დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300390000.10.003.025982 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2014, 300390000.10.003.017992) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცედურები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში − კომისია) რეკომენდაციის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურები (მათ შორის: ვადები, გაუქმებისა და შეჩერების საფუძვლები, წარსადგენი დოკუმენტაცია) განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის შემადგენლობა და საქმიანობის წესი − „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით.“. 2. მე-3 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები“; ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმებია: ა) საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესი; ბ) ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სანქციების/ემბარგოს დაწესების შესახებ, ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. 2. კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმებია: ა) საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე ამ ქვეყნის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დაცვა; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ პროდუქცია გამოყენებული (მათ შორის, შიდა უსაფრთხოების მიზნით) იქნება ქვეყნის შიგნით რეპრესიების (მათ შორის: წამება და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიკვდილით დასჯა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ადამიანის გაუჩინარება, თვითნებური დაპატიმრება, საერთაშორისო აქტებით აღიარებული ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური ძირითადი უფლებების დარღვევა) მოსაწყობად ან/და საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის მიზნით. პროდუქციის მახასიათებლების გათვალისწინებით, რეკომენდაციის/ გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გაეროსა და ევროსაბჭოს ოფიციალურ დასკვნებს მიმღებ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე; ბ) საბოლოო დანიშნულების ქვეყნის შიდა მდგომარეობა დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფლიქტების მხრივ; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ პროდუქციამ საბოლოო დანიშნულების ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის პროვოცირება ან მათი გაგრძელება ან არსებული დაძაბულობის ან კონფლიქტის გაუარესება; გ) რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება; შენიშვნა: რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ მიმღები პროდუქციას გამოიყენებს აგრესიული მიზნით სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ან ძალის გამოყენებით დაიკმაყოფილებს ტერიტორიულ პრეტენზიას ან არსებობს რეგიონის სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედების წინაპირობა; დ) მყიდველი ქვეყნის დამოკიდებულება ტერორიზმისადმი, მისი მოკავშირეები და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის მდგომარეობა; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მყიდველი ქვეყნის მიერ: ა) ტერორიზმის ან საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მხარდაჭერა ან წახალისება; ბ) ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებული ვალდებულებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა; გ) ბირთვული, მასობრივი განადგურებისა და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებსა და იარაღზე კონტროლისა და განიარაღების სხვა საკითხებზე ვალდებულებების შესრულება, მათზე ხელმოწერისა და რატიფიცირების ფაქტორი; დ) ქვეყნის შიგნით ან სხვა ქვეყანაში პროდუქციის არასასურველ პირობებში, მიმღებთან ან არასასურველი საბოლოო გამოყენებისათვის გადაცემის რისკი; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ა) მიმღები ქვეყნის თავდაცვითი და შიდა უსაფრთხოების კანონიერი ინტერესი, მათ შორის, გაეროსა და სხვა სამშვიდობო ღონისძიებებში ჩართულობა; ბ) მიმღები ქვეყნის მიერ ამგვარი პროდუქციით სარგებლობის ტექნიკური შესაძლებლობა; გ) მიმღები ქვეყნის მიერ ეფექტიანი საექსპორტო კონტროლის გამოყენების შესაძლებლობა; დ) პროდუქციის არასასურველ ადგილზე რეექსპორტის რისკი, კერძოდ, თუ როგორ იცავს მიმღები ქვეყანა რეექსპორტთან დაკავშირებულ ან მიმწოდებელთან შეთანხმებულ დებულებებს; ე) პროდუქციის ტერორისტულ ორგანიზაციაზე ან ტერორისტზე გადაცემის რისკი; ვ) პროდუქციის შესაბამისობა მიმღები ქვეყნის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებთან; შენიშვნა: შესაძლო შედეგის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს მიმღები ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კანონიერ საჭიროებებს შეიარაღების, საკუთარი ადამიანური და ეკონომიკური რესურსების კუთხით.“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელმა ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების/დოკუმენტის დედანი ან მისი ასლი; ბ) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობა; გ) კომისიის რეკომენდაცია კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში; დ) საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში; ე) სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს: ა) ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში; ბ) ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს: ბ.ა) გადამზიდველისათვის გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს; ბ.ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს; ბ.გ) სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს; გ) ტექნიკური დახმარების შემთხვევაში წარუდგენს სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს; დ) საბროკერო მომსახურების შემთხვევაში წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს.“. 4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. სამხედრო პროდუქციაზე ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელმა ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) კომისიის რეკომენდაცია; გ) გარიგების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, ინვოისი); დ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; ე) ცნობები ნასამართლობის/უფლების ჩამორთმევის, ამ დებულების მე-6 მუხლის 11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ (გარდა ტრანზიტის ნებართვისა); ვ) ნებართვის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზია ან/და ნებართვა; ზ) საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია.“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ნებართვის გაცემის საფუძვლები ნებართვის გაცემის საფუძვლებია: ა) ამ დებულების მე-4 და 41 მუხლებით განსაზღვრული დოკუმენტები; ბ) ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის) ექსპორტის დროს.“. 6. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომისიის რეკომენდაციის მოქმედების შეჩერება ან/და გაუქმება;“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. გარდა პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ: ა) ნებართვის მაძიებელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს; ბ) ნებართვის მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნებართვის მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება; დ) ნებართვის მაძიებელი ბრალდებულია (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ნებართვის მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1261 და 137-ე − 139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე − 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე – 1443, 147-ე, 149-ე − 1511 და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2221 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე – 227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2 – მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2 – მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე – 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2 – მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებითა და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ან 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში; ე) ნებართვის მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის; ვ) ნებართვის მაძიებელი პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით. 12. ამ მუხლის 11 პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვების მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.“; გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ დებულების მე-4 და 41 მუხლებით, ასევე „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაუქმება.“. 7. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის რეკომენდაცია.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 10 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები