„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 124/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.018901
124/ნ
10/09/2026
ვებგვერდი, 11/09/2026
300160080.22.022.018901
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №124/ნ

2026 წლის 10 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839) პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):

ა) 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3​1. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება

1. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების ობიექტია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხო ენაზე განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ან/და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34​1 მუხლით დადგენილი საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.

2.  საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

3. საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების  დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან. საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების დასადგენად ცენტრი იკვლევს დაწესებულების უფლებამოსილებას, განახორციელოს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამები და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელის სწავლის პერიოდის შესახებ ინფორმაციას (სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების ფაქტს), მხოლოდ სწავლის ბოლო წლის მდგომარეობით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი:

ა) ადასტურებს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობას;

ბ) უარს ამბობს საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლისას მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით (გარდა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა) ცენტრში წარდგენილ უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქემ უმაღლესი განათლების პირველ ან მეორე საფეხურზე განათლების მიღება დაიწყო 2024 წლის 1 ივლისის შემდგომ. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე საქართველოში მოქმედი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.“;

ბ.ბ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაუკავშირდეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. ცენტრი ასევე უფლებამოსილია, თავად უზრუნველყოს დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება ელექტრონული ვერიფიკაციის გზით იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს უცხო ქვეყნის შესაბამისი ელექტრონული რეესტრები ან გადამოწმების სხვა ოფიციალური ციფრული პლატფორმები. ასეთ შემთხვევაში ნამდვილობის დადასტურება დასაშვებია შესაბამისი ორგანოსთვის წერილობითი მიმართვის გარეშე. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.“;

ბ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით. პირობით გადაწყვეტილებაში მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან.”;

ბ.ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-74 პუნქტები:

„71. სწავლის გაგრძელების მიზნით გაცემული პირობითი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია.

72. დასაქმების მიზნით გაცემული პირობითი გადაწყვეტილება მოქმედებს მისი გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში და მასში მიეთითება ის დამსაქმებელი/დამსაქმებლები, რომელთათვის წარსადგენადაც გაიცა პირობითი გადაწყვეტილება. თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა დასაქმების მიზნით გაცემული პირობითი გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ვერ დადასტურდა, პირობითი გადაწყვეტილება ამ ვადის გასვლისთანავე წყვეტს მოქმედებას.

73. იმავე საგანმანათლებლო დოკუმენტთან დაკავშირებით დასაქმების მიზნით პირობითი გადაწყვეტილება განმეორებით გაიცემა თავდაპირველად გაცემული პირობითი გადაწყვეტილების მოქმედების დარჩენილი ვადით.

74. თუ დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ არის ნამდვილი, ცენტრი პირობით გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობს ბათილად მისი გამოცემის მომენტიდან, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელსა და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დამსაქმებელს/დამსაქმებლებს.“;

გ) მე-7 მუხლის:

გ.ა) პირველი-მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შემთხვევაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების გარეშე.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის „ბ.დ“, „ბ.ე“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ.დ“, „ბ.ე“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის პირველი იანვრიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით 2026 წლის პირველ სექტემბრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს 2026 წლის პირველ სექტემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ.დ“ და „ბ.ე“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით 2027 წლის პირველ იანვრამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები დასრულდეს 2027 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი წესის შესაბამისად.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი