„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 438
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.025988
438
08/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
300280000.10.003.025988
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №438

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“:

1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2024 წლის პირველი ივლისიდან 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე და ასევე 2027 წლის პირველი ივლისიდან, ბირჟის ოპერატორი უზრუნველყოფს დღიური ბაზრის ოპერირებას, ხოლო 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე დღიური ბაზრის ოპერირება ჩერდება.“.

2. 171 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. 2024 წლის პირველი ივლისიდან 2026 წლის პირველ ოქტომბრამდე დღიური ბაზრისა და ასევე 2024 წლის პირველი ივლისიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პლატფორმის ოპერირება განხორციელდეს ამ კონცეფციის 174 მუხლით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე