„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დატკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დატკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 03/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.165
  • Word
110/ნ
02/04/2007
სსმ, 46, 03/04/2007
470.230.000.22.035.010.165
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დატკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.165

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №110/ნ

2007 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დატკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში  დამატებების შეტანის თაობაზე“

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №18, მუხლი 210) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტები:

,,დ) მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო  პროგრამა (დანართი №4);

ე) მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა (დანართი 5);“.

 მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი №4

მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ტერმინთა განმარტებები

1. სტაციონარული მომსახურება – სტაციონარულ მომსახურებად ითვლება სამედიცინო დაწესებულებაში გაწეული მომსახურება, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 24 საათს. სტაციონარული მომსახურება იყოფა სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად და სასტუმრო მომსახურებად:

ა) სტაციონარულ სამედიცინო მომსახურების ხარჯები – სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებებისა და სამედიცინო პერსონალის მომსახურების ღირებულება;

ბ) სასტუმრო ხარჯები – ყველა არასამედიცინო მომსახურების ხარჯი, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტით.

2. ურგენტული /გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება – სამკურნალო და დიაგნოსტიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლის დროში გადავადების პირობებში გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

3. რეფერალური შემთხვევა – როდესაც აუცილებელია ჰოსპიტალიზირებული პაციენტის ორი და მეტი სასიცოცხლო ფუნქციის ერთდროული მართვა.

4. კრიტიკული მდგომარეობა – სასიცოცხლო ფუნქცი(ებ)ის დარღვევა, რომელიც მოითხოვს ნაწილობრივ ან სრულ კორექციას ან ჩანაცვლებას.

5. საწოლდღე – სტაციონარში გატარებული ერთი დღე-ღამის განმავლობაში გაწეული მომსახურება.

6. ნოზოლოგიათა ჯგუფი – პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ დაავადებათა ჩამონათვალი.

7. გლობალ ბიუჯეტი – პროგრამის ასიგნებებიდან ყოველთვიური ლიმიტირებული დაფინანსება.

    მუხლი 2. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

    მუხლი 3. პროგრამის შემადგენელი კომპონენტები

1. პროგრამის ზოგადი სტაციონარული მომსახურება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტი;

ბ) მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით);

გ) რეფერალური დახმარების კომპონენტი.

2. პროგრამის სპეციალიზირებული სტაციონარული მომსახურება შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი;

ბ) ფთიზიატრიული დახმარების კომპონენტი;

გ) ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტი;

დ) ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი;

ე) გულის ქირურგიის კომპონენტი;

ვ) ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი;

ზ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნლობის კომპონენტი;

თ) შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურება.

    მუხლი 4. ბიუჯეტი და დაფინანსების მეთოდოლოგია

1. დაფინასების ძირითადი პრინციპია შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით. დაფინანსების მეთოდოლოგია განსხვავდება პროგრამაში შემავალი კომპონენტების მიხედვით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

პროგრამა

ბიუჯეტი(ათასი ლარი)

დაფინანსების მეთოდი და ანაზღაურების წესები

ბენეფიციარები

1

ზოგადი სტაციონარული მომსახურება

32 940,0

 

 

1,1

ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტი

13 240,0

შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით.

ქვეყნის მთელი მოსახლეობა, გარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბენეფიციარებისა

1,2

მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით)

11 850,0

შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით.

ქვეყნის მთელი მოსახლეობა, გარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბენეფიციარებისა

1,3

რეფერალური დახმარების კომპონენტი

7 850,0

შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით.

ქვეყნის მთელი მოსახლეობა, გარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბენეფიციარებისა

2

სპეციალიზებული სტაციონარული მომსახურება

35 442,8

 

 

2,1

ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი

4 900,0

საწოლდღე

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

2,2

ფთიზიატრიული დახმარების კომპონენტი

3 661,6

თერაპია–საწოლდღე ქირურგია – შემთხვევის საშუალო ღირებულება

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

2,3

ონკოლოგირ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნლობის კომპონენტი

6 770,0

შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით.

ქვეყნის მთელი მოსახლეობა, გარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბენეფიციარებისა

2,4

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი

2500,0

შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით.

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

2,5

გულის ქირურგიის კომპონენტი

8 000.0

შემთხვევის ანაზღაურება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით.

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

 

2,6

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი

9 091,2

შემთხვევის ანაზღაურება ეპიზოდების მიხედვით

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

 

2,7

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნლობის კომპონენტი

100,0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

 

2,8

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურება

420,0

გლობალ ბიუჯეტი

ქვეყნის მთელი მოსახლეობა

 

 

სულ

68 382,8

 

 

 

2. პროგრამის ფარგლებში, გარკვეული შემთხვევებისათვის განისაზღვრება თანაგადახდის პირობები და მოცულობა.

    მუხლი 5. სახელმწიფო შესყიდვები

1. მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს თითოეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის მომსახურების მიმწოდებლის/მიმწოდებლების შერჩევა უნდა მოხდეს მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების ადეკვატური სიმძლავრეების უზრუნველყოფის პრინციპების დაცვით.

3. ყველა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც თანახმაა გაწიოს შესაბამისი მომსახურება პროგრამით განსაზღვრული პირობების დაცვით, უფლებამოსილია დადოს შესაბამისი ხელშეკრულება სახელმწიფო შემსყიდველთან.

    მუხლი 6. პროგრამის საერთო ბიუჯეტი

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 68 382.8 ათასი ლარით.

    მუხლი 7. პროგრამის მოქმედების ვადა

პროგრამა მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

თავი II

ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტი

    მუხლი 8. ბენეფიციარები

1. კომპონენტის მოსარგებლედ განისაზღვრება 0-დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა.

2. კომპონენტის ფარგლებში განსხვავებული ბენეფიტის მოცულობით მოსარგებლეებად განისაზღვრება:

ა) 0-დან 3 წლამდე ასაკის მოსახლეობა;

ბ) 3-დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობა;

გ) იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 0–15 წლამდე ასაკის მოსახლეობა;

დ) მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები 0–15 წლამდე ასაკის მოსახლეობა.

    მუხლი 9. კომპონენტით გათვალისწინებული ბენეფიტის მოცულობა

1. 0-დან 3 წლამდე ასაკის მოსახლეობისათვის კომპონენტი ფარავს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სრულად.

2. 3-დან 15 წლამდე მოსარგებლეთა მთლიანი სტაციონარული მომსახურების ხარჯებიდან ანაზღაურდება ურგენტული სამედიცინო მომსახურების 80%. თანაგადახდას არ ექვემდებარება კრიტიკული მდგომარეობების მკურნალობის დაფინანსება.

3. მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული (დანართი – 41) და იშვიათი დაავადებების მქონე (დანართი – 42) მოსარგებლეების სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება სრულად.

4. მშობელთა მზრუნველობას მოკლებული და კონფლიქტურ ზონაში მცხოვრები მოსარგებლეების სტაციონარული მომსახურების ხარჯები ანაზღაურდება სრულად (მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის კვების ჩათვლით).

    მუხლი 10. დაფინანსება და ანაზღაურების წესი

1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობისათვის სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დაუშვებელია წინამდებარე პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული სახსრებიდან.

2. მომსახურება ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით და ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით, რომელიც ემყარება საექსპერტო შეფასებას, სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებს და ტარიფებს, სტატისტიკურ მაჩვენებლებს შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

ნოზოლოგიური ჯგუფები

საშუალო ღირებულება

თბილისი, ქუთაისი

 

ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი

 

სხვა

1

ალერგოლოგია

187

172

127

2

გასტროენტეროლოგია

201

196

 

3

დერმატოლოგია

210

186

 

4

ენდოკრინოლოგია

312

251

263

5

ინფექცია

244

233

188

6

კარდიორევმატოლოგია

269

246

176

7

კომბუსციოლოგია

1390

 

 

8

კრიტიკული

1226

1137

958

9

ნევროლოგია

399

301

256

10

ნეიროქირურგია

1158

544

278

11

ნეფროლოგია

285

255

179

12

ოტოლარინგოლოგია

300

222

171

13

ოფთალმოლოგია

577

447

61

14

პულმონოლოგია

272

256

214

15

ტოქსიკოლოგია

129

115

 

16

ტრავმატოლოგია

632

565

 

17

უროლოგია

694

404

302

18

ქირურგია

613

554

417

19

ყბა-სახის ქირურგია

548

328

59

20

ჰემატოლოგია

280

234

 

21

ნეონატოლოგია

სამშობიარო

266

218

181

არასამშობიარო სტაც.

773

633

444

 

3. ანტირაბიული სამედიცინო დახმარება (ანტირაბიული საშუალებების გარეშე) ანაზღაურდება ვიზიტების მიხედვით, I ვიზიტი – 12,0 ლარის, ხოლო შემდგომი ვიზიტები 6,0 ლარის ოდენობით.

4. ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება განხორციელდება გასაშუალოებული ფასის მიხედვით – ერთი შემთხვევის საშუალო ფასი შეადგენს 40 ლარს (განმეორებითი ვიზიტის შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება). ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ანაზღაურდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

    მუხლი 11. სახელმწიფო შესყიდვა 

1. საქართველოს თითოეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის მომსახურების მიმწოდებლის/მიმწოდებლების შერჩევა უნდა მოხდეს მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების ადეკვატური სიმძლავრეების უზრუნველყოფის პრინციპების დაცვით.

2. სახელმწიფო შესყიდვის შედეგად გამოვლენილი მომსახურების მიმწოდებლის მიერ ქვექონტრაქტორის შერჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით ან იმ შემთხვევებში, როდესაც რაიმე მიზეზის გამო მთავარი კონტრაქტორი დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მომსახურების სრული სპექტრის განხორციელებას.

3. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მთვარი კონტრაქტორი დაწესებულების სიმძლავრეები არ არის საკმარისი მომსახურების უზრუნველსაყოფად, მას უფლება აქვს მოახდინოს ერთჯერადი შესყიდვა სხვა ლიცენზირებული დაწესებულებიდან დაწესებულების ბიუჯეტის ხარჯზე.

4. დაწესებულებების შერჩევა უნდა განხორციელდეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე.

    მუხლი 12. ბიუჯეტი

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 13 240,0 ათასი ლარით შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

ღონისძიება

თანხა (ათასი ლარი)

1

0-დან 15 წლამდე ბავშვთა სტაციონარული მომსახურება

12 940,0

 

მათ შორის: მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურება

300.0

2

ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

300,0

 

სულ:

13 240.0

თავი III

მოსახლეობის ურგენტული მომსახურების პროგრამა (ანტირაბიული საშუალებების გამოკლებით)

    მუხლი 13. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება

1. პროგრამა ფარავს 15 წელს ზევით მოქალაქეების გადაუდებელი ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯების 75 %-ს, თანაგადახდა შეადგენს 25%-ს.

2. პროგრამით სრულად ფინანსირდება მაღალმთიან და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საავადმყოფოებში განხორციელებული მომსახურება

3. კრიტიკული მდგომარეობებისათვის განსაზღვრულია ერთი საწოლდღის გასაშუალოებული ტარიფი, რომელიც განსხვავებულია სამედიცინო დაწესებულებებისა და რეანიმაციული სამსახურების დონეების შესაბამისად. კრიტიკული მდგომარეობების დროს, სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს პირველი 6 დღის მკურნალობის საფასურის ანაზღაურებას. არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პირველი   6 დღის განმავლობაში საშუალო საწოლდაყოვნება არ აღემატება 3.5 დღეს. ადმინისტრირების გაუმჯობესების, სტაციონარში პაციენტების უსაფუძვლოდ დაყოვნების სტიმულის არარსებობის და ანგარიშსწორების სიმარტივის მიზნით, პირველი 6 დღისთვის განისაზღვრება შემთხვევის გასაშუალოებული ტარიფი, რომელიც უდრის ერთი საწოლდღის ფასი (თბილისი – 622,0, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი – 541,0, სხვა – 503,0 ლარი) X 3.5-ზე. პირველი 6 დღის განმავლობაში გაწეული ხარჯები პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ექვემდებარება.

4. იმ ნოზოლოგიების მკურნალობის თანხები, რომლებიც ითვალისწინებენ პათომორფოლოგიური და ბიოფსიური მასალების კვლევას, ანაზღაურდება მხოლოდ სათანადო დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 14. სახელმწიფო შესყიდვა

საქართველოს თითოეული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისათვის მომსახურების მიმწოდებლის/მიმწოდებლების შერჩევა უნდა მოხდეს მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების ადეკვატური სიმძლავრეების უზრუნველყოფის პრინციპების დაცვით.

    მუხლი 15. დაფინანსება და ანაზღაურების წესი

1. მომსახურება ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით და ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით. რომელიც ემყარება საექსპერტო შეფასებას, სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებს და ტარიფებს, სტატისტიკურ მაჩვენებლებსა და ისტორიულ ბიუჯეტებს ცხრილის შესაბამისად:

 

 

ნოზოლოგიური ჯგუფები

საშუალო ღირებულება

თბილისი, ქუთაისი

 

ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი

სხვა

1

ალერგოლოგია

212

208

196

2

ანგიოლოგია

3321

3202

 

3

გასტროენტეროლოგია

202

198

 

4

გინეკოლოგია

486

455

403

5

ენდოკრინოლოგია

241

233

223

6

კარდიოლოგია

278

266

123

7

კარდიოქირურგია

1732

1609

1455

8

ნევროლოგია

395

374

341

9

ნეიროქირურგია

1121

974

597

10

ნეფროლოგია

222

212

185

11

ოტოლარინგოლოგია

228

153

108

12

ოფთალმოლოგია

384

362

 

13

პულმონოლოგია

379

366

348

14

რევმატოლოგია

249

233

 

15

ტოქსიკოლოგია

141

129

63

16

უროლოგია

668

563

340

17

ქირურგია

1062

978

863

18

ყბა-სახის ქირურგია

465

430

 

19

ჰემატოლოგია

1112

 

 

 

2. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაფინანსება ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ასიგნებებიდან.

    მუხლი 16. ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 11 850,0 ათასი ლარით, მათ შორის პათომორფოლოგიური და პათანოტომიური კვლევები – 150 000,0 ლარით.

თავი IV

რეფერალური დახმარების კომპონენტი

    მუხლი 17. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:

ა) მაღალი რისკის ორსულთა (მათ შორის სეფსისით გართულებული) და ახალშობილთა სტაციონარული მომსახურება;

ბ) კრიტიკულ მდგომაროებაში მყოფი პაციენტების სტაციონარული მომსახურება;

გ) მაღალი რისკის ორსულთა, ახალშობილთა და კრიტიკულ მდგომაროებაში მყოფი პაციენტების (მათ შორის ბავშვთა) გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო მომსახურება, რაც ითვალისწინებს:

გ.ა) ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ კონსულტაციას და მდგომარეობის სტაბილიზირებას;

გ.ბ) გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირებას;

დ) ინდივიდუალური სტაციონარული მომსახურება, რაც მოიცავს:

დ.ა) მნიშვნელოვან პირთა (საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა) სამედიცინო მომსახურებას;

დ.ბ) კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურება;

დ.გ) შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებს (შესაბამისი წერილობითი ფორმით).

    მუხლი 18. რეფერალური შემთხვევების მართვა

1. პროგრამის ფარგლებში შემთხვევების მართვის და სამედიცინო მომწოდებლების კოორდინირებულ მოქმედებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად გამოვლენილი დაწესებულება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ზედამხედველობით.

2. სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად გამოვლენილი დაწესებულება პასუხისმგებელია სტაციონარული პროგრამებით (ყველა კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში კრიტიკული შემთხვევების მართვაზე.

    მუხლი 19. სახელმწიფო შესყიდვა

შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 20. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის ფარგლებში კონტრაქტირებული დაწესებულებები დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდი.

2. ეპიზოდები დაჯგუფებულია 5 ჯგუფად. ერთი ჯგუფის ყველა ეპიზოდისთვის დაწესებულია ერთი საშუალო ღირებულება, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

საშუალო ღირებულება

1.

კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა: ადგილზე კონსულტაცია და პაციენტთა ტრანსპორტირება

320.0

2.

მაღალი რისკ ორსულთა, მელოგინეთა და ახალშობილთა სამედიციო მომსახურება, მძიმე შემთხვევების მართვა, მათ შორის 200,0 ლარი თანაგადახდა პაციენტის მხრიდან

833.0

3.

მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა

3 000.0

4.

ბავშვთა სამედიცინო დახმარება

900.0

5.

კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მკურნალობა

4 700.0

 

3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელდება მხოლოდ კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მკურნალობა.

4. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობისათვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ 70001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დაუშვებელია წინამდებარე პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული სახსრებიდან.

    მუხლი 21. ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 7 850,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ღონისძიება

თანხა ათასი ლარი

1

ინდივიდუალური დახმარება

900,0

1.1.

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 

1.2.

კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება

 

2

რეფერალური დახმარება

6 650,0

2.1.

აღმოსავლეთ საქართველო

4 046,0

2.1.1.

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 

2.2.

დასავლეთ საქართველო

2 544,0

2.3.

აჭარის ა/რ

60,0

3

შემთხვევების მართვის ხარჯები

300,0

 

სულ

7 850,0


თავი V

ფსიქიატრიული დახმარების კომპონენტი

    მუხლი 22. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:

ა) პაციენტის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის (მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული) შეფასებას;

ბ) სტაციონირების ფორმის განსაზღვრას (არანებაყოფლობითი სტაციონირების საჭიროების ჩათვლით);

გ) საჭიროების მიხედვით კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს;

დ) საჭიროების მიხედვით ექიმი-სპეციალისტის კონსულტაციას;

ე) მოკლევადიან სტაციონარულ მომსახურებას (მწვავე სტაციონარული მომსახურება, რომელიც გულისხმობს მკურნალობის ჩაკეტილ რეჟიმს (პაციენტი იზოლირებულია), გაძლიერებულ მეთვალყურეობას, რომელიც სხვა ჯგუფებთან შედარებით საჭიროებს მეტ სამედიცინო პერსონალს და ინტენსიურ მედიკამენტოზურ (15 დღემდე) მკურნალობას) დახურული რეჟიმის ტიპით;

ვ) საშუალოვადიან სტაციონარულ მომსახურებას (ქვემწვავე სტაციონარული მომსახურება გულისხმობს მკურნალობის ნახევრად ჩაკეტილ რეჟიმს, აქტიურ მედიკამენტოზურ მკურნალობას, პერსონალის ოპტიმალურ რაოდენობას და პირველად სამედიცინო (45 დღემდე) რეაბილიტაციას) ნახევრად ღია რეჟიმით;

ზ) გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას (ღია რეჟიმი, რომელიც გულისხმობს მხარდამჭერ თერაპიას, აქცენტს საშუალო სამედიცინო პერსონალზე და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა (45 დღეზე მეტი) პაკეტზე) ღია რეჟიმით.

    მუხლი 23. დამატებითი მომსახურება

დამატებითი მომსახურება მოიცავს:

ა) იმ პაციენტების ბადრაგირების უზრუნველყოფას, რომელთა მიმართ არ არის გამოტანილი აღმკვეთი ღონისძიება — პატიმრობა (პაციენტებს, რომელთაც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო გამოტანილი აქვთ აღმკვეთი ღონისძიება და სასამართლოს მიერ მისჯილი აქვს იძულებითი მკურნალობა);

ბ) იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების დაცვის ხარჯებს.

    მუხლი 24. სარეაბილიტაციო მომსახურება (ქვემწვავე და ქრონიკული მდგომარეობების დროს)

სარეაბილიტაციო მომსახურება (ქვემწვავე და ქრონიკული მდგომარეობების დროს) მოიცავს:

ა) პირველადი სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებას (ინტეგრირებული ფსიქილოგიური თერაპია) კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციების მიხედვით;

ბ) სხვადასხვა სარეაბილიტაციო მეთოდებით მომსახურების უზრუნველყოფას (სოციალურ უნარ-ჩვევებში გავარჯიშება,  ინტეგრირებული ფსიქოლოგიური თერაპია) კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციების მიხედვით;

გ) კლინიკური მდგომარეობების მართვას, რომელიც ხორციელდება დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) შესაბამისად.

    მუხლი 25. მომსახურების შესყიდვა

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, საქართველოში ყველა ფსიქიატრიული პროფილის ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებასთან.

    მუხლი 26. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს საწოლდღე, რომლის ღირებულება განისაზღვრება პაციენტის ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე (მწვავე – 32 ლარი; ქვემწვავე – 15 ლარი და ქრონიკული – 8,6 ლარი).

    მუხლი 27. ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 4900 ათასი ლარით, მათ შორის, დაცვის ხარჯები – 365,0 ათასი ლარით.

თავი VI

ფთიზიატრიული დახმარების კომპონენტი

    მუხლი 28. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

1. ფთიზიატრიული მომსახურების პაკეტი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

ა) დიაგნოსტიკური მომსახურება – ითვალისწინებს რთულ დიაგნოსტიკურ შემთხვევებს, რომლის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და მოიცავს ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს;

ბ) თერაპიული მომსახურება:

ბ.ა) პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი მგრძნობიარე ტუბერკულოზის მკურნალობა;

ბ.ბ) პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა;

ბ.გ) პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

გ) ქირურგიული მომსახურება:

გ.ა) ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა;

გ.ბ) შარდ-სასქესო სისტემის ქირურგიული მკურნალობა;

გ.გ) ძვალ-სახსართა სისტემის ქირურგიული მკურნალობა;

გ.დ) ლიმფური სისტემის ქირურგიული მკურნალობა;

დ) DOT–სოციალური მეურვეობის სამსახური თბილისში;

ე) რეფერენს კონტროლი;

ვ) ზედამხედველობის ხარჯები.

    მუხლი 29. სახელმწიფო შესყიდვა

კომპონენტში მონაწილეობს საქართველოში ლიცენზირებული ფთიზიატრიული პროფილის ყველა სამედიცინო დაწესებულება.

    მუხლი 30. დაფინანსების მეთოლოგია

1. ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის ღირებულება შეადგენს თბილისში 18.5 ლარს, ხოლო რეგიონში – 13.7 ლარს. ოპერაციული მკურნალობისთვის განისაზღვრა ნოზოლოგიური ჯგუფისთვის დადგენილი საშუალო ღირებულება – 3067 ლარი.

2. პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობისთვის მედიკამენტებით მომარაგებას უზრუნველყოფს MSF – საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ექიმები საზღვრების გარეშე“.

    მუხლი 31. ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 661,6 ათასი ლარით.

თავი VII

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტი

    მუხლი 32. კომპონენტით გათვალისწინებული ქვეკომპონენტები

ონკოლოგიური მომსახურების კომპონენტი ითვალისწინებს:

ა) ონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარულ მკურნალობას;

ბ) ნეიროონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარულ მკურნალობას;

გ) მოზრდილთა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიურ პაციენტთა მკურნალობას;

დ) ონკოინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობას.

    მუხლი 33. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტი მოიცავს:

ა) სპეციალისტების კონსულტაციას;

ბ) პაციენტების დიაგნოსტიკურ მომსახურებას;

გ) ქირურგიულ ოპერაციებს;

დ) ქიმიო და სხივურ თერაპიას:

დ.ა) ქიმიოთერაპიისათვის საჭირო ქიმიომედიკამენტები;

დ.ბ) ქიმიოთერაპია;

ე) ონკოინკურაბელური პაციენტების მოვლას და სიმპტომურ მკურნალობას.

    მუხლი 34. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

1. საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება მომსახურების თითოეული ეპიზოდი. სამედიცინო მომსახურების ეპიზოდები წარმოდგენილია 15 ჯგუფად. თითოეული ჯგუფის ყველა ეპიზოდისთვის დაწესებულია ერთი საშუალო ღირებულება. პროგრამით ფინანსდება შემთხვევის ღირებულების 70 %. თანაგადახდის წილი განსაზღვრული იქნება ნოზოლოგიური ჯგუფების მიხედვით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

ნოზოლოგიური ჯგუფი

ტარიფი (ლარი)

სახ. პროგრამით ასანაზღაურებელი

პაციენტის თანაგადახდა

1

თორაკალური

1660

1110

550

2

თავკისერი

1410

980

430

3

მამოლოგია

1030

680

350

4

პროქტოლოგია

1760

1210

550

5

აბდომინური

1760

1210

550

6

უროლოგია

1760

1210

550

7

რბილი ქსოვილები

1030

680

350

8

გინეკოლოგია

1410

980

430

9

ბავშვთა

1096

1096

_

10

ნეიროონკოლოგია (მოზრ)

2600

1760

840

11

ნეიროონკოლოგია (ბავშვთა)

2600

2600

_

12

სხივური თერაპია (გინეკოლ)

1308

993

315

13

სხივური თერაპია (ამბ., სტაც.)

885

697

188

14

ქიმიოთერაპია მედიკ. გარეშე, მათ შორის მოზრდილთა ონკოჰემატოლოგია (ამბ., სტაც.)

150

120

30

15

კრიოთერაპია

100

70

30

 

 

2. 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის პაციენტებისთვის ფინანსდება შემთხვევის ღირებულების 100 %.

3. ონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობის ქვეკომპონენტის ფარგლებში იმ ნოზოლოგიების მკურნალობის თანხები, რომლებიც ითვალისწინებენ პათომორფოლოგიური და ბიოფსიური მასალების კვლევას, ანაზღაურდება მხოლოდ სათანადო დასკვნის არსებობის შემთხვევაში. თუ შეუძლებელია მორფოლოგიური ვერიფიკაციის მიღწევა, ანაზღაურება განხორციელდება კლინიკურად დადასტურებული ონკოლოგიური დიაგნოზების მიხედვით, მაგრამ ასეთ შემთხვევათა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს საერთო შემთხვევათა 5 %-ს. ოპერაციისშემდგომი პათომორფოლოგიური გამოკვლევების ტარიფების ანაზღაურება და თანაგადახდა განხორციელდება იგივე წესით, როგორც სადიაგნოსტიკო კომპონენტში.

4. ონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობის ქვეკომპონენტის ფარგლებში დიაგნოსტიკაში პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ფაქტობრივი ხარჯის 30%-ს, ფონდის მიერ ასანაზღაურებელი თანხა იანგარიშება ასევე ფაქტობრივი ხარჯიდან (70%), მაგრამ არა უმეტეს 150 ლარისა, კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემთხვევაში – არა უმეტეს 160 ლარისა. კომპიუტერული ტომოგრაფია აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის №№1, 2, 4, 5, 6, 8, 10, 12, 13 და 14 პუნქტებისათვის.

5. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობისათვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება დაუშვებელია წინამდებარე პროგრამის კომპონენტით განსაზღვრული სახსრებიდან.

    მუხლი 35. ქიმიოთერაპია

ანაზღაურდება ქიმიომედიკამენტების ღირებულების 50%, არა უმეტეს 250 ლარისა.

    მუხლი 36. ჰორმონოთერაპია

ჰორმონოთერაპიასთან დაკავშირებული ექიმის კონსულტაცია და სხვა სამკურნალო დახმარება პაციენტისთვის უფასოა.

    მუხლი 37. 0-21 წლამდე ბავშვთა ონკოჰემატოლოგია

1. ანაზღაურების ერთეულს წარმოადგენს საწოლდღე, რომლის ღირებულება შეადგენს 97 ლარს.

2. ამბულატორიული მომსახურის ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედით, მაგრამ არა უმეტეს შემდეგ ცხრილში მოცემული წლიური ღირებულებისა:

 

1.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

1170.0

2.

მწვავე მიელოიდური ლეიკემია

1393.0

 

3. სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დონორი ან სხვა ტიპის ორგანიზაციების/კერძო პირების მიერ მიწოდებული საქონელი ან მომსახურება წარმოადგენს პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფის დამატებით წყაროს და ბიუჯეტური ასიგნებებიდან გამოქვითვას არ ექვემდებარება.

    მუხლი 38. მოზრდილთა ონკოჰემატოლოგია

ანაზღაურდება ქიმიომედიკამენტების ღირებულების 50%, არა უმეტეს 250 ლარისა.

    მუხლი 39. ონკოინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

ანაზღაურების ერთეულია საწოლდღე, რომლის ღირებულება შეადგენს 55 ლარს. სახელმწიფო აფინანსებს ღირებულების 70 %-ს.

    მუხლი 40. კომპონენტის განხორციელება

მომსახურების შესყიდვა ხორცილელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 41. ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 770.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

 

წლიური ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

ონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობა

4 950,0

ნეიროონკოლოგიურ დაავადებათა სტაციონარული მკურნალობა

400,0

ბავშვთა ონკოჰემატოლოგია

850,0

მოზრდილთა ონკოჰემატოლოგია

420,0

პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი

150,0

სულ:

6 770,0

 

თავი VIII

ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი

    მუხლი 42. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება

1. დიაგნოსტიკური მომსახურება მოიცავს:

ა) პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასებას;

ბ) პროფილური მომსახურების განსაზღვრას;

გ) საჭიროების მიხედვით კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს;

დ) საჭიროების მიხედვით სპეციალისტების კონსულტაციებს.

2. სტაციონარული მკურნალობა მოიცავს:

ა) გადაუდებელ მომსახურებას (რეანიმაცია);

ბ) სპეციალიზებულ განყოფილებაში სტაციონარულ მომსახურებას:

ბ.ა) ნეიროინფექციების სტაციონარულ მომსახურებას;

ბ.ბ) ნაწლავთა ინფექციების სტაციონარულ მომსახურებას;

ბ.გ) ჰეპატიტების სტაციონარულ მომსახურებას;

ბ.დ) ობსერვაციულ-საიზოლაციო მომსახურებას.

    მუხლი 43. აივ-ინფექცია/შიდსის სტაციონარული მომსახურება

1. დიაგნოსტიკური მომსახურება მოიცავს:

ა) პირველადი ჯანდაცვიდან ან სხვა სტაციონარიდან შემოსული დიაგნოზების დადასტურებას (საჭიროების მიხედვით კლინიკო-ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები);

ბ) საჭიროების მიხედვით სპეციალისტების კონსულტაციებს.

2. მკურნალობა მოიცავს:

ა) ანტირეტროვირუსულ მკურნალობას;

ბ) ინდიკატორული დაავადებების მკურნალობას (ოპორტუნისტული დაავადებები);

გ) შესაბამის მედიკამენტოზურ უზრუნველყოფას.

    მუხლი 44. განხორციელება

პროგრამაში მონაწილეობს საქართველოში ლიცენზირებული ინფექციური პროფილის ყველა სამედიცინო დაწესებულება.

    მუხლი 45. დაფინანსების მეთოლოგია და ანაზღაურების წესი

1. პროგრამის ფარგლებში კონტრაქტირებული დაწესებულებები დაფინანსდება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. დაფინანსდება მკურნალობის თითოეული ეპიზოდი დამტკიცებული სახელმწიფო სტანდარტის ტარიფის შესაბამისად, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

 

 

ნოზოლოგიური ჯგუფები

საშუალო ღირებულება

 1

ამებიაზი (ამბ)

15

 2

ჰეპატიტი (ამბ)

55

 3

ინფექცია (სტაც)

386

 4

ინფექცია (კრიტიკული)

1174

 

შიდსი (ამბ)

 

 5

 1. ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა

59

 6

 2. მკურნალობა

379

 7

 3. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

266

 8

 4. ვიზიტი / კონსულტაცია

30

 9

შიდსი (სტაც)

2558

 10

პარაზიტოლოგია

628

 11

სეფსისი (სტაც)

517

 12

სეფსისი (ქირურგიული მკურნალობა)

3025

 13

ამებიაზი (ქირურგიული მკურნალობა)

1046

 

2. ცალკეულ ნოზოლოგიებზე გათვალისწინებულია თანაგადახდა:

ა) ქრონიკული ჰეპატიტების მკურნალობა ითვალისწინებს 25%-იან თანაგადახდას პაციენტების მიერ;

ბ) პარაზიტულ დაავადებათა მკურნალობა ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას პაციენტის მიერ (თანაგადახდა არ ეხება 3 წლამდე ასაკის ბავშვებს).

    მუხლი 46. ბიუჯეტი

კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 500.0 ათასი ლარით.

თავი IX

გულის ქირურგიის კომპონენტი

    მუხლი 47. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით დაავადებული პაციენტების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;

ბ) აორტო-კორონარულ შუნტირებას;

გ) ანგიო-პლასტიკას.

    მუხლი 48. სახელმწიფო შესყიდვა

მომსახურების შესყიდვები განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 49. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანზღაურების წესი

1. მომსახურება ჯგუფდება კატეგორიების მიხედვით და ფინანსდება ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი საშუალო ღირებულებით, რომელიც ემყარება საექსპერტო შეფასებას, სახელმწიფო სამედიცინო სტანდარტებს და ტარიფებს, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ნოზოლოგიური ჯგუფები

საშუალო ღირებულება

გულის თანდაყოლილი მანკები:

 

 

ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევით

13146

ოპერაცია სისხლის ხელოვნური მიმოქცევის გარეშე

9149

პირველადი დიაგნოსტიკა

2400

ენდოვასკულური ოპერაციები:

 

 

 ამპლაცერი / პეისმეიკერი

7757

 ვალვულოპლასტიკა / რაშკინდი

2686

 

 

 

 

მოზრდილთა გულის ქირურგია:

 

 

იშემიური დაავადებების, გულის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა

11890

შეძენილი მანკები:

 

 

 ერთი სარქვლის / აღმავალი აორტის / აორტის

 რკალის პროთეზირება / პლასტიკა

15106

 ბიოლოგიური სარქველი

17185

 ბენტალი / მწვავე მანკი / ინფარქტის შემდგომი გართულებები: სარქვლოვანი პათოლოგია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმა

18690

 ორი სარქვლის / სარქვლის და აღმავალი

 აორტის პროთეზირება

18052

ანგიოპლასტიკა

4417

 

2. მოზრდილთა კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება შემთხვევის ღირებულების 70%-ს. თანაგადახდა შეადგენს 30%-ს.

3. გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებულ პაციენტების კარდიოქირურგიული მკურნალობა ფინანსდება სრულად.

    მუხლი 50. ბიუჯეტი

,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 8 000,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

ღონისძიება

თანხა (ათას ლარი)

გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიული მკურნალობა

2 800.0

მოზრდილთა გულის ქირურგია

5 200.0

თავი X. ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი

    მუხლი 46. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ჰემო და პერიტონალური დიალიზით მომსახურებას (არსებული კლინიკური მდგომარეობის მართვა განისაზღვრება ეროვნული გაიდლაინებითა და პროტოკოლით):

ა.ა) ნეფროლოგის კონსულტაცია;

ა.ბ) სადიალიზე საშუალებებით/მასალით უზრუნველყოფა;

ა.გ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

ა.დ) კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები საჭიროების მიხედვით;

ა.ე) სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფა;

ბ) თირკმლის ტრანსპლანტაციას:

ბ.ა) გადანერგვის ოპერაცია;

ბ.ბ) თირკმელგადანერგილ პაციენტთა ამბულატორიული მონიტორინგი;

ბ.გ) პოსტოპერაციული გართულებების მკურნალობა;

ბ.დ) სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში.

    მუხლი 47. სახელმწიფო შესყიდვა

შესყიდვები განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 48. დაფინანსების მეთოლოგია და ანაზღაურების წესი

1. ჰემოდიალიზის დაფინანსება მოხდება გასაშუალოებული ტარიფის მეშვეობით – ერთი სეანსის ღირებულება 90 ლარი (156 სეანსი წელიწადში, კვირაში სამჯერ).

2. პერიტონიალური დიალიზის შემთხვევაში ერთი სეანსის ღირებულება 12,50 ლარი (1460 სეანსი წელიწადში, დღეში ოთხჯერ).

3. სისხლძარღვოვანი მიდგომის ფასი განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

    

ინტერვენცია

ღირებულება

1.

არტერიო-ვენური სადიალიზო ფისტულის ფორმირება პროთეზის გამოყენებით

1 700.0

2.

არტერიო-ვენური სადიალიზო ფისტულის ფორმირება წინამხარზე (კაუფმანი)

550.0

3.

არტერიო-ვენური სადიალიზო ფისტულის ფორმირება მხარზე (ჩიმინო)

450.0

4.

გართულებული არტერიო-ვენური სადიალიზო ფისტულა თრომბექტომიით

370.0

5.

კვინტონის კათეტერის იმპლანტაცია

650.0

 

 

 

    

4. ტრანსპლანტაციის ოპერაციის დაფინანსება მოხდება გასაშუალოებული ტარიფის მეშვეობით, ერთი ოპერაციის ღირებულება – 14 947.0 ლარი.

5. პროგრამულ დიალიზზე პაციენტთა ჩართვა განხორციელდება პროგრამულ დიალიზზე პაციენტთა ჩართვის თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად (დანართი №43)

6. პროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში, პაციენტთა ინტერესებიდან გამომდინარე, დასაშვებია სერვისებს შორის თანხების გადანაცვლება.

    მუხლი 49. ბიუჯეტი

 

ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისა და თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი

ბიუჯეტი (ათას ლარებში)

1

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიით დაავადებულთა სრულფასოვანი ჰემო და პერიტონალური დიალიზით უზრუნველყოფა

8 931,2

2

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტთა მაღალტექნოლოგიური ქირურგიული მკურნალობა (თირკმლის ტრანსპლანტაცია)

160

 

სულ

9 091,2

 

თავი XI

შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურება

    მუხლი 50. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ექიმის კონსულტაციას, პაციენტის სამედიცინო განათლებას;

ბ) ლაბორატორიულ გამოკვლევებს;

გ) სტაციონარულ პირობებში პაციენტის გამოკვლევას;

დ) პირველი ექვსი თვის განმავლობაში პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატებით უზრუნველყოფას.

    მუხლი 51. განხორციელება

1. შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. შესყიდვებში გამარჯვებული დაწესებულება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილთა რეგისტრის წარმოებას.

    მუხლი 52. დაფინანსების მეთოლოგია და ანაზღაურების წესი

დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. დაფინანსების ერთეულია მკურნალობის ეპიზოდი, რაც დაყოფილა ორ ჯგუფად:

ა) ამბულატორიული ვიზიტის ეპიზოდი;

ბ) სტაციონარული მომსახურების ეპიზოდი.

    მუხლი 53. ბიუჯეტი

,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 420,0 ათასი ლარით.

თავი XII

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობის კომპონენტი

    მუხლი 54. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ამბულატორიულ მკურნალობას:

ა.ა) ექიმი/ჰემატოლოგის კონსულტაცია;

ა.ბ) ტრანსფუზია სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს (სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების);

ა.გ) გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, გადამოწმება ინფექციური დაავადებების მარკერებზე სწრაფ ტესტებზე B და C ჰეპატიტი;

ა.დ) ფაქტორებით უზრუნველყოფა გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს;

ა.ე) მე-8, მე-9 და ვილებრანდის ფაქტორების გამოკვლევა;

ა.ვ) თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;

ბ) სტაციონარულ მომსახურებას:

ბ.ა) ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;

ბ.ბ) ჰემოფილიური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება.

    მუხლი 55. კომპონენტის განხორციელება

1. შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. გამარჯვებული დაწესებულება საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს დაავადებულთა რეგისტრის წარმოებას.

    მუხლი 56. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი

დაფინანსება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. დაფინანსების ერთეულს შეადგენს ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების ეპიზოდები.

    მუხლი 57. ბიუჯეტი

,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 100,0 ათასი ლარით.

    მუხლი 58. მონიტორინგი და შეფასება

მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

შედეგების იერარქია

ინდიკატორები

გაზომვის საშუალებები

დაშვებები / რისკები

მიზანი

 

 

 

ბაზისურ მომსახურებაზე მთელი მოსახლეობისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა

  ბაზისურ მომსახურებაზე ჯიბიდან გადახდების ხვედრითი წილი

  ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში

  მოსახლეობის, როგორც სამედიცინო მომსახურების მომხმარებლის ქცევის პრაქტიკა უფრო რაციონალურია

ამოცანა

 

 

 

სტაციონარული მომსახურების ხარისხის და მოხმარების შენარჩუნება (ან გაზრდა)

პოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე

  სამედიცინო სტატისტიკის ანგარიშები

მომსახურების ფასის მიახლოება რეალურ ღირებულებასთან

 

პოსპიტალიზებული პაციენტების მოკვდავობის მაჩვენებელი

  სამედიცინო სტატისტიკის ანგარიშები

 

ზოგადი სტაციონარული მომსახურების ეფექტიანობის მაჩვენებელი

საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი

 

 

ზოგადი სტაციონარული მომსახურების ეფექტიანობის მაჩვენებელი

საწოლთა საშუალო დაყოვნება

 

 

 

საწოლთა დაყოვნების ცალკეული ნოზოლოგიების მიხედვით

 

 

 

დროულად დადებული კონტრაქტების რაოდენობა

 

 

 პროგრამის მართვის ეფექტიანობა გაზრდილია

  გადაწყვეტილებების და ქმედებების დროულობა /ადეკვატურობა·

  პროგრამის ბენეფიციართა კმაყოფილების მაჩვენებელი

  ექსპერტული შეფასების ანგარიში პროგრამის მიმდინარეობისა და შედეგეგის შეფასების ანგარიშები

  სამინისტროს/მთავრობის პრიორიტეტები მოულოდნელად არ იცვლება

  სამინისტროში საკვანძო კადრების დენადობა უმნიშვნელოა

სტაციონარულ მომსახურებაზე მოთხოვნილებისა და მოხმარების კვლევების ჩატარება

  გამოკითხულ რესპოდენტთა რაოდენობა

  სოციოლოგიური კვლევის ანგარიში

  კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები გაზიარებულია სამინისტროს პასუხისმგებელი პირების მიერ

საზოგადოების ინფორმირება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა

  მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომელიც ინფორმირებულია პროგრამის შესახებ

  სოციოლოგიური კვლევის ანგარიში

  სამედიცინო მომსახურების მომწოდებლები კეთილსინდისიერად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას

დანართი №4 1

მუდმივ, ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები, რომლებიც მთლიანად უნდა დაფინანსდეს პროგრამის ფარგლებში:  

1. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. ფიქსატორის ამოღება;

2. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობები. ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია;

3. რეგიონული ენტერიტი;

4. მალაბსორბცია გამოწვეული ტოლერანტობის დარღვევით;

5. ცელიაკია;

6. ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);

7. იუვენილური დერმატომიოზიტი;

8. იუვენილური მაანკილოზებელი სპონდილიტი (ბეხტერევის დაავადება);

9. რეიტერის დაავადება;

10. სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია);

11.     სისტემური წითელი მგლურა;

12. იუვენილური პოლიარტერიტი, ვეგენერის გრანულომატოზი, კანლორწოვან-ლიმფური კვანძების სინდრომი;

13. არასრული ოსტეოგენეზი.

14. შაქრიანი დიაბეტი (18 წლის ასაკამდე);

15. ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა – ცალმხრივი, ორმხრივი;

16. ოპერაცია: ბარძაყის თავის ჩაყენება, ძვალკვეთა, რეკონსტრუქცია;

17. ლულოვანი ძვლების ქრონიკული ოსტეომიელიტის გამწვავება კონსერვატიული მკურნალობა;

18. ქრონიკული ოსტეომიელიტი – სეკვესტრექტომია;

19. მინკოვსკი-შოფარის ჰემოლიზური ანემია;

20. დიდი თალასემია (ჰემოლიზური კრიზით);

21. ანემია გამოწვეული ფერმენტული დარღვევებით;

22. მედიკამენტოზური ჰემოლიზი;

23. შონლაინ-ჰენოხის დაავადება;

24. იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა;

25. იუვენილური რევმატოიდული ართრიტი;

26. ჰიპერთირეოდიზმი ჩიყვით და ჩიყვის გარეშე.

დანართი №4 2

იშვიათი დაავადების ჩამონათვალი, რომლებიც მთლიანად უნდა დაფინანსდეს პროგრამის ფარგლებში:

1. მწვავე ინტერმიტირებადი პორფირია;

2. ადისონის დაავადება;

3. ალსტრიომის სინდრომი;

4. ბარტერის სინდრომი;

5. ბეხჩეტის სინდრომი;

6. უიპლის დაავადება;

7. ბილიარული ატრეზია;

8. კონის სინდრომი;

9. კრონკჰაიტ-კანადას დაავადება;

10. უშაქრო დიაბეტი;

11. გარდნერის სინდრომი;

12. გლუკოზა ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

13. ჰემოქრომატოზი;

14. ჰემოფილია;

15. ინსულინომა;

16. ლაიმის დაავადება;

17.     ფენილკეტონურია;

18. ჰომოცისტინურია;

19.     ფეოქრომოციტომა;

20. ვილმსის სიმსივნე;

21. ვულგარული იხთიოზი;

22. ჰიპოფიზარული ნანიზმი.

 

დანართი №43

პროგრამულ დიალიზზე პაციენტთა ჩართვის ინსტრუქცია

1. ეს ინსტრუქცია ადგენს პაციენტთა პრედიალიზზე და შემდგომ დიალიზზე აყვანის პროცედურას.

2. პრედიალიზზე აყვანას ექვემდებარებიან თირკმლის ქრონიკული დაავადების III, IV, V სტადიის მქონე ავადმყოფები შემდეგი ნეფროლოგიური დაავადებით:

ა) პირველადი ქრონიკული გლომერულონეფრიტები: BERGE-ს დაავადება, ექსტრამემბრანული გლომერულონეფრიტი, სეგმენტური და ფოკალური ჰიალინოზი, ქრონიკული პროლიფერაციული გლომერულონეფრიტი.

ბ) მეორადი ქრონიკული გლომერულონეფრიტები: დიაბეტური ნეფროპათია, ამილოიდოზი, სისტემური დაავადებები, WEGENER-ის დაავადება, GOODPASTURE-ს სინდრომი, პოსტინფექციური გლომერულონეფრიტი, ჰემოლიტიკოურემიული სინდრომი;

გ) ჰიპერტენზია და ნეფროანგიოსკლეროზი;

დ) ქრონიკული ინტერსტიციალური ნეფროპათია: ქრ. პიელონეფრიტი, შარდ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროკალცინოზი, ცისტინოზი, ოქსალოზი), მედიკამენტური ნეფროპათია (ანტიობიოტიკები, ანალგეზიური და ნეფროტოქსიური პრეპარატები), უროლოგიური დაავადებით გამოწვეული ნეფროპათიები.

ე) თანდაყოლილი დაავადებები: თირკმლის ჰიპოპლაზია და დისპლაზია, თირკმლის პოლიცისტური დაავადებები, ALPORT-ის სინდრომი, FABRY-ს დაავადება და სხვ.

ვ) უცნობი ეტიოლოგიის ნეფროპათიები.

3. პრედიალიზზე აყვანას არ ექვემდებარებიან პაციენტები შემდეგი დაავადებებით:

ა) ავთვისებიანი სიმსივნეები, ავთვისებიანი სიმსივნეები მეტასტაზებით, მათ შორის მრავლობითი მიელომა;

ბ) გულის რთული დეკომპენსირებული მანკები, სხვა გულის ორგანული დაავადებები გართულებული გულის უკმარისობის IIბ, III სტადიით;

გ) სასუნთქი სისტემის დაავადებები გართულებული პნევმოსკლეროზითა და რესპირატორული უკმარისობით (დეკომპენსირებული სტადია);

დ) ღვიძლის ციროზი (III და IV სტადია);

ე) ფსიქიური დაავადებები დაბალი ინტელექტით.

4. პირველადი პაციენტის პრედიალიზზე აყვანისას:

ა) სათანადო პროფილური განყოფილების მკურნალი ექიმის მიერ ივსება ფორმა №27, იხსნება ამბულატორიული ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება თირკმლის ქრონიკული დაავადებების სტადია და თანმხლები დაავადებები;

ბ) აღნიშნული ფორმა №27-სა და ამბულატორიული ბარათის საფუძველზე ხდება პაციენტის რეგისტრაცია.

5. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისას პრიორიტეტი ენიჭება:

ა) 18 წლამდე ასაკის პაციენტებს;

ბ) პაციენტებს თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი სახეობიდან მეორეზე გადაყვანისას.

 

დანართი №5

მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის ანოტაცია

1. პროგრამის მიზანია ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

2. მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ) ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ) უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ზ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

თ) იმუნიზაციის კომპონენტი;

ი) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი;

კ) სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები;

ლ) მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

მ) ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტი.

3. პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 9 600,0 ათას ლარს.

4. პროგრამის მოქმედების ვადაა 2007 წლის 31 დეკემბრამდე.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის შენარჩუნება და გაზრდა.

    მუხლი 3. მომსახურების პაკეტი

1. დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს:

ა) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ინსულინის პრეპარატებით უზრუნველყოფას;

ბ) საქართველოში მცხოვრები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა ადეკვატური მედიკამენტოზური მკურნალობით უზრუნველყოფას;

გ) მოზრდილი პაციენტებისთვის ინსულინისა და მათი ანალოგების შეძენა-შენახვა-განაწილების უზრუნველყოფას.

2. დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთთათვის ინსულინისა და გლუკაგონის შეძენას, შენახვას და გაცემას.

3. ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს ჰემოფილიით დაავადებულ პაციენტთა უზრუნველყოფას ანტიჰემოფილური ფაქტორ კონცენტრატებით და სისხლის სხვა აუცილებელი პრეპარატებით.

4. ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს ონკოინკურაბელურ პაციენტთა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

5. ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს:

ა) ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;

ბ) აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა მონიტორინგს.

6. უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

7. ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს 0-15 წლამდე ასაკის ბავშვებისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პაციენტების ანტირაბიული საშუალებებით უზრუნველყოფას.

8. იმუნიზაციის კომპონენტი მოიცავს ვაქცინების შეძენას, შენახვასა და გაცემას ,,ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით.

9. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა საკვები დანამატით უზრუნველყოფას.

10. სპეციალური სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ცენტრალიზებულად შეძენილი სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატების) მიღება-შენახვა-გაცემის ორგანიზაციულ ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას ფარმაცევტული მომსახურების მეშვეობით, რომლებიც მოიცავს:

ა) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატები) მიღება-შენახვა-გაცემას სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებზე (მათ შორის აფთიაქებზე) ფარმაცევტული ბაზის მომსახურების მეშვეობით;

ბ) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის საკვები დანამატები) ავადმყოფებზე გაცემას სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მეშვეობით (მათ შორის აფთიაქების);

გ) ნარკოტიკული საშუალებების ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებში ტრანსპორტირებას ბადრაგირების მეშვეობით.

11. მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს მუკოვისციდოზით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.

12. ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტი მოიცავს ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფას.

    მუხლი 4. პროგრამის ღონისძიებები

1. ამოცანა ჩაითვლება მიღწეულად, თუ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნება ყველა სამიზნე ჯგუფი.

2. შესყიდვები განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) შეიმუშავებს ხელშეკრულების პირობებს ერთი თვის ვადაში.

4. ფონდი (სათავო ოფისში და ფილიალებში) განუმარტავს მომსახურების მომწოდებლებს ხელშეკრულების პირობებს და აფორმებს ხელშეკრულებას.

5. ფონდი იღებს ანგარიშგებას მომსახურების მომწოდებლებიდან და ახდენს ანგარიშსწორებას ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

6. პროგრამით გათვალისწინებული რუტინული ვაქცინების შესყიდვა განხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ერთ პირთან – გაეროს ბავშვთა ფონდთან, მოლაპარაკების გზით.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 9 600,0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

                                                                                                                        ცხრილი 1

 

ათასი ლარი

მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა

9 600,0

დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

3 480,0

დიაბეტიან ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

450,0

ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

800,0

ონკოინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

570,0

ორგანოგადანერგილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

900,0

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

200,0

ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

1 200,0

იმუნიზაციის კომპონენტი

600,0

ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატით უზრუნველყოფის კომპონენტი

300,0

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა განბაჟების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

600,0

მუკოვისციდოზით დაავადებულთა სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი

100,0

ნარკომანიით დაავადებულთა ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფის კომპონენტი

400,0