დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025979 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/04/2015; 300160070.10.003.018537) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:
1. მე-5 მუხლში: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბაზარზე განთავსებული რძე, რძის ნაწარმი და რძის შემცველი პროდუქტი ეტიკეტირებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტისა და „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 პუნქტები: „91. ბაზარზე განთავსებული რძის შემცველი პროდუქტის ეტიკეტზე, რომელიც დამზადებულია არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით, ხედვის ძირითად არეალში განთავსებული უნდა იქნეს დანართით − „უნივერსალური პიქტოგრამით“ განსაზღვრული უნივერსალური პიქტოგრამა. 92. თუ შეფუთვას აქვს რამდენიმე მსგავსი ხედვის ძირითადი არეალი, ხედვის ძირითად არეალად მიჩნეული უნდა იქნეს ბიზნესოპერატორის მიერ შერჩეული ხედვის ძირითადი არეალი, რომლის დანახვა სურსათის შეძენისას მომხმარებლის მიერ ერთი შეხედვით ყველაზე მეტად არის შესაძლებელი და რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სწრაფად განსაზღვროს სურსათის მახასიათებლები.“; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე პუნქტი: „55. არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტი მომხმარებლისათვის წარდგენილი უნდა იქნეს რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით, განთავსების ისეთი მეთოდის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს „ტექნიკური რეგლამენტის − მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ „სამართლიან საინფორმაციო პრაქტიკასთან“ დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებას.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი: „დანართი
უნივერსალური პიქტოგრამა
1. უნივერსალური პიქტოგრამა განთავსებული უნდა იქნეს ხედვის ძირითად არეალში და უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილ მოდელს. 2. შეფუთული ან ტარაში მოთავსებული რძის შემცველი პროდუქტისათვის უნივერსალური პიქტოგრამის დიდი ღერძის სიგრძე (AB) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3.0 სმ-ს, ხოლო პატარა ღერძის (CD) სიგრძე − არანაკლებ 2.0 სმ-ს.
3. უნივერსალური პიქტოგრამა წარმოადგენს ფაილს – ai- Adobe Illustrator ან PDF cmyk ფერების სპექტრში. კერძოდ, უნივერსალური პიქტოგრამა უნდა იყოს წითელი ფერის და განსაზღვრული CMYK ფერთა სპექტრში: CMYK 0/100/100/0 - CMYK 0/100/80/0. 4. უნივერსალურ პიქტოგრამაში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს ფონის კონტრასტული, ფიზიკურად ხილვადი, რაც მომხმარებლისათვის მის ვიზუალურად აღქმასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. უნივერსალურ პიქტოგრამაში ინფორმაციის განთავსებისას, ნუსხური („პატარა“) ასოს სიმაღლე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2.0 მმ-ს. 5. ფონტი გადაყვანილია ვექტორში. 6. დაუშვებელია უნივერსალური პიქტოგრამის ფერებისა და დიზაინის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პიქტოგრამა განთავსებულია მსგავსი ფერის ფონზე, რაც ართულებს მის ვიზუალურ აღქმას. ამ შემთხვევაში, ფონთან კონტრასტის შექმნის მიზნით, საჭიროა უნივერსალური პიქტოგრამის საზღვრების კონტურის ხაზის შავი ფერის ჩარჩოში ჩასმა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები