დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №630 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 445 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.025995 |
|
„დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №630 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №630 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 190020010.10.003.025527) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №2 დანართის („სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 350.0 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების“ (პროგრამული კოდი: 27 05 02) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი შემოსავლებიდან 786.0 ათასი ლარი მიმართოს ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“. 2. №3 დანართის („არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვროს 830.0 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 27 05) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის“ (პროგრამული კოდი: 27 05 04) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები