დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ“- სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ნოემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 09/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016414 |
|
„საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ“ – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ნოემბრის №235 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესის დამტკიცების შესახებ“ – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ნოემბრის №235 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 310050000.54.066.016318, 22/11/2023) დამტკიცებულ საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) “ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ფრენის გეგმა – სხ-ის დაგეგმილ ფრენასთან ან ფრენის ნაწილთან დაკავშირებული ინფორმაცია; შენიშვნა 1: ტერმინთან „ფრენის გეგმა“ შეიძლება გამოიყენებოდეს სიტყვები „წინასწარი“, „წარდგენილი“ „მიმდინარე“ ან „სამუშაო“, ფრენის პირობებისა და სხვადასხვა ეტაპების მისათითებლად; შენიშვნა 2: როდესაც ამ ტერმინთან ერთად გამოიყენება სიტყვა „შეტყობინება“, ეს გულისხმობს გადაცემული ფრენის გეგმის მონაცემების შინაარსს და ფორმატს;“ ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) ფრენის წარდგენილი გეგმა (FPL ან eFPL) – ფრენის გეგმის ის ბოლო ვერსია, რომელიც პილოტის, ექსპლუატანტის ან დანიშნული წარმომადგენლის მიერ წარდგენილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის მიერ გამოსაყენებლად; შენიშვნა: FPL არის ფრენის წარდგენილი გეგმა, რომლის გადაცემა ხორციელდება სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურებით, მაშინ როდესაც eFPL წარმოადგენს ფრენის გეგმას, რომლის ურთიერთგაცვლა ხორციელდება FF-ICE მომსახურების მეშვეობით. eFPL იძლევა იმ დამატებითი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას, რომელიც არ შედის FPL ფრენის გეგმაში;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სარეგისტრაციო ნიშნები: როდესაც ფრენის წარდგენილი გეგმის შესაბამის პუნქტში, როგორიცაა FPL-ის მე-7 პუნქტი, მითითებულია სხ-ის ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც აღნიშნულია სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC), ეს ფრენა ითვლება სხ-ის იმ ექსპლუატანტის მიერ შესრულებულად, რომელიც ფლობს აღნიშნულ სერტიფიკატს (AOC); ბ) იკაოს ამოსაცნობი ინდექსი: როდესაც ფრენის წარდგენილი გეგმის შესაბამის პუნქტში, როგორიცაა FPL-ის მე-7 პუნქტი, მითითებულია იკაოს საიდენტიფიკაციო კოდი (სხ-ის ამოსაცნობი ინდექსი), ეს ფრენა მიიჩნევა იმ სხ-ის ექსპლუატანტის მიერ შესრულებულად, რომელსაც მინიჭებული აქვს ეს კოდი. შენიშვნა 1: იკაოს ამოსაცნობი ინდექსები მოცემულია იკაოს დოკუმენტში Doc 8585 – „საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების ამოსაცნობი ინდექსები“; შენიშვნა 2: ფრენის გეგმის შესაბამისი პუნქტი, რომელშიც შეტანილია სხ-ს ამოსაცნობი ნიშანი ეფუძნება იკაოს ოფიციალური გამოცემის Doc 4444-ის („სააერნაოსნო მომსახურების პროცედურები – საჰაერო მოძრაობის მართვა“) მე-7 თავსა და N2 დამატებას.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2) გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის დამტკიცების შემდგომ, სხ-ის ექსპლუატანტი ვალდებულია ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდისთვის გამოიყენოს მონიტორინგის ერთი და იგივე მეთოდი. შენიშვნა: სხ-ს ექსპლუატანტი უფლებამოსილია ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდისთვის შეცვალოს გახარჯული საწვავის მონიტორინგის მეთოდი, თუ ის აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს.“. 4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2) სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს, ვალდებულია მონაცემთა ხარვეზი აღმოფხვრას CERT პროგრამის გამოყენებით, იმ პირობით, რომ ამ წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსირებას დაქვემდებარებული საერთაშორისო ფრენების ოდენობა, რომლებზეც ფიქსირდება მონაცემთა ხარვეზი, არ აღემატება ამგვარი საერთაშორისო ფრენების ჯამური რაოდენობის 5%-ს. შენიშვნა: სხ-ს ექსპლუატანტი უფლებამოსილია CERT პროგრამის გამოყენებით მონაცემთა ხარვეზი აღმოფხვრას ნებისმიერი რაოდენობის საერთაშორისო ფრენაზე იმ პირობით, რომ მათზე არ ვრცელდება ამ წესის მე-19 მუხლით განსაზღვრული საკომპენსაციო მოთხოვნები.“. 5. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. ადგილზე შემოწმება ვერიფიკაციის ჯგუფის წევრმა უნდა განახორციელოს სხ-ს ექსპლუატანტის ადგილზე შემოწმება, თუ ამგვარი შემოწმების ჩატარება გათვალისწინებულია რისკების შეფასებითა და მონაცემთა მოპოვების გეგმით, ვერიფიკაციასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად. ადგილზე შემოწმების გარეშე ვერიფიკაციის განხორციელებაზე ვერიფიკაციის ჯგუფმა წინასწარი თანხმობა უნდა მიიღოს სააგენტოსგან.“. 6. წესის დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №5
|
გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა
|
1. გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის ნიმუში
1.1. სხ-ის ექსპლუატანტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა იკაოს მიერ შემუშავებული ნიმუშის გამოყენებით, რომელიც მოცემულია იკაოს გარემოსდაცვითი ტექნიკური სახელმძღვანელოს (Doc 9501) IV ტომის („საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსირების სქემასთან (CORSIA) შესაბამისობის პროცედურები“) დამატება №1-ში. 2. გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შინაარსი სხ-ის გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმა უნდა მოიცავდეს: 2.1. სხ-ის ექსპლუატანტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს: ა) სხ-ის ექსპლუატანტის იურიდიული დასახელება და მისამართი; ბ) სხ-ის ექსპლუატანტისადმი იკაოს მიერ მინიჭებული ამოსაცნობი ინდექსი, რომელიც გამოიყენება საჰაერო მოძრაობის მართვის მიზნებისთვის. შენიშვნა: იკაოს ამოსაცნობი ინდექსები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 8585 („საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების და სააერნაოსნო მომსახურების ორგანოების აღმნიშვნელები“). გ) სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატის ნომერი; დ) გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია; ე) სხ-ის ექსპლუატანტის საქმიანობის აღწერა (რეგულარული/ჩარტერული ფრენები, სამგზავრო/სატვირთო/ლიტერული ფრენები) და საქმიანობის გეოგრაფიული არეალი. 2.2. სხ-ის საექსპლუატაციო მონაცემებს: ა) სხ-ის ტიპებისა და საწვავის ტიპების ჩამონათვალი (მაგ.: Jet-A, Jet-A1, TS-1, No.3 Jet Fuel, Jet-B, AvGas), რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო ფრენების შესასრულებლად გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის სააგენტოსათვის წარდგენის მომენტში, კერძოდ: ა.ა) იმ სხ-ების ტიპები, რომელთა მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა აღემატება 5700 კგ-ს და თითოეული ამგვარი ტიპის სხ-ების რაოდენობა, საკუთრებაში არსებული და იჯარით აღებული სხ-ების ჩათვლით; და შენიშვნა 1: სხ-ების ტიპები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში Doc 8643 („საჰაერო ხომალდის ტიპის აღმნიშვნელები“). შენიშვნა 2: სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს CERT პროგრამას, უფლებამოსილია სხ-ის ტიპი დაადგინოს ამავე პროგრამის გამოყენებით. ა.ბ) სხ-ების მიერ გამოყენებული საწვავის ტიპი (მაგ. Jet-A, Jet-A1, TS-1, No.3 Jet Fuel, Jet-B, AvGas). შენიშვნა: სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს CERT პროგრამას, არ არის ვალდებული, დააკონკრეტოს სხ-ის მიერ გამოყენებული საწვავის ტიპი. ბ) ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება კონკრეტული საერთაშორისო ფრენის შემსრულებელი სხ-ის ექსპლუატანტის იდენტიფიცირების მიზნით, კერძოდ: ბ.ა) იკაოს ამოსაცნობი ინდექსი: იკაოს აღმნიშვნელი, რომელიც მიეთითება სხ-ის ექსპლუატანტის ფრენის გეგმის შესაბამის პუნქტში, როგორიცაა FPL-ის მე-7 პუნქტი; ბ.ბ) სარეგისტრაციო ნიშნები: იმ შემთხვევაში, როცა სხ-ის ექსპლუატანტს არ გააჩნია იკაოს ამოსაცნობი ინდექსი – სხ-ის ამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც შეტანილია სხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) და რომლებიც მიეთითება სხ-ის ექსპლუატანტის ფრენის გეგმის შესაბამის პუნქტში, როგორიცაა FPL-ის მე-7 პუნქტი. გ) სხ-ების შემადგენლობისა და გამოსაყენებელი საწვავის ტიპის მიმართ ცვლილებების მონიტორინგისა და წარმოდგენილ გეგმაში მათი ასახვის პროცედურები; დ) გამონაბოლქვის სრულყოფილი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად სხ-ის მიერ შესრულებული საერთაშორისო ფრენების აღრიცხვის პროცედურები; ე) კონკრეტული ფრენის მიმართ საერთაშორისო ფრენის სტატუსის განსაზღვრისა და მასზე გამონაბოლქვის მონიტორინგისა და შესაბამისი ანგარიშის წარდგენის მოთხოვნების გავრცელების დასადგენად გამოყენებული პროცედურები. შენიშვნა: სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს CERT პროგრამას, ფრენის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრის მიზნით უფლებამოსილია ისარგებლოს ამავე პროგრამით, იმ პირობით, რომ პროგრამაში ასახული იქნება ანგარიშგების წლის განმავლობაში შესრულებულ ყველა ფრენასთან (ადგილობრივი და საერთაშორისო) დაკავშირებული მონაცემები. ვ) იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი, რომელთა მიმართულებითაც სხ-ის ექსპლუატანტი ასრულებს საერთაშორისო ფრენებს მის მიერ გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმის პირველადი წარდგენის მომენტისთვის; ზ) პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რომელ საერთაშორისო ფრენებზე ვრცელდება ნახშირორჟანგის კომპენსირების მოთხოვნა. შენიშვნა: სხ-ის ექსპლუატანტი, რომელიც იყენებს CERT პროგრამას, უფლებამოსილია იმ ფრენების განსაზღვრისათვის, რომლებზეც ვრცელდება ნახშირორჟანგის კომპენსირების მოთხოვნა, გამოიყენოს იგივე პროგრამა იმ პირობით, რომ ამ მიზნით გამოყენებული იქნება CERT პროგრამის ანგარიშგების წლის შესაბამისი ვერსია. თ) ადგილობრივი ფრენების და იმ საერთაშორისო ჰუმანიტარული, სამედიცინო ან ხანძარსაწინააღმდეგო ფრენების იდენტიფიცირების პროცედურები, რომლებზეც არ ვრცელდება ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგისა და შესაბამისი ანგარიშის წარდგენის მოთხოვნები. 2.3. საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის ოდენობის გამოთვლის მეთოდებს: ა) თუ სხ-ის ექსპლუატანტის მიერ შესრულებულ საერთაშორისო ფრენებზე არ ვრცელდება ნახშირორჟანგის კომპენსირების მოთხოვნები, მან წარმოდგენილ გეგმაში უნდა ასახოს, გამონაბოლქვის მონიტორინგის მიზნით CERT პროგრამას გამოიყენებს თუ საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს; ბ) თუ სხ-ის ექსპლუატანტი აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს და გამონაბოლქვის მონიტორინგის მეთოდებიდან ირჩევს CERT პროგრამას, იგი ვალდებულია გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ბ.ა) ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგის დაწყების თარიღის გათვალისწინებით, წინა კალენდარული წლის განმავლობაში შესრულებულ და ნახშირორჟანგის კომპენსირებას დაქვემდებარებულ საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ოდენობა, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გამოთვლილი საწვავის ხარჯი და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მიღებული ოდენობა. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუკი სხ-ის ექსპლუატანტი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგს დაიწყებს X წლიდან, წარმოდგენილ გეგმაში უნდა ასახოს X-1 წელს მის მიერ შესრულებულ და კომპენსირებას დაქვემდებარებულ საერთაშორისო ფრენებზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ჯამური ოდენობა. ბ.ბ) CERT პროგრამაში მონაცემების შეყვანის მეთოდი: ბ.ბ.ა) დიდი წრის მანძილის მეთოდი; ან ბ.ბ.ბ) ბლოკ/საათის მეთოდი. გ) თუ სხ-ის ექსპლუატანტი აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს და ამგვარად იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ირჩევს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს, იგი ვალდებულია გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში ასახოს შემდეგი ინფორმაცია: გ.ა) საწვავის ხარჯვის მონიტორინგის კონკრეტული მეთოდი, რომელიც მის მიერ იქნება გამოყენებული და რომელიც აღწერილია ამ წესის დანართ №3-ში; შენიშვნა: თუ სხ-ის სხვადასხვა ტიპისთვის გამოყენებული იქნება საწვავის ხარჯვის მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდი, სხ-ის ექსპლუატანტმა უნდა მიუთითოს, თუ რომელი მეთოდი გამოიყენება სხ-ის ამა თუ იმ ტიპისთვის. გ.ბ) საექსპლუატაციო და უსაფრთხოების მიზნებისთვის საწვავის სიმკვრივის რომელ მაჩვენებელს (სტანდარტული ან ფაქტობრივი) გამოიყენებს სხ-ის ექსპლუატანტი. ამასთან, ამავე მაჩვენებლის განსაზღვრისა და აღრიცხვის პროცედურები სხ-ის ექსპლუატანტის შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით; და გ.დ) საკუთრებაში არსებულ და იჯარით აღებულ სხ-ებზე საწვავის ხარჯვის მონიტორინგის სისტემები და პროცედურები. თუ სხ-ის ექსპლუატანტი არჩევს მეთოდს „საწვავის განაწილება ბლოკ-საათების მიხედვით“, იგი ვალდებულია წარდგენილ გეგმაში ასახოს ინფორმაცია იმ სისტემებისა და პროცედურების შესახებ, რომლებიც გამოიყენება საწვავის ხარჯვის საშუალო კოეფიციენტის გამოსათვლელად; დ) თუ სხ-ის ექსპლუატანტი იყენებს საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს და აპირებს CERT პროგრამის გამოყენებას გამონაბოლქვის მონიტორინგს დაქვემდებარებულ იმ საერთაშორისო ფრენებთან მიმართებით, რომლებზეც არ ვრცელდება გამონაბოლქვის კომპენსირების მოთხოვნა, წარმოდგენილ გეგმაში უნდა მიუთითოს CERT პროგრამაში მონაცემების შეყვანის რომელ მეთოდს გამოიყენებს (დიდი წრის მანძილის მეთოდი ან ბლოკ/საათის მეთოდი). 2.4. მონაცემთა მართვის, მონაცემთა გადაცემისა და კონტროლის პროცედურებს: სხ-ის ექსპლუატანტმა გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში უნდა ასახოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემების მართვასთან დაკავშირებულ პირთა ფუნქციები, პასუხისმგებლობები და მონაცემთა მართვის პროცედურები; ბ) მონაცემთა ხარვეზის შევსების და მცდარ მონაცემთა გასწორების პროცედურები, მათ შორის: ბ.ა) მონაცემთა მეორადი წყაროები, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც პირველადი წყაროს ალტერნატივა; ბ.ბ) მონაცემთა მოპოვების ალტერნატიული მეთოდი იმ შემთხვევაში გამოსაყენებლად, როდესაც ხელმისაწვდომი არ არის მონაცემთა მეორადი წყარო; ბ.გ) სხ-ის იმ ექსპლუატანტებთან მიმართებით, რომლებიც იყენებენ საწვავის ხარჯვის მონიტორინგის მეთოდს: იმ სისტემებისა და პროცედურების აღწერა, რომლებიც გამოიყენება მონაცემთა ხარვეზის აღმოსაჩენად და ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 5%-იანი ზღვარის მიღწევის შესაფასებლად. გ) ჩანაწერების შენახვის გეგმა; დ) მონაცემთა მართვის პროცესებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მნიშვნელოვანი რისკების აღმოფხვრის საშუალებები; ე) გამონაბოლქვის მონიტორინგის გეგმაში არსებითი ცვლილების შეტანისა და სააგენტოსათვის შესაბამისი ცვლილების წარდგენის პროცედურები; ვ) გამონაბოლქვის ანგარიშში არაარსებითი ცვლილებების შესახებ შეტყობინების შეტანის პროცედურები; და ზ) მონაცემთა მოძრაობის სქემა, რომელიც ასახავს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მონიტორინგისა და კომპენსირების მიზნით გამოსაყენებელი მონაცემების აღრიცხვისა და შენახვის სისტემას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები