„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2026
ძალაში შესვლის თარიღი 10/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 120260010.22.026.017506
72
10/09/2026
ვებგვერდი, 10/09/2026
120260010.22.026.017506
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება  №72

2026 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს №68 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 120260010.22.026.016810) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) უფლებამოსილებას, საქმიანობას, რეკომენდაციის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს (მათ შორის:  ვადებს,  გაუქმებისა და შეჩერების საფუძვლებს, წარსადგენ  დოკუმენტაციას).“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვალდებულია ვიზირებით გამოხატოს თავისი პოზიცია.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარმოების დაწყების საფუძველია მინისტრის ან მისგან უფლებამოსილი მოადგილის გადაწყვეტილება, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ან მისი უფლებამონაცვლის განცხადება (დანართი №1).“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. განცხადება და დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე, ხოლო თარგმანი დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) 21 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იურიდიული პირის ყველა დამფუძნებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი (თუ დამფუძნებელი იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმეა) კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ასლი, აგრეთვე ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, სია (პირადობის მოწმობის ასლის, თანამდებობისა  და საცხოვრებელი ადგილის მითითებით).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად წარდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის 31–33 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.“;

გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განმცხადებელი ვალდებულია, კომისიის მდივნის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიას დამატებით წარუდგინოს რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინფორმაცია).

6. განმცხადებელი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი (გარდა ამ მუხლის პირველი-მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული) დოკუმენტი (ინფორმაცია), რომელიც მისი შეხედულებით საჭიროა კომისიის მიერ რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მისაღებად.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის გადაწყვეტილების/რეკომენდაციის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, რომელიც აითვლება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღიდან. ამ ვადაში არ შედის ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების პერიოდი.“;

ბ)  მე-5მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადა უნდა აღდგეს და წარმოება გაგრძელდეს, თუ შესაბამისმა პირმა ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით.

6. შესაბამისი პირი გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს კომისიას ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული გარემოებათა აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 30 სამუშაო დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები (ინფორმაცია), რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.

7. კომისია ან/და კომისიის მდივანი, გაშვებული ვადის აღდგენის შემთხვევაში, წერილობით, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, აცნობებს განმცხადებელს ვადის აღდგენის თაობაზე, მისი ათვლის კონკრეტული თარიღის მითითებით.

8. კომისია ან/და კომისიის მდივანი უფლებამოსილია აღადგინოს საპატიო მიზეზით გაშვებული, ამავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა, თუ ეს ზიანს არ აყენებს მესამე პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.“.

6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ განმცხადებელს არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი ბინადრობის ნებართვა ან/და ადგილსამყოფელი საქართველოში, ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, რომელსაც ექნება მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დროებითი ბინადრობის ნებართვა ან/და ადგილსამყოფელი საქართველოში.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს კომისიის ის წევრი, რომელიც:

ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;

ვ) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;

ზ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;

თ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ ბრძანების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის წევრი ვალდებულია კომისიას აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაუშვებელია, რეკომენდაციის/გადაწყვეტილების გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.“;

ბ)  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტი, ხოლო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში – ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული განმარტებითი ბარათის პროექტი (დანართი №2).“;

გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოითხოვოს ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა დაწესებულებებიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში;“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. კომისიის რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფორმით.

2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს რეკომენდაცია/გადაწყვეტილება, თუ გამოკითხვაში მონაწილეობს 4 წევრი მაინც, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას და კომისიის მდივანი.

3. კომისიის რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ნახევარზე მეტი.

4. კომისიის წევრი ვიზირებით გამოხატავს თავის პოზიციას რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის მიმართ ან ითხოვს საკითხის დამატებითი შესწავლისათვის (შესაბამისი მითითებებით) დაბრუნებას ან/და საკითხის განხილვის გადადებას.

5. კომისია საქმიანობას ახორციელებს დახურული ფორმატით.

6. რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი ფორმით ან ელექტრონულად, სამინისტროში დადგენილი ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად.“.

10. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეკომენდაცია/გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით განსაზღვრულ რეკვიზიტებს.

3. რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს რეკომენდაცია/გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16.  რეკომენდაციის/გადაწყვეტილების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა“;

ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  რეკომენდაცია/გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

2. რეკომენდაცია/გადაწყვეტილება განმცხადებელს გადაეცემა განცხადებაში მითითებულ მისამართზე.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. პირს უფლება აქვს რეკომენდაცია/გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.“.

12. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. რეკომენდაციის/გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

1. რეკომენდაცია/გადაწყვეტილება (ან მისი ნაწილი) ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად (ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება) დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის ამ დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. რეკომენდაციას/გადაწყვეტილებას ბათილად ცნობს მისი გამომცემი ან სასამართლო, რომელმაც შესაძლებელია განსაზღვროს მისი მოქმედების შეწყვეტა:

ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;

გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.“.

13. მე-19 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. რეკომენდაციის/გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეკომენდაციის/გადაწყვეტილების გამომცემი ან/და სასამართლო უფლებამოსილია, რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი წესით,  ძალადაკარგულად გამოაცხადოს რეკომენდაცია/გადაწყვეტილება (ან მისი ნაწილი), თუ:

ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;

ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;

გ) არ შესრულდა ამ აქტებით განსაზღვრული ვალდებულება;

დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც კომისიას ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისმა მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;

ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც კომისიას ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.“.

14. მე-20-202 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. რეკომენდაციის/გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება

1. რეკომენდაცია/გადაწყვეტილება გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ:

ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა;

ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო;

დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

2. რეკომენდაციას/გადაწყვეტილებას არარად აღიარებს მისი გამომცემი ორგანო ან სასამართლო.

მუხლი 201. შეცდომების გასწორება კომისიის რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში

1. კომისია უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.

2. კომისიის რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში არსებითი შესწორების (რეკომენდაციის მფლობელის ვინაობა/დასახელება, მითითებული თარიღები, მოქმედების ვადა, გასაცემი ლიცენზიისა და ნებართვის დასახელება, კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხა, მათი რაოდენობა ან მოცულობა, დასახელება ან მახასიათებლები, საბოლოო მომხმარებელი და საბოლოო მოხმარების ადგილი) შეტანა ნიშნავს ახალი რეკომენდაციის/გადაწყვეტილების გამოცემას.

3. შეცდომების გასწორება ძალაში შედის იმავე წესით, რომელიც ამ დებულებით დადგენილია რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიმართ.

მუხლი 202. კომისიის რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა

1. კომისიის რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის უფლება აქვს კომისიას.

2. კომისიის რეკომენდაციაში/გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანება ამ რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების მომზადებისა და გამოცემისათვის ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

15. IV თავი ამოღებულ იქნეს.

16. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს

სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია

 

 

 

განმცხადებელი:

 

სახელი, გვარი/დასახელება:

 

რეგისტრაციის ადგილი:

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი/ადგილსამყოფელი:

 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

ვებგვერდი:

 

ელექტრონული ფოსტა:

 

ტელეფონი:

 

წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:

 

სახელი, გვარი/დასახელება:

 

რეგისტრაციის ადგილი:

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი/ადგილსამყოფელი:

 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

 ვებგვერდი:

 

ელექტრონული ფოსტა:

 

ტელეფონი:

 

განცხადება

 

(რეკომენდაციის გაცემის თაობაზე)

 

 

 

□ პირველადი განცხადება

 

□ დამატებითი განცხადება

 

​                  მონიშნეთ შესაბამისი ოთხკუთხედი ველი.

 

წერილის № _________  გაცემის თარიღი _________

 

​წერილის რეკვიზიტები, რომლის საპასუხოდაც არის წარმოდგენილი დამატებითი განცხადება.

 

გთხოვთ, გასცეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.

 

  1. რეკომენდაცია მესაჭიროება შემდეგი სალიცენზიო საქმიანობის განსახორციელებლად:

1.1

   □

სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია

1.2

   □

სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია

1.3

   □

სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია

1.4

   □

სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზია

1.5

   □

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) ლიცენზია

1.6

   □

სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების ლიცენზია

1.7

   □

სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით/ვაზნით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზია

მონიშნეთ შესაბამისი ლიცენზიის დასახელების წინა გრაფაში მდებარე ოთხკუთხედი ველი.

  1. რეკომენდაცია მესაჭიროება შემდეგი სანებართვო ქმედების განსახორციელებლად:

2.1

   □

სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა

2.2

   □

სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

2.3

   □

სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

2.4

   □

სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა

2.5

   □

სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა

2.6

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა

2.7

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა

2.8

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა

2.9

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა

2.10

   □

ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა

2.11

   □

სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა

მონიშნეთ შესაბამისი ნებართვის დასახელების წინა გრაფაში მდებარე ოთხკუთხედი ველი.

  1. სანებართვო ქმედებას დაქვემდებარებული:

3.1.სამხედრო პროდუქცია:

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა/მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

3.2. ორმაგი დანიშნულების პროდუქცია

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა/მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

3.3. სამოქალაქო იარაღი, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები, საბრძოლო მასალა/ვაზნა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტები

 

დასახელება და ძირითადი მახასიათებლები

რაოდენობა/მოცულობა

1.

 

 

2.

 

 

...

 

 

შეავსეთ ცხრილი. საჭიროებისას გამოიყენეთ დამატებითი სტრიქონი.

 

 

3.4. რეკომენდაციის მისაღებად საჭირო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების ამსახველი ინფორმაცია

 

3.4.1. ექსპორტიორი (იმპორტის ან/და ტრანზიტის შემთხვევაში) --------------------------

 

3.4.2. იმპორტიორი (ექსპორტის ან/და ტრანზიტის შემთხვევაში) --------------------------

 

3.4.3. ბროკერი/შუამავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) -----------------------------

 

3.4.4. საბოლოო მომხმარებელი ------------------------------------------------------------------

 

3.4.5. პროდუქციის საბოლოო მოხმარების ადგილი ------------------------------------------

 

3.4.6. პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზანი -------------------------------------------

 

3.4.7. პროდუქციის გადაადგილების მარშრუტი ---------------------------------------------

 

3.4.8. იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, მისამართებისა და ფართობის მითითებით, სადაც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო საქმიანობა (ლიცენზიის შემთხვევაში) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

3.4.9 შენიშვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ---------------------------------------------

 

ვადასტურებ, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არის სწორი და უტყუარი.

 

 

 

ვაცხადებ თანხმობას, რომ:

 

□ რეკომენდაციის/ნებართვის/ლიცენზიის გაცემის მიზნით დაამუშაოთ წარმოდგენილი პერსონალური ან/და სხვა სახის მონაცემები;

 

□ კომისიის რეკომენდაცია და გადაწყვეტილება მივიღო ამ განცხადებაში მითითებულ მისამართზე. 

 

                           

ხელმოწერა

თარიღი

 

“.

 

17. დანართი 3-44 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 10 სექტემბრიდან.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიიოსებ ოქრომელიძე