დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010120000.10.003.025993 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/06/2015, 010120000.10.003.018665) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა შეიძლება იყოს მხოლოდ A2, B2, B3 და D კატეგორიების. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 და D6 კატეგორიის ვიზის გაცემის შემთხვევაში.“. 2. მე-8 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) D1 კატეგორიის − უცხოელზე, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში მომავალ უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება, გაიცეს აგრეთვე პირზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელზედაც არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) D3 კატეგორიის − საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ/მყოფ სრულწლოვან პირზე; საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირზე;“; გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) D6 კატეგორიის − საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/ მყოფ არასრულწლოვან პირზე; საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირზე მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე. თუ უცხოელი არასრულწლოვანია, ამ კატეგორიის ვიზა შეიძლება, გაიცეს აგრეთვე მის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე და არასრულწლოვან და-ძმაზე, უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე.“. 3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მოკლევადიანი დიპლომატიური და სპეციალური ვიზები, D3, D5 და D6 კატეგორიის ვიზები − ამ წესის 34-ე მუხლით განსაზღვრული წესით, მათი მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში.“. 4. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გასაცემად, ასევე D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით.“. 5. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი საკონსულო მოსაკრებლის, ხოლო სამინისტროს მიერ ვიზის გაცემისას/მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზის გაცემისას − „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და ამ წესით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უცხოელი გათავისუფლებულია საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;“. 6. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისათვის ვიზის გამცემ ორგანოს დოკუმენტები წარედგინება ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე, დედნებისა და მათი ასლების სახით. დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს დოკუმენტის ლეგალიზება ან აპოსტილით დამოწმება. დოკუმენტის დედნისა და ასლის ურთიერთშედარების შემდეგ, დოკუმენტის დედანი უბრუნდება განმცხადებელს, ხოლო ასლები რჩება ვიზის გამცემ ორგანოში ან დოკუმენტების მიღებაზე უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოში.“. 7. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ვიზის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სამოგზაურო დაზღვევა (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) შემდეგი პირობის დაცვით − გრძელვადიანი ვიზის მისაღებად წარსადგენი სამოგზაურო დაზღვევა მოქმედი უნდა იყოს ვიზის მოქმედების ვადის განმავლობაში.“. 8. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25¹ მუხლი: „მუხლი 25¹. D6 კატეგორიის ვიზის გაცემისა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელების პრინციპები ამ წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულ ძირითად პრინციპებთან ერთად, D6 კატეგორიის ვიზის გაცემისა და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისას გამოიყენება შემდეგი პრინციპები: ა) საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით მომავალ/მყოფ პირზე, ასევე მის და-ძმაზე D6 კატეგორიის ვიზის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ისინი არიან არასრულწლოვანები, გარდა ამ წესის 34-ე მუხლის 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა; ბ) საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალი/მყოფი არასრულწლოვანი პირის მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლებისა და არასრულწლოვანი და-ძმისათვის D6 კატეგორიის ვიზის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე სავიზო განაცხადი შეიძლება, წარდგენილ იქნეს როგორც აღნიშნული პირის სავიზო განაცხადთან ერთად, ისე ამ პირზე D6 კატეგორიის ვიზის გაცემის შემდეგ. მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე და არასრულწლოვან და-ძმაზე D6 კატეგორიის ვიზის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, საქართველოში სწავლის მიზნით მომავალი/მყოფი პირი უნდა იყოს არასრულწლოვანი და ის უნდა ფლობდეს ან მასზე პარალელურად გაიცეს D6 კატეგორიის ვიზა.“. 9. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ¹“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ¹) D3 ან D6 კატეგორიის ვიზის გაცემის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში − მიმართვის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;“. 10. 27¹ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წარმომადგენლობის მიერ D3 და D6 კატეგორიის გრძელვადიანი ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება: ბ.ა) 30-ე კალენდარულ დღეს − 20 აშშ დოლარი; ბ.ბ) დაჩქარებული წესით, მე-15 სამუშაო დღეს − 100 აშშ დოლარი; ბ.გ) დაჩქარებული წესით, მე-10 სამუშაო დღეს − 200 აშშ დოლარი.“. 11. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;“. 12. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საზღვარგარეთ მყოფმა უცხოელმა, სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტისგან მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის მიღების მიზნით, e-VISA PORTAL-ის მეშვეობით სავიზო განაცხადის წარდგენამდე, ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.“. 13. 34-ე მუხლის: ა) პირველ პუნქტს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) D6 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. D3 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვს საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან მის ბაზაზე სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად მომავალ/მყოფ სრულწლოვან პირს და საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში საქართველოში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს, თუ აღნიშნული ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველი არ ითვალისწინებს ამ პირების საქართველოში 3 თვეზე მეტი ვადით დარჩენის შესაძლებლობას.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „2¹. D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება აქვს: ა) საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ არასრულწლოვან პირს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე; ბ) საქართველოში ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლებლად მომავალ/მყოფ პირს მის მიერ სრული ზოგადი განათლების დასრულებამდე; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული არასრულწლოვანი უცხოელის მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს და არასრულწლოვან და-ძმას, საქართველოში სასწავლებლად მომავალი/მყოფი D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მფლობელი უცხოელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. 2². ამ მუხლის 2¹ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, D6 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, გამოიყენება ამ წესის 25¹ მუხლით დადგენილი პრინციპები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 14. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ვიზის მფლობელი პირი ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2¹ და 22 პუნქტები: „2¹. D6 კატეგორიის ვიზის მოქმედება წყდება, თუ ვიზის მფლობელ პირს საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე: ა) შეუჩერდა შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან გასულია 90 დღე; ბ) საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეუწყდა პროფესიული სტუდენტის/სტუდენტის სტატუსი ან დაასრულა სწავლა. 22. ამ მუხლის 2¹ პუნქტით დადგენილ შემთხვევებში, ასევე წყდება D6 კატეგორიის ვიზის მფლობელი პირის მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებსა და არასრულწლოვან და-ძმაზე გაცემული D6 კატეგორიის ვიზის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამავე კატეგორიის ვიზის გაცემის სხვა საფუძველი.“. 15. 38-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქტიით: „1. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/ გაგრძელებაზე უარის თქმის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი არ საჩივრდება), ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება, გასაჩივრდეს ამ მუხლით დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილება ვიზის გაცემაზე/ გაგრძელებაზე უარის თქმის, ასევე ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე საჩივრდება საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“. 16. №7, №8, №9 და №10 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები