სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  • Word
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 109/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 03/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.22.035.010.164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
109/ნ
02/04/2007
სსმ, 46, 03/04/2007
470.040.000.22.035.010.164
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/04/2007 - 12/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.040.000.22.035.010.164

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №109/ნ

2007 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის 249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის თანდართული პროგრამა (დანართი).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

დანართი  

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის ზოგადი დახასიათება

პროგრამა ითვალისწინებს სამკურნალო საშუალების ხარისხის კონტროლის მიზნით ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვას. აღნიშნული ხელს შეუ ყობს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის ქმედითი პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ლაბორატორიული კონტროლის განხორციელების გზით მოსახლეობას უზრუნველყოფს უსაფრთხო და მაღალეფექტური სამკურნალო საშუალებებით.

    მუხლი 2. პროგრამის მიზანი

საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა ხარისხიანი სამკურნალო საშუალებებით.

    მუხლი 3. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფალსიფიცირებული, ვადაგასული და წუნდებული სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის გამოვლენა და, აგრეთვე, სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო ნიმუშების ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

    მუხლი 4. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიება

სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება.

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 100,0 ათას ლარს.

 

 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის პროგრამა

თანხა ლარებში ათასი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი

100,0

ჯამი:

100,0

 

    მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი ორგანო

პროგრამის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო.

    მუხლი 7. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამა ხორციელდება მისი ამოქმედებიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.