დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 905-4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016873 |
ოქმი
„საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
საქართველო და სან-მარინოს რესპუბლიკა,
სურთ რა გააფორმონ „საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2012 წლის 28 სექტემბერს ქ. ნიუ-იორკში ხელმოწერილ შეთანხმებაში (შემდგომში „შეთანხმება“) ცვლილების შეტანის თაობაზე“ ოქმი, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1 შეთანხმების 25-ე მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) მე-2 ქვეპუნქტში წაშლილ იქნეს სიტყვები „ურთიერთშეთანხმების პროცედურა ამოიწურება გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენიდან მესამე წლის ბოლოს.“. მუხლი 2 1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებენ ამ ოქმის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს ოქმი ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან, რომელშიც დადასტურებული იქნება ამ ოქმის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულება. 2. ეს ოქმი იმოქმედებს ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ოქმის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ. წინამდებარე ოქმი ძალაში რჩება შეთანხმების ძალაში ყოფნამდე, რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია 2025 წლის 17 ოქტომბერს, ქ. ვაშინგტონში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები