„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 03/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.166
  • Word
111/ნ
02/04/2007
სსმ, 46, 03/04/2007
470.230.000.22.035.010.166
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.166

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №111/ნ

2007 წლის 2 აპრილი

ქ. თბილის

,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების  (სსმ III, 08.02.07, №18, მუხლი 210) პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,ვ“ და ,,ზ“  ქვეპუნქტები:

,,ვ) დამტკიცდეს დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა (დანართი 6);

ზ) დამტკიცდეს სოციალურად საშიში დაავადებების პროფილაქტიკისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამა (დანართი 7).“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

 

დანართი 6

დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა

თავი I

    მუხლი 1. პროგრამის ანოტაცია

1. დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა რეალიზება განაპირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და პრევენციის ხელშეწყობას.

2. პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

3. დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისა და ქვეკომპონენტებისაგან:

ა) დაავადებათა (მ.შ., ნარკომანიის) პროფილაქტიკის კომპონენტი:

ა.ა) იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ა.ბ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ა.გ) შიდსის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ა.დ) მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;

ა.ე) დაავადებათა რეესტრის განხორციელების ქვეკომპონენტი;

ა.ვ) ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და ავადობის აქტიური გამოვლინებისა და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი;

ა.ზ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი;

ბ) საქართველოს პროფესიული ჯანმრთელობის პრევენციისა და მონიტორინგის კომპონენტი;

გ) გენეტიკური პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის კომპონენტი;

დ) ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის კომპონენტი.

4. პროგრამის ბიუჯეტი ,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განისაზღვრა 1 890,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

პროგრამის დასახელება

2007 წლის გეგმა

(ათას ლარებში)

 

 

დაავადებათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა

1 890,0

 

1

დაავადებათა (მ.შ., ნარკომანიის) პროფილაქტიკის კომპონენტი

 

1 256,0

 

2

საქართველოს პროფესიული ჯანმრთელობის პრევენციისა და მონიტორინგის კომპონენტი

 

260,0

 

3

გენეტიკური პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის კომპონენტი

 

 

200,0

4

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის კომპონენტი

 

174,0

 

 

5. პროგრამა მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

თავი II

დაავადებათა (მ.შ., ნარკომანიის) პროფილაქტიკის კომპონენტი

    მუხლი 2. კომპონენტის ანოტაცია

1. საქართველოში ნარკომანიის გავრცელების საგანგაშო მასშტაბები, ონკოლოგიურ დაავადებათა გავრცელებისა და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მაღალი დონე, მოსახლეობაში აივ ინფექცია/შიდსის, სგგდ, B და C ჰეპატიტის აგრეთვე მაღალი გავრცელების ტენდენციები – აღნიშნულ პრობლემებთან ბრძოლა მოითხოვს ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ღონისძიებების პერმანენტულ განხორციელებას.

2. დაავადებათა (მ.შ., ნარკომანიის) პროფილაქტიკის კომპონენტის (შემდგომში – კომპონენტი) მიზანია:

ა) სოციალურად საშიშ დაავადებათა (ინფექციური და არაინფექციური) ადრეული გამოვლენა, გავრცელების შეზღუდვა;    

ბ) ავადობის აქტიური გამოვლინების გზით საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა-შეფასება და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობა გარკვეულ ფენებსა და სოციალურ ჯგუფებში;

 გ) საზოგადოებაში ჯანმრთელობის განვითარების ხელშეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გზით.

3. კომპონენტი შედგება შემდეგი ქვეკომპონენტებისაგან:

ა) იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

ბ) სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

გ) შიდსის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი;

დ) მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;

ე) დაავადებათა რეესტრის განხორციელების ქვეკომპონენტი;

ვ) ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და ავადობის აქტიური გამოვლინებისა და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი;

ზ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი.

4. კომპონენტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 256,0 ათას ლარს.

    მუხლი 3. კომპონენტის ღონისძიებები

1. იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი მოიცავს:

ა) იოდის დეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა გამოვლენას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში;

ბ) რკინადეფიციტური ანემიის ეპიდემიოლოგიის შესწავლის გზით, ანემიის დაძლევის რეკომენდაციათა შემუშავებასა და საკვები პროდუქტების მიკრონუტრიენტებით გამდიდრების (ფორთიფიცირება) განხორციელების ხელშეწყობას.

2. სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა (სგგდ) პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი მოიცავს რისკჯგუფების სგგდ დიაგნოსტიკას.

3. შიდსის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი მოიცავს რისკის ჯგუფების აივ ინფექცია/შიდსზე დაიგნოსტიკას.

4. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი მოიცავს:

ა) დონორთა სისხლის დიაგნოსტიკას;

ბ) დონორთა საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების ხელშეწყობას.

5. დაავადებათა რეესტრის განხორციელების ქვეკომპონენტი მოიცავს:

ა) კიბოსწინა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული ფორმების გამოვლენის, ქვეყანაში ონკოდაავადებების აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას;

ბ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტთა საინფორმაციო ბანკის მართვას.

6. ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და ავადობის აქტიური გამოვლინებისა და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი მოიცავს:

ა) ნარკომანიით დაავადებულთა, მ.შ. არასრულწლოვანთა და ქალთა ნარკოლოგიურ სპეციალიზებულ დახმარებას;

ბ) ნარკომანიით დაავადებულთა რეაბილიტაციის ღონისძიებებს;

გ) ნარკოლოგიური ცენტრების ქმედითუნარიანობის გაზრდას, რაც გულისხმობს:

გ.ა) ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედ მოხმარების გამოვლენას და დიაგნოსტიკას;

გ.ბ) დაავადების პროგრესირების პრევენციას პაციენტის სწავლების, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, ან სხვა სპეციალისტთან მიმართვის გზით;

გ.გ) ნარკომანიის წინააღმდეგ მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირებას;

დ) მიზნობრივი ჯგუფების (სტუდენტი-ახალგაზრდობა) ინფორმირებას ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების საკითხებში (თამბაქოს კონტროლი, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და სხვ.);

ე) ავადობის აქტიურ გამოვლინებასა და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკურ გასინჯვებს, ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.

7. ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი მოიცავს:

ა) ახალშობილებში სმენის სკრინინგულ გამოკვლევას;

ბ) კომპიუტერულ აუდიომეტრიას.

    მუხლი 4. მოსალოდნელი შედეგი

1. ნარკოტიკების არალეგალური მოხმარების შემცირება და მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირება.

2. საზოგადოებაში ნარკომანიის წინააღმდეგ უარყოფითი დამოკიდებულების ფორმირება, გამოვლენილ პირთა აღრიცხვიანობისა და პროფილაქტიკური მეთვალყურეობის მოწესრიგება, ქვეყანაში სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციურ ღონისძიებათა გატარების მეთოდურ რეკომენდაციათა შემუშავება.

3. ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული არაინფექციური და ინფექციური დაავადებების პრევენცია.

4. ენდემური ჩიყვის ეპიდსიტუაციის მართვა და პროფილაქტიკის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

5. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენა, მათი გავრცელების მასშტაბების დადგენა.

6. აივ ინფიცირებულთა დროული გამოვლენა მაღალი რისკის ჯგუფის პირთა (მ.შ. ნარკომანების, ჰომოსექსუალების, მეძავების და სხვა) ნებაყოფლობითი უფასო გამოკვლევის შედეგად და აივ ინფექცია/შიდსზე მათი ცოდნის დონის გაუმჯობესება.

7. დონორთა სისხლის აივ ინფექციაზე B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე სკრინინგული კვლევის უზრუნველყოფა და სისხლის გადასხმის გზით აღიშნული ინფექციების გადაცემის შემცირება.

8. აივ ინფექციით, B და C ჰეპატიტებითა და სიფილისით დაავადებულთა გამოვლენა დაავადების ადრეულ სტადიაზე, აღნიშნული ინფექციების აღრიცხვიანობის მოწესრიგება.

9. ონკოლოგიურ დაავადებათა გამოვლენა ადრეულ სტადიაზე.

10. ორგანოთა ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება.

11. საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება და გაძლიერება.

12. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ავადობის გამოვლენა, ავადობის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღება, დამუშავების შედეგებიდან გამომდინარე გამოვლენილი გავრცელებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მათზე კონტროლის რეკომენდაციების შემუშავება.

    მუხლი 5. სახელმწიფო შესყიდვები

შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები

2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ-მა – „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარატმენტს ჰქონდა გაფორმებული 2007 წლის 1 აპრილამდე, ამასთან აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად.

    მუხლი 7. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსების მეთოდოლოგია

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 256,0 (ათასი) ლარით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ქვეკომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი (ათასი ლარი)

დაფინანსების მეთოდი და ანაზღაურების წესები

ბენეფიციარები

1

იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

76,0

გლობალ ბიუჯეტი (გლობალ ბიუჯეტი – პროგრამის ასიგნებებიდან ყოველთვიური ლიმიტირებული დაფინანსება).

მიზნობრივი ჯგუფები

2

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

100,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 1)

რისკ ჯგუფები

3

შიდსის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

150,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 2)

რისკ ჯგუფები

4

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

550,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 3)

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

5

დაავადებათა რეგისტრის განხორციელების ქვეკომპონენტი

50,0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

6

ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და ავადობის აქტიური გამოვლინებისა და მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი

300,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 4)

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

7

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი

30,0

შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება დანართის შესაბამისად (ცხრილი 5)

ქ. თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი

 

სულ

1 256,0

 

 

 

თავი III

საქართველოს პროფესიული ჯანმრთელობის პრევენციისა და მონიტორინგის კომპონენტი

    მუხლი 8. კომპონენტის ანოტაცია

1. ქვეყნის მზარდი ეკონომიკის პირობებში შემოდის უახლესი საწარმოო და მომსახურებითი ტექნოლოგიები, რომელთაც თან ახლავს ჯანმრთელობის სათანადო რისკები. მათი იდენტიფიცირება, ფიქსირება და საწარმოო პროცესის სათანადოდ შეფასება დასაქმებულის ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია.

2. კომპონენტის მიზანია:

ა) პროფესიულ დაავადებათა პრევენცია და ჯანმრთელობის დაცვა;

ბ) ზოგადი და პროფესიით განპირობებული ავადობის გამოვლინება, პრაქტიკული და მეთოდური ხასიათის რეკომენდაციების შემუშავება.

3. კომპონენტის ბიუჯეტია 260,0 ათასი ლარი.

    მუხლი 9. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები

1. პროფესიული ჯანმრთელობის კვლევა და შრომის პროცესში მოქმედი გარე ფაქტორების შეფასება.

2. პროფესიულ დაავადებათა პრევენციული ღონისძიებების გატარება.

3. მიზნობრივი ჯგუფების დიაგნოსტირება და მკურნალობის ხელშეწყობა.

4. პროფესიული ჯანმრთელობის ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფორმირება და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

    მუხლი 10. მოსალოდნელი შედეგები

კომპონენტის მოსალოდნელი შედეგებია პროფესიულ დაავადებათა შემცირება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

    მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვები

შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი IV

გენეტიკური პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის კომპონენტი

    მუხლი 12. კომპონენტის ანოტაცია

1. საქართველოში პერინატალური დაავადების და სიკვდილობის, ახალშობილთა თანდაყოლილი განვითარების მანკების და დედათა სიკვდილობის მაღალმა მაჩვენებლებმა გამოავლინა პერინატალური კონტროლის გაძლიერების აუცილებლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სავალალო სიტუაცია, რომელიც შეიქმნა თანდაყოლილ სიმახინჯეებთან მიმართებაში. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სოციალური და ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენით მოიმატა თანდაყოლილი სიმახინჯეების რიცხვმა. ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ორსულობის სწორი მართვა და საუკეთესო შედეგებით მისი დასრულება. ადრეულ დიაგნოსტიკას აქვს უდიდესი ეკონომიკური ეფექტიც, რაც გამოიხატება იმ თანხების დაზოგვაში, რომელიც უნდა დაიხარჯოს ინვალიდი ახალშობილის, ბავშვის და მოზრდილის რეაბილიტაციაში.

2. პროგრამის მიზანია:

ა) თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაავადებულთა დროული დიაგნოსტიკა;

ბ) თანდაყოლილი სიმახინჯეებით დაავადებულთა დროული გამოვლენა და უნარშეზღუდული მოსახლეობის რაოდენობის შემცირება.

3. კომპონენტის საერთო ბიუჯეტია 200,0 (ათასი) ლარი (ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით დანართის შესაბამისად, ცხრილი №6)

    მუხლი 13. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) სკრინინგული გამოკვლევა რისკის მქონე ორსულთა ჯგუფებში;

ბ) კვლევა ვერიფიცირებულ ორსულებში.

    მუხლი 14. მოსალოდნელი შედეგები

საზოგადოების დაინვალიდების პროცენტის შემცირება.

    მუხლი 15. სახელმწიფო შესყიდვები

შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თავი V

ეპილეფსიის პროფილაქტიკისა და მკურნალობის კომპონენტი

    მუხლი 16. კომპონენტის ანოტაცია

1. საქართველოში მცხოვრები სულ ცოტა 35-40 ათასი აქტიური ეპილეფსიით დაავადებული საჭიროებს ხანგრძლივ ანტიეპილეფსიურ მკურნალობასა და მუდმივ მეთვალყურეობას; 70-80 ათას ფიზიკურ პირს ეპილეფსია სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე აქვს გადატანილი და ისინი გულყრების განახლების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოში სიღარიბის კატასტროფული მასშტაბები შეუძლებელს ხდის ეპილეფსიის სპეციფიკური პროფილაქტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფას მხოლოდ პაციენტის შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ეპილეფსია სოციალური ხასიათის პრობლემაა: სწორი მართვის პირობებში, სამედიცინო შედეგის თვალსაზრისით, შემთხვევათა 70-75% განკურნებადია, ხოლო 85-90%-ში შესაძლებელია ასეთი ადამიანების სოციალურად სრულყოფილ პიროვნებებად ფორმირება.

2. კომპონენტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობაში ეპილეფსიის ავადობის შემცირება, პრობლემის მართვა, დაავადებულთა და მათი ოჯახების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

3. კომპონენტის საერთო ბიუჯეტია 174,0 ათასი ლარი.

    მუხლი 17. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) ეპილეფსიის პროფილაქტიკა;

ა.ა) საზოგადოების ინფორმირება (მ.შ. მიზნობრივი ჯგუფები);

ა.ბ) რისკ-ჯგუფების ფორმირება და დიაგნოსტირება;

ბ) ეპილეფსიის მკურნალობის ხელშეწყობა ამბულატორიულ და მაღალტექნოლოგიურ სპეციალიზირებულ დონეზე;

გ) რეაბილიტაციის ხელშეწყობა.

    მუხლი 18. მოსალოდნელი შედეგები

პრობლემის მართვა, აღრიცხვიანობის გაუმჯობესება, დაავადებულთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დაავადებიანობის შემცირება, დაავადებულებისა და მათი ოჯახების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

    მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვები

შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 20. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები

2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ-მა – „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარატმენტს ჰქონდა გაფორმებული 2007 წლის 1 აპრილამდე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად.

 

ცხრილი 1

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი

 

დასახელება

ფასი

1

სიფილისის ექსპრეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-65 წლამდე)

5 ლარი

2

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ -ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) (17-20 წლამდე)

31 ლარი

3

სხვა ხარჯი (მათ შორის, მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა)

3590 ლარი

ცხრილი 2

შიდსის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი:

ღონისძიებათა დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარებში)

 

მაღალი რისკის ჯგუფების პირთა აივ ინფექცია/შიდსზე კონსულტირება და კვლევა სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტების მიხედვით (სტანდარტული დიაგნოსტიკა)

 

1.

აივ ანტისხეულების განსაზღვრა ს/შ. იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით

11.00

2.

აივ ანტისხეულების განსაზღვრა ს/შ. ექსპრეს მეთოდით

11.00

3.

ტესტის წინა კონსულტაცია

5.00

4.

ტესტის წინა კონსულტაცია სისხლის აღებით

1.65

5.

ტესტის შემდგომი კონსულტაცია

5.00

6.

ექიმის ვიზიტი პაციენტთან და ტესტის წინა კონსულტაცია

7.60

7.

ექიმის ვიზიტი პაციენტთან, ტესტის წინა კონსულტაცია და სისხლის აღება

9.25

8.

აივ ანტისხეულების განსაზღვრა იმუნობლოტინგის მეთოდით

83.50

9.

პაციენტის ექიმთან ვიზიტი და აივ ანტისხეულების განსაზღვრა ს/შ. იმუნობლოტინგის მეთოდით

88.50

10.

ექიმის ვიზიტი პაციენტთან და აივ ანტისხეულების განსაზღვრა ს/შ. იმუნობლოტინგის მეთოდით

91.10

11.

აივ ანტისხეულების გამოკვლევა იფა მეთოდით აივ ანტისხეულების გამოკვლევა ექსპრეს მეთოდით აივ ანტისხეულების გამოკვლევა იმუნობლოტინგის მეთოდით

105.50

12.

აივ ანტისხეულების გამოკვლევა იფა მეთოდით (2 გამოკვლევა) აივ ანტისხეულების გამოკვლევა იმუნობლოტინგის მეთოდით

105.50

13.

აივ ანტისხეულების გამოკვლევა ექსპრეს მეთოდით (2 გამოკვლევა)
აივ ანტისხეულების გამოკვლევა იმუნობლოტინგის მეთოდით

105.50

14.

აივ დნმ (რნმ) თვისობრივი განსაზღვრა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის PCR მეთოდით

160.00

15.

პაციენტის ექიმთან ვიზიტი და აივ დნმ (რნმ) თვისობრივი განსაზღვრა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის PCR მეთოდით

165.00

16.

ექიმის ვიზიტი პაციენტთან და აივ დნმ (რნმ) თვისობრივი განსაზღვრა პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის PCR მეთოდით

167.60

 

ცხრილი 3

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების უსაფრთხო სისხლით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი

 

დასახელება

ერთეულის ღირებულება

(larebSi)

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 1)

31.53

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 2)

29.57

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 3)

34.00

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 4)

32.03

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 5)

33.89

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 6)

31.92

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 7)

36.35

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სკრინინგი 8)

34.39

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg - ის განსაზღვრა სისხლის შრატში დამადასტურებელი მეთოდით)

15.11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იმუნობლოტინგის მეთოდით)

84.32

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV რნმ თვისობრივი განსაზღვრა სისხლში PCR მეთოდით)

90.91

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლის გამოკვლევა მკრთალ სპიროქეტაზე იმუნოფლუორესცენციის მეთოდით)

4.12

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 1)

87.04

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 2)

84.68

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (შიდსის კონფირმაცია 3)

89.39

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg -ის კონფირმაცია 1)

26.90

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg -ის კონფირმაცია 2)

19.77

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg -ის კონფირმაცია 3)

29.37

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV -ის კონფირმაცია 1)

107.15

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV -ის კონფირმაცია 2)

109.11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV -ის კონფირმაცია 3)

105.19

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (კონფირმაცია მკრთალ სპიროქეტაზე)

14.13

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg -ის განსაზღვრა იმუნოფერმენტული ანალიზის მეთოდით)

4.67

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HBsAg -ის განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

7.13

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV -ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

10.44

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (HCV -ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით)

12.40

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (ალანინამინო-ტრანსფერაზის (ALT) განსაზღვრა სისხლის შრატში)

3.39

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (სისხლში მკრთალი სპიროქეტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა მიკროპრეციპიტაციის მეთოდით)

5.01

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში იფა მეთოდით)

6.07

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში ექსპრეს მეთოდით)

8.42

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 1)

142.11

ორგანოს და ქსოვილის პოტენციური დონორის გამოკვლევა (აივ ინფექციის კონფირმაციული დიაგნოსტიკა 2)

72.54

                                                                                                                       

     ცხრილი 4

ნარკომანიის პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ქვეკომპონენტი

დასახელება

ფასი (ლარებში)

ოპიოიდების მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი – სამედიცინო რეაბილიტაცია. I თვე – 10 ვიზიტი

533.00

ოპიოიდების მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი – სამედიცინო რეაბილიტაცია. II თვე – 3 ვიზიტი

199.00

ოპიოიდების მოხმარების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი – სამედიცინო რეაბილიტაცია. III თვე – 2 ვიზიტი

161.00

 

 

                                                                                                                                       ცხრილი 5

 

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი

 

ღონისძიებების დასახელება

ერთეულის ფასი (ლარებში)

1

ახალდაბადებულთა სმენის სკრინინგი

1.97

2

კომპიუტერული აუდიომეტრია

60

3

ტიმპანომეტრია

6

                                                                                                                                      

 

                                                                                                                                       ცხრილი 6

გენეტიკური პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის კომპონენტი

 

ღონისძიების დასახელება

ფასი

1

თანდაყოლილი პათოლოგიის სკრინინგი

48 ლარი

2

თანდაყოლილი პათოლოგიის ინვაზიური კვლევა შემდგომი კარიოტიპირებით

271 ლარი

 

დანართი 7

სოციალურად საშიში დაავადებების პროფილაქტიკისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამა

თავი I

    მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა და მიზანი

სოციალურად საშიში დაავადებების პროფილაქტიკისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნდამენტალურ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა რეალიზება განაპირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და პრევენციის ხელშეწყობას.

    მუხლი 2. პროგრამის დაფინანსება

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 660 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

პროგრამის დასახელება

2007 წლის გეგმა (ლარებში)

 

სოციალურად საშიში დაავადებების პროფილაქტიკისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამა

660 000

1

ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორიების ფუნქციონირების უზრუნველყოფის კომპონენტი

205 000

2

შიდსზე კვლევების წარმოება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და ფოკუს ჯგუფებში

130 000

3

ტუბერკულოზზე კვლევების წარმოება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და ფოკუს ჯგუფებში

120 000

4

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე კვლევების წარმოება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და ფოკუსჯგუფებში

120 000

5

მალარიის კონტროლის ღონისძიებები

85 000

მუხლი 3. პროგრამის მოქმედების ვადა

პროგრამა მოქმედებს 2007 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

თავი II

ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორიების ფუნქციონირების უზრუნველყოფის კომპონენტი

    მუხლი 4. კომპონენტის აქტუალობა და მიზანი

საქართველოში არც თუ იშვიათადაა ისეთი ინფექციების ეპიდაფეთქებები, როგორიცაა მალარია, ცოფი, ტურალემია, ნაწლავური ინფექციები, ციმბირის წყლული (ჯილეხი), გრიპი, დიფთერია, პოლიომიელიტი, წითელა, ყივანახველა, ტეტანუსი და სხვა. ასეთი ეპიდაფეთქებები დიდ საშიშროებას უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას და მოითხოვენ გადაუდებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებას.

კომპონენტის მიზანია ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა დროული გამოვლენა, გავრცელების შეზღუდვა.

    მუხლი 5. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 205 000 ლარით.

    მუხლი 6. კომპონენტის ღონისძიებები

ა) რეფერენს-ლაბორატორიების ფუნქციონირება – დასავლეთ საქართველო, თბილისი;

ბ) ეპიდემიოლოგიური კვლევების წარმოება (ეპიდაფეთქებების და სხვა სიტუაციური გართულებების დროს);

გ) ეპიდაფეთქებებზე რეაგირება, კერაში კვლევების წარმოება;

დ) ლაბორატორიის რეაქტივებით და ტესტ-სისტემებით უზრუნველყოფა.

    მუხლი 7. სახელმწიფო შესყიდვები

შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

    მუხლი 8. მოსალოდნელი შედეგები

კომპონენტის ეფექტური განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება:

ა) ლაბორატორიული სამსახურების გამოყენებაზე დაფუძნებული ეპიდზედამხედველობის გამართული სისტემის შექმნა;

ბ) ეპიდაფეთქებების კონტროლისათვის საჭირო მასალების მინიმალურად აუცილებელი მარაგების შექმნა ჯანმრთელობის ეროვნული პოლიტიკის შესაბამისად;

გ) საქართველოში გავრცელებული ინფექციური სნეულებების, აგრეთვე სხვა საშიში გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა შემუშავების და შესრულების (ჯანდაცვის სისტემის კომპეტენციის ფარგლებში) შედეგად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევების რიცხვის შემცირება.

თავი III

შიდსზე კვლევების წარმოება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და ფოკუს-ჯგუფებში

    მუხლი 9. კომპონენტის აქტუალობა და მიზანი

1. საქართველოში აღინიშნება ისეთი საშიში ინფექციების რიცხვის ზრდა, როგორიცაა შიდსი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ამ ინფექციებთან საბრძოლველად გამოკვლევები ტარდება პირველ რიგში მოსახლეობის რისკ-ჯგუფებში, მათ შორის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. მაგრამ აღნიშნულ ინფექციებთან უფრო ეფექტური ბრძოლის მიზნით საჭიროა მოსახლეობის ფართო ფენების გამოკვლევა. ასეთი კვლევების დროს ხშირად ვლინდება დაავადების ლატენტური ფორმები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, ვიდრე დაავადების მანიფესტირებული ფორმა.

2. კომპონენტის მიზანია მსჯავრდებულთა შორის აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენა.

    მუხლი 10. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 130 000 ლარით.

    მუხლი 11. კომპონენტის ღონისძიებები

მსჯავრდებულთა ლაბორატორიული გამოკვლევა აივ ინფექცია/შიდსზე.

    მუხლი 12. კომპონენტის განმახორციელებლები და კომპონენტის სამიზნე

1. კომპონენტის განმახორციელებლების შერჩევა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამიზნეს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების 4000-მდე მსჯავრდებული (მ.შ. სრულად 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ქალები).

    მუხლი 13. მოსალოდნელი შედეგები

მსჯავრდებულთა შორის აივ ინფიცირებულთა გამოვლენა.

თავი IV

ტუბერკულოზზე კვლევების წარმოება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და ფოკუს-ჯგუფებში

    მუხლი 14. კომპონენტის აქტუალობა და მიზანი

1. ტუბერკულოზი წარმოადგენს ინფექციურ, უხშირესად აირწვეთოვანი გზით გავრცელებად ინფექციას. დღეისათვის ტუბერკულოზი იქცა აივ/შიდსის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების, იმუნოდეფიციტებით მიმდინარე დაავადებების ძირითად გართულებად. ამასთან, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის, უსახლკარობის, შიმშილის, ემიგრაციის, ლტოლვილობის ფაქტორთა ზრდა იწვევს ამ ჯგუფებში ტუბერკულოზის აფეთქების შემთხვევებს.

2. ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტუბერკულოზის კონტროლი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

3. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში პატიმართა საარსებო პირობების თავისებურებებიდან გამომდინარე (დახურული სივრცე, არაბალანსირებული კვება და სხვ.), სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ტუბერკულოზის გავრცელების რისკი გაზრდილია. ადამიანის ინფიცირება ყველაზე ხშირად ხდება ტუბერკულოზით დაავადებულთან ხანგრძლივად ყოფნისას.

4. კომპონენტის მიზანია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დამატებითი სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება სპეციალიზებული სამედიცინო გამოკვლევების სახით, რათა მოხდეს აღნიშნული დაწესებულებების კონტინგენტში ტუბერკულოზით ავადობის გამოვლენა.

    მუხლი 15. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 120 000 ლარით.

    მუხლი 16. კომპონენტის ღონისძიებები

 მსჯავრდებულთა სპეციალიზებული კვლევა – ექიმი ფთიზიატრის კონსულტაცია, ინსტრუმენტული (ფლუოროგრაფია) და ლაბორატორიული (სკრინინგული) კვლევები.

    მუხლი 17. კომპონენტის განმახორციელებლები და კომპონენტის სამიზნე

1. კომპონენტის განმახორციელებლების შერჩევა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომპონენტის სამიზნეს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების 4000-მდე მსჯავრდებული (მ.შ. სრულად 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ქალები).

    მუხლი 18. მოსალოდნელი შედეგები

მსჯავრდებულთა შორის ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა დროული გამოვლენა.

თავი V

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე კვლევების წარმოება სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა და ფოკუს-ჯგუფებში

    მუხლი 19. კომპონენტის აქტუალობა და მიზანი

საქართველოში კვლავ იზრდება ისეთი ინფექციების რიცხვი, როგორიცაა შიდსი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ამ ინფექციებთან საბრძოლველად გამოკვლევები ტარდება პირველ რიგში მოსახლეობის რისკ-ჯგუფებში, მათ შორის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ასეთი კვლევების დროს ხშირად ვლინდება დაავადების ლატენტური ფორმები, რომლებიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უფრო დიდ საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობისათვის, ვიდრე დაავადების მანიფესტირებული ფორმა.

    მუხლი 20. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 120 000 ლარით.

    მუხლი 21. კომპონენტის ღონისძიებები

მსჯავრდებულთა სკრინინგული კვლევა სიფილისის, B და C ჰეპატიტების გამოვლინების მიზნით.

    მუხლი 22. კომპონენტის განმახორციელებლები და კომპონენტის სამიზნე

1. კომპონენტის განმახორციელებლების შერჩევა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომპონენტის სამიზნეს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების 4000-მდე მსჯავრდებული (მ.შ. სრულად 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ქალები) და ფოკუს-ჯგუფები.

    მუხლი 23. მოსალოდნელი შედეგები

მსჯავრდებულთა შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოვლენა და ეპიდსიტუაციის შეფასება.

თავი VI

მალარიის კონტროლის ღონისძიებები

    მუხლი 24. კომპონენტის აქტუალობა და მიზანი

1. მალარია მივიწყებულ დაავადებას წარმოადგენდა მთელ ევროპაში, მაგრამ მისმა ხელახლა აღმოცენებამ დიდი პრობლემები შეუქმნა განვითარებულ ქვეყნებსაც კი. საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს მალარიის გავრცელების საშიშროება, რაც გამოწვეულია გადამტანი კოღო ანოფელესის არსებობით და ამ პარაზიტის გამრავლებისათვის ბუნებრივად ხელსაყრელი პირობებით. მოსახლეობის 93% ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, სადაც მალარიის განვითარების მაღალი რისკია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მალარიის ,,შემობრუნებას“ ვერც საქართველო აცდა, რაც გლობალური დათბობის პრობლემებსაც უკავშირდება. ბოლო წლებში საქართველოში, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებში, აღირიცხა მალარიის ადგილობრივი შემთხვევები. მოცემულ ეტაპზე მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა დროული განხორციელება მალარიის ეფექტური კონტროლის საშუალებას იძლევა.

2. პროგრამის მიზანია აღმოჩენილი მალარიის ადგილობრივი კერების ელიმინაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მალარიის მასობრივი გავრცელების თავიდან აცილება.

    მუხლი 25. კომპონენტის ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 85 000 ლარით.

    მუხლი 26. კომპონენტის ღონისძიებები

მალარიის კონტროლი და პროფილაქტიკა (შემთხვევათა დროული გამოვლენის ხელშეწყობა, დადასტურება, ეპიდკონტროლი და პროფილაქტიკური ღონისძიებები კერაში) – სტანდარტული დიაგნოსტიკა (იხ. ცხრილი).

    მუხლი 27. კომპონენტის განმახორციელებლები და კომპონენტის სამიზნე

1. კომპონენტის განმახორციელებლების შერჩევა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. კომპონენტის სამიზნეა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ქვეყნის ტერიტორიის  მალარიოგენულ ზონებში.

    მუხლი 28. მოსალოდნელი შედეგები

1. მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა დროული განხორციელება მალარიის ეფექტური კონტროლისათვის.

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი მალარიის კერების ელიმინაცია და მომავალში  მალარიის აფეთქებების თავიდან აცილების ხელშეწყობა.

                                                                 ცხრილი

დასახელება

ერთეულის ფასი (ლარი)

1

Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე (რადიკალური მკურნალობა)

2,50

2

Plasmodium vivax-ით გამოწვეული მალარია გართულებების გარეშე

38.60

3

სპეციალური სკრინინგული გამოკვლევა პროტოზოული და დაავადებების და ჰელმინთოზების გამოსავლენად (მალარია)

11,41

4

სხვა პროფილაქტიკური ქიმიოთერაპია. ქიმიოპროფილაქტიკა (მალარია)

1.50

5

მალარიაზე სქელი წვეთისა და ნაცხის მიკროსკოპირება

2,60

6

სხადასხვა სადგომების გამოკვლევა კოღოს გამოვლინება და მოსპობა (საბონიფიკაციო სამუშაოები)

4,22