„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017507
73
10/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
280120000.22.026.017507
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №73

2026 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მიერ ჩატარებული პროგრამების    დასრულებისათვის    გასაცემი    ერთჯერადი    დანამატები (დანართი №81);“.

2. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17

1. ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატები არ გაიცემა სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, გარდა №6 დანართით გათვალისწინებული დანამატისა.

2. ამ ბრძანების №81 დანართით განსაზღვრული დანამატები გაიცემა თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინების საფუძველზე გამოცემული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. 30-ე მუხლის მე-8მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ რეინჯერთა მომზადების კურსი/პროგრამა, კომანდოს კურსი ან/და მოიერიშეს კურსი, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 637,76 ლარის ოდენობით.

9. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა ან/და სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 1020,41 ლარის ოდენობით.

91. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური ოპერაციების ასეულის მმართველობაში და საზღვაო სპეციალური ოპერაციების ოცეულში; მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სპეციალური დანიშნულების სკოლაში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში, მებრძოლ მყვინთავთა მომზადების სკოლაში, სნაიპერთა მომზადების სკოლაში და საპარაშუტო მომზადების სკოლაში, რომელთაც გავლილი აქვთ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის/ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა ან/და სპეციალური ოპერაციების სარდლობის/ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დანამატთან ერთად, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 1020,41 ლარის ოდენობით.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 637,76 და 1020,41 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 1020,41 ლარის ოდენობის დანამატი.

101. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ერთდროულად წარმოექმნებათ ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ 91 პუნქტით გათვალისწინებული დანამატი.

11. სამინისტროს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების, ასევე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც გავლილი აქვთ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა ან/და სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და აღარ მსახურობენ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 1020,41 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ კურსის/პროგრამის დამთავრებიდან სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში მსახურობდა ოფიცერთა შემადგენლობა არანაკლებ 8 წელი, ხოლო კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობა – არანაკლებ 12 წელი. იმ კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობას, რომლებიც კურსის/პროგრამის დამთავრების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში სამსახურის პერიოდში გახდნენ ოფიცრები, უნდა ჰქონდეთ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში ოფიცრის 8-წლიანი ან სერჟანტად და ოფიცრად ერთად ნამსახურობის 12-წლიანი სტაჟი.“.

4. 65-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 66-ე მუხლი:

მუხლი 66

პირებს, რომლებიც 2026 წლის 1 ოქტომბრამდე იღებდნენ ამ ბრძანების 30-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატს, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან მიეცეთ ყოველთვიური დანამატი 1020,41 ლარის ოდენობით, თუ სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის სპეციალური დანიშნულების კურსის/პროგრამის ან/და სპეციალური ოპერაციების ძალების/სარდლობის საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსის/პროგრამის დასრულებიდან:

ა) სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში აქვთ – ოფიცერთა შემადგენლობას არანაკლებ 5-წლიანი სტაჟი, ხოლო კაპრალ-სერჟანტთა შემადგენლობას – არანაკლებ 8-წლიანი სტაჟი;

ბ) სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში სამსახურის პერიოდში გახდნენ ოფიცრები და აქვთ სპეციალური ოპერაციების ძალებში/სარდლობაში ოფიცრად 5-წლიანი ან სერჟანტად და ოფიცრად ერთად ნამსახურობის 8-წლიანი სტაჟი.“.

5. № 7 დანართის მე-11 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობის სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების სარდლობისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი, სამინისტროს გენერალური ინსპექციის: მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი/სასწავლო კურსის სერჟანტი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი/სასწავლო კურსის სერჟანტი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბის G-1 პერსონალის დაგეგმვისა და მართვის სამსახურის უფროსი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბის G2-G3 სასწავლო დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი, სსიპ – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტაბის G4 ლოჯისტიკური დაგეგმვის სამსახურის უფროსი, უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სერჟანტი, სარდლობის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, სარდლობის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, დასავლეთის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის საჰაერო თავდაცვის სისტემების სამსახურის უფროსი – მთავარი ინჟინერი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის ავიაციის საინჟინრო სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-2 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-3 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის G-7 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-1 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-3/G-2 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-4 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის G-6 სამსახურის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამსახურის უფროსი, სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონული ცენტრის სერჟანტი, ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის რეკრუტირების და მობილიზაციის მართვის სამსახურის უფროსი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვისა და უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს საკომენდატო სამმართველოს სერჟანტი.

 

 

 

 

 

375

“.   

6. №8 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №81 დანართი:

 

დანართი №81

 

სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მიერ ჩატარებული პროგრამების დასრულებისათვის გასაცემი ერთჯერადი დანამატები

 

(ლარებში)

 

პროგრამის დასახელება

თანხა

1

სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა

3826,53

2

რეინჯერის მომზადების პროგრამა

1913,27

3

საზღვაო სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა

6377,56

4

თავისუფალი ვარდნის მომზადების პროგრამა

1275,51

5

იძულებითი გახსნის პარაშუტის გამშვების (ჯამპმასტერის) სამხედრო სპეციალისტის მომზადების პროგრამა

1275,51

6

სპეციალური ოპერაციების სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა

1020,41

 

შენიშვნა: აღნიშნული პროგრამებიდან ერთსა და იმავეს გავლის შემთხვევაში, დანამატი გაიცემა მხოლოდ ერთხელ.“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 17 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ოქრომელიძე