,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 458
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 29/03/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.010.154
  • Word
458
29/03/2007
სსმ, 43, 29/03/2007
040.030.000.22.034.010.154
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.340.010.154

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №458

2007 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის   5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის “ა“ და “ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №26, მუხლი 242) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. წესდების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, პასუხისმგებელ პირზე გადაცემის გზით. ქვედანაყოფის პასუხისმგებელ პირზე გადაცემულ სამკურნალწამლო საშუალებებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ფაქტობრივი ხარჯების (ჩამოწერის) დამადასტურებელ დოკუმენტს;“.

2. წესდების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3.

სამსახურის შემადგენლობაშია:

ა) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;

ბ) ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისია;

გ) აფთიაქი;

დ) პოლიკლინიკა – ქ. თბილისში;

ე) სამედიცინო პუნქტი – ქ. ბათუმში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი