დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 448 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.025998 |
448
15/09/2026
ვებგვერდი, 16/09/2026
360160000.10.003.025998
„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №144 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 360160000.10.003.019209) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. განმცხადებელი ვალდებულია, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, განცხადებით მიმართოს სააგენტოს საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით 2026 წლის 1 დეკემბრამდე (განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის (info@nea.gov.ge) მეშვეობით). 2026 წლის 1 დეკემბრიდან ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე, სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები