ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ

ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016188
78
10/09/2026
ვებგვერდი, 15/09/2026
000000000.00.152.016188
ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №78

 2026  წლის 10 სექტემბერი

ქ. დუშეთი

 

ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა:

1. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩა გაგრძელდეს თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით,  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, ილია მეორის ქუჩა  №17).   

საკრებულოს თავმჯდომარე  ნუკრი უნდილაშვილი