმა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარისა და წარმომადგენლის (ასეთის არსებობისას) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები; გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი(ცნობა); დ) უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების დოკუმენტი; ე) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სარეიტინგო ქულის ცნობა, სტატუსის ცნობა და ა.შ.)“. 3. ამ წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. უსახლკარო ოჯახების დახმარება და სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებზე საშობაო და სააღდგომო საჩუქრები I. თანხა გაიცემა იმ უსახლკარო ოჯახებზე , რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი სხვადასხვა მიზეზის გამო(სტიქია, მეწყერი, ხანძარი და ა.შ) ამ ბენეფიციარისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის ყოველთვიური ფულადი კომპენსაცია არაუმეტეს 200(ორასი) ლარისა. უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი; დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ; ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. II. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 50 000-ს, საშობაო და სააღდგომო საჩუქრების სახით სასურსათო კალათა გაიცემა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 5-აგვისტოს №16 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები