საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.017771
114
16/09/2026
ვებგვერდი, 17/09/2026
010320000.22.034.017771
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №114

2026 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესი თანდართული სახით.

2. ამ ბრძანების მიზნებისთვის ჯილდო არის:

ა) საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, რომელიც განსაზღვრულია „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონით;

ბ) უწყებრივი ჯილდო, რომელიც დამტკიცებულია საჯარო დაწესებულების შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

გ) უცხოური ჯილდო, რომელიც გაცემულია უცხო ქვეყნის სახელმწიფოს ან/და უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყების მიერ.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი