დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ბრძანება №REG 4 26 00002208 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | REG 4 26 00002208 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 09/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სამედიცინო
საქმიანობის
ლიცენზიის
და
ლიცენზიის
დანართების
გაცემის
შესახებ
|
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „ვიანიზე“ (ს/ნ 402295716; ფაქტობრივ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85; ქალაქი ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №83ა) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ და „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“. 2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: სს „ვიანის“ (ს/ნ 402295716) დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის განცხადებები: №992389, 23.07.2026 და №1028513, 31.07.2026. ადგილზე შემოწმების აქტი: №ლნ-5501-303, 03.09.2026. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: №6, 08.09.2026.
სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები