„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 113/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018892
113/ნ
04/09/2026
ვებგვერდი, 07/09/2026
430030000.22.022.018892
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №113/ნ

2026 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების“ მე-9 მუხლის მე-13 და მე-14  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, რომლისთვისაც შერჩევის მეთოდად განსაზღვრულია ტესტირება, რეიტინგული სია ფორმირდება ელექტრონულად, ტესტირების, დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სოციალური სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის რეიტინგული სია ფორმირდება ელექტრონულად, ტესტირების, დაწესებულების შეფასების საბოლოო შედეგებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სოციალური სტატუსის გათვალისწინებით,  რომელიც მტკიცდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე