დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018903 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის მე-2 პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი 1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალის ერთობლიობაა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა თანამდებობის მასწავლებელი. 2. სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. 3. სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიის რეგულირებისა და კარიერული ზრდის განმსაზღვრელი დოკუმენტი. 4. მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია რეგულირდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. მუხლი 2. სტანდარტის გამოყენების არეალი 1. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია მასწავლებლის პროფესიის რეგულირების სფეროში სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტისა თუ მექანიზმის შესამუშავებლად. 2. სტანდარტის გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით: ა) თვითშეფასებისა და კოლეგების ურთიერთშეფასებისთვის – იმისთვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია, გასაუმჯობესებელი მიმართულებების გამოკვეთა და საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნების განსაზღვრა სასწავლო პრაქტიკის დასახვეწად და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად; ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის; გ) მასწავლებლის კომპეტენციებისა და საქმიანობის შეფასებისთვის – იმისთვის, რომ სტანდარტის თითოეული მიმართულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად შეფასდეს მასწავლებლის კომპეტენციები და საქმიანობა, ასევე, მის მიერ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება და მიღწეული შედეგები; დ) მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდისთვის პროგრამებისა და ტესტური ინსტრუმენტების შესაქმნელად; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებისთვის; ვ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შინაარსის განსაზღვრისა და პასუხისმგებელი უწყების მიერ ამ პროგრამების აკრედიტაციისთვის; ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით მასწავლებლის კომპეტენციების დადგენისა და შეფასებისთვის; თ) მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის; ი) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების, განახლებისა და დამტკიცებისთვის. მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი შედგება სამი თავისგან: ა) I თავი - ზოგადია და ვრცელდება ყველა თანამდებობის მასწავლებელზე, ასევე შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელზე. II თავი - განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის, გარდა სპეციალური მასწავლებლისა, ასევე შემცვლელი სპეციალური მასწავლებლისთვის. III თავი - განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციას სპეციალური მასწავლებლისთვის. ბ) სტანდარტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: ბ.ა) სასწავლო პროცესი; ბ.ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა; ბ.გ) სტატუსის შესაბამისი დამატებითი კომპეტენციები; გ) II და III თავების თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია პუნქტები შესაბამისი ცხრილებით, რომლებითაც განსაზღვრულია შესრულების აღმწერები და ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა/სპეციალურ მასწავლებელთა საქმიანობის მიმართ. თავი II. მასწავლებლის კომპეტენციები მუხლი 4. სასწავლო პროცესი 1. მასწავლებლის მიერ პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს ფორმირება
2. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებში ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო და სამოქალაქო ცნობიერების განვითარება
3. მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება
მუხლი 5. მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა
მუხლი 6. წამყვანი და მენტორი მასწავლებლის დამატებითი კომპეტენციები ამ თავით განსაზღვრული მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს წამყვანის/მენტორის სტატუსი, მე-4 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციების გარდა, უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით: 1. სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში/სკოლებში (მიმართულება: სწავლა-სწავლება)
2. სკოლაში/სკოლებში მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება (მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება)
3. სკოლაში/სკოლებში საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერება (მიმართულება: საგანმანათლებლო კვლევა)
თავი III. სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციები მუხლი 7. სასწავლო პროცესი 1. სწავლის სირთულეების ადრეული იდენტიფიცირება
2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება
4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის/მოსწავლის ტრანზიციის პროცესის მხარდაჭერა
მუხლი 8. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა
მუხლი 9. წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კომპეტენციები ამ თავით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც მინიჭებული აქვს წამყვანის/მენტორის სტატუსი, მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციების გარდა, უნდა ფლობდეს კომპეტენციებს სწავლა-სწავლების და/ან მართვა-ადმინისტრირების და/ან საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებით: 1. სასწავლო პროცესში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლაში/სკოლებში (მიმართულება: სწავლა-სწავლება)
2. სკოლაში/სკოლებში ინკლუზიური განათლების მართვისა და განვითარების პროცესების გაძლიერება (მიმართულება: მართვა-ადმინისტრირება)
3. სკოლაში/სკოლებში ინკლუზიური განათლების განვითარება საგანმანათლებლო კვლევების პრაქტიკის გაძლიერებით (მიმართულება: საგანმანათლებლო კვლევა)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები