დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.025989 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაში (სსმ, №49, 28/04/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის:
1. „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) თუ ოჯახისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს (თუ ოჯახის წევრს აქვს „მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №517 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათით სარგებლობის უფლება − 300 000-ს) და, ამ წესის შესაბამისად, სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში არ მიუმართავს სააგენტოსთვის განმეორებითი შეფასების ან მონაცემების კორექტირების თაობაზე;“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ცვლილების მოქმედება ასევე ვრცელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2026 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები