დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 434 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140000000.10.003.025984 |
|
| მუხლი 1 |
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა“. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №567 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავდაცვის სფეროში კრიტიკული ინფორმაციული სისტემის
სუბიექტების ნუსხა
|
I. თავდაცვის სფეროში პირველი დონის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კიბერუსაფრთხოების ბიურო.
II. თავდაცვის სფეროში მეორე დონის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − თავდაცვის მოხალისე. 4. შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ (ს/ნ:404482537). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები