საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 435
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.025985
435
08/09/2026
ვებგვერდი, 09/09/2026
430020000.10.003.025985
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №435

2026 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 61 პუნქტისა და 521 მუხლის 72 პუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 41 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. განისაზღვროს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები:

ა) ინგლისური ენა − IELTS, TOEFL ინტერნეტზე დაფუძნებული ტესტი (iBT), Cambridge English Scale, PTE – Pearson Test of English;

ბ) გერმანული ენა − Goethe-Zertifikat B1/B2, TestDaF, გერმანული ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (ÖSD), Telc Deutsch B1;

გ) ფრანგული ენა − DELF (Diplôme d’études en langue française), TEF;

დ) რუსული ენა − TORFL (ТРКИ/Тест по русскому языку как иностранному).

2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება ენის ცოდნა შემდეგ დონეებზე:

ა) ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე – არანაკლებ B1 დონე;

ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – არანაკლებ B2 დონე.

3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება მის მიერ უცხო ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2027-2028 სასწავლო წლიდან, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე