„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 121/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.018902
121/ნ
10/09/2026
ვებგვერდი, 11/09/2026
430110000.22.022.018902
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №121/ნ

2026 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 სექტემბრის №100/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 22/09/2025, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.018735) დამტკიცებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების“ მე-9 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოსა და საბიუჯეტო სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ¹“ და „ზ²“ ქვეპუნქტები:

„ზ¹) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის პროექტის შედგენის მიზნით;

ზ²) ახორციელებს სამინისტროს დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მდგომარეობის პერიოდულ ანალიზს და შეფასებას და აწვდის შესაბამის ინფორმაციას დეპარტამენტის უფროსს;“;

2. მე-3 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს ქონების მართვის სამმართველოსა და ტექნიკური უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;“;

ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი