დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 122/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.22.022.018899 |
|
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 220211, 22/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 360160000.22.022.016056) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების“:
1. მე-7 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. ერთსა და იმავე საგანში ერთდროულად 2 ან მეტი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სკოლა უფლებამოსილია ჩაატაროს საგნის კომბინირებული გამოცდა, რომელიც იძლევა თითოეული კლასის გამიჯნულად შეფასების შესაძლებლობას;“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. V კლასის II სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში ექსტერნატის გამოცდის დაძლევისათვის ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება – ჩაეთვალა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები