დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.017508 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017450) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტის: ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი: გ.ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; გ.ბ) ადამიანური რესურსების სამმართველო.“. 2. მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა) თავდაცვის მოხალისის საქმიანობის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მართავს სოციალური მედიის პლატფორმებს, უზრუნველყოფს სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ კითხვებზე რეაგირებას; გ) სოციალური მედიის პლატფორმებისთვის შეიმუშავებს სათანადო მასალებს (ტექსტუალური/ვიზუალური) და უზრუნველყოფს მათ განთავსებას; დ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას; ე) ხელს უწყობს თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ვ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საბიუჯეტო სახსრების, საკუთარი შემოსავლების, გრანტებისა და სხვა ნებისმიერი შემოსავლების დაგეგმვას; ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზებას, კოორდინაციას და წარმართვას, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებას; ი) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ და ტექნიკურ მხარდაჭერას; კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ლ) ზედამხედველობას უწევს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებისა და ფულადი სახსრების ხარჯვას; მ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს თავდაცვის მოხალისის განვითარების სტრატეგიას, ახორციელებს შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების კოორდინაციას; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ბ) „დ“ - „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს ლოჯისტიკის სამსახური.“. 3. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. საორგანიზაციო დეპარტამენტი: ა) ახორციელებს თავდაცვის მოხალისის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას; ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საქმისწარმოებას, მათ შორის, საიდუმლო და არქივის მართვას; გ) მოხალისეზე გასცემს მოხალისის დამადასტურებელ მოწმობას; დ) ახორციელებს სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციას, შედეგების შეჯამებასა და ანგარიშგებას; ე) უზრუნველყოფს მოხალისეთა აღრიცხვასა და მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხალისეთა რეესტრის წარმოებას; ვ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციების აღრიცხვას; ზ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებას; თ) ორგანიზებას უწევს მოხალისეობითი ხელშეკრულების გაფორმების პროცესს; ი) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საშტატო-საორგანიზაციო დაგეგმვას; კ) უზრუნველყოფს პერსონალის მოზიდვას, შერჩევას და შერჩევის მიზნით საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობას; ლ) ახორციელებს თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური საქმისწარმოება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირებას; მ) ახორციელებს სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვას (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრას, საჭიროებების გამოვლენას და შეფასების უზრუნველყოფას; ნ) უზრუნველყოფს პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოებას და მართვას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის: ა) „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ბ) „დ“ - „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს ადამიანური რესურსების სამმართველო.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 16 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები