„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 119/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018896
119/ნ
07/09/2026
ვებგვერდი, 07/09/2026
430030000.22.022.018896
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №119/ნ

2026 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების“ 25-ე მუხლის:

1. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიღების ფარგლებში ჩარიცხული პირებისთვის სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბრისა. სწავლის დაწყების ზუსტი თარიღი მტკიცდება დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 პუნქტები:

„17. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომლებმაც 2026 წელს გადალახეს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განცხადება ამ მუხლისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად გამოცემული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე, დაწესებულება, ამ მუხლით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვას და შესაბამისი ინფორმაციის ასახვას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი