,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.169
  • Word
298
02/04/2007
200.250.000.22.033.010.169
,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.010.169

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №298

2007 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2005 წ., №42, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებული იქნეს ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი;

ბ) ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. დანართი 5-ით გათვალისწინებულ დასკვნას ხელს აწერენ საგადასახადო ინსპექციებში გადამხდელთა მომსახურების, გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების), გადასახადების ადმინისტრირების, იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოების უფროსები და უშუალოდ შემსრულებელი, დასკვნას ამტკიცებს საგადასახადო ინსპექციის უფროსი ან მისი მოადგილე, ხოლო დანართი 6-ით გათვალისწინებულ დასკვნას ხელს აწერს საგადასახადო ინსპექციებში გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს უფროსი, დასკვნას ამტკიცებს საგადასახადო ინსპექციის უფროსი ან მისი მოადგილე.“;

გ) ინსტრუქციის დანართი 6 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. ალექსიშვილი


 

 

დანართი 6

 

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

"ვამტკიცებ"

 

 

საგადასახადო ინსპექციის უფროსი

 

 

"----"----------------------  200  წ.

დ ა ს კ ვ ნ ა   №

 

(გადამხდელის დასახელება) განცხადებაზე  ბიუჯეტში ზედმეტად (შეცდომით)  გადახდილი გადასახადის თანხების დაბრუნების შესახებ

 ------------------ საგადასახადო ინსპექცია ადასტურებს, რომ გადამხდელს (დასახელება)  პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადზე (დასახელება და სახაზინო კოდი) დასკვნის შედგენის დღეს

ერიცხება ზედმეტობა ------------------------ (თანხა სიტყვიერად) ლარის  ოდენობით.

    ინსპექციაში არსებული შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმებით და გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული მონაცემების გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებთან შედარებით, დადასტურებულია არსებული ზედმეტობის რეალობა,

რომელიც გამოწვეულია -------------------------------------------------------------------- მიზეზით.

 გადამხდელი ითხოვს აღიარებული ზედმეტად გადახდილი თანხიდან -----------------   (თანხა სიტყვიერად) ლარის დაბრუნებას                                                         

ანგარიშსწორების ანგარიშზე ---------------------, ბანკის დასახელება ---------------------, ბანკის კოდი --------------------.

გადამხდელთა მომსახურების

 

სამმართველოს უფროსი

 

(ხელმოწერა, თარიღი)

* ცალკეულ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის უფრო განვრცობილი ვარიანტი, ზედმეტობის წარმოშობის პერიოდის და მიზეზების, გადამხდელის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაციის მითითებით