„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018893
114/ნ
04/09/2026
ვებგვერდი, 07/09/2026
430210000.22.022.018893
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №114/ნ

2026 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანების პირველ მუხლში (www.matsne.gov.ge, 19/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017792) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (დანართი №1):

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნების სწავლების შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დასაქმების ვებგვერდი – ცენტრის მიერ ადმინისტრირებადი ელექტრონული პორტალი, http://teacherjobs.ge, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლობის მაძიებლის მიერ განსახორციელებელი პროცესების ელექტრონულად წარმართვას;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მასწავლებლობის მაძიებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომ- ელექტრონული სისტემა) – ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსების, შეფასების შედეგებისა და საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა და რომელიც წარმოადგენს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მიერ ადმინისტრირებად ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გამოცხადებულ როგორც მასწავლებლის, ისე მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიაზე განაცხადების წარდგენის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩევისას თავდაპირველად განიხილოს მასწავლებლის ვაკანსიაზე წარდგენილი ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“  შესაბამისად მასწავლებლის კვალიფიკაციისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვერ შეარჩევს კადრს რომელიც აკმაყოფილებს  „მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის“ შესაბამისად მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შერჩევის შემდგომ ეტაპზე განიხილოს მასწავლებლობის მაძიებლობის კანდიდატები.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველის რეგისტრაცია დასაქმების ვებგვერდზე

1. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი რეგისტრაციას გადის დასაქმების ვებგვერდზე, სადაც ასახავს ინფორმაციას პირადი მონაცემების შესახებ.

2. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირს, რომელსაც აქვს სულ მცირე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენცია, თუ მას აღნიშნული საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით არ უდასტურდება.

3. ცენტრი დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრირებულ მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველ პირებს ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დასაქმების ვებგვერდზე განთავსებული მასწავლებლობის მაძიებლის ვაკანსიის/ვაკანსიების შესახებ.

4. მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი მასწავლებლობის მაძიებელთა სასურველ ვაკანსიაზე განაცხადს ავსებს დასაქმების ვებგვერდის მეშვეობით და ტვირთავს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)  სულ მცირე ბაკალავრის დიპლომი ან/და სახელოვნებო, სასპორტო ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ესთეტიკური აღზრდის, სპორტის ან ტექნოლოგიების საგნის/საგნობრივი ჯგუფის სავალდებულო საგნების სწავლების შემთხვევაში);

გ) ავტობიოგრაფია (CV).

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მასწავლებლობის მაძიებლობის მსურველი პირი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა ტვირთავს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების დამადასტურებელ დოკუმენტს.“.

4. მე-5 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებლის შერჩეულ კანდიდატთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით,  კანდიდატ(ებ)თან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში შესათანხმებლად მიმართავს ცენტრს დასაქმების ვებგვერდის მეშვეობით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა ჰქონდეს დართული ყველა ის დოკუმენტი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე ვერ შეარჩია კვალიფიციური კადრი და წარმოიშვა ვაკანსიის მასწავლებლობის მაძიებლით შევსების საჭიროება.“.

5. მე-7 მუხლი:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია შეწყვიტოს მასწავლებლობის მაძიებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ სისტემაში და წერილობით აცნობოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ მასწავლებლობის მაძიებელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებიდან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, მას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კვლავ დასაქმდეს იმავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და გააგრძელოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლა. ამ შემთხვევაში, 2-წლიანი ვადის ათვლა გრძელდება მასწავლებლობის მაძიებლის ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თავდაპირველად დასაქმების დღიდან. ამასთან, მასწავლებლობის მაძიებლის ხელახალი დასაქმების შემთხვევაში, პროგრამის დასრულებისათვის დარჩენილი ვადა არ უნდა იყოს 4 თვეზე ნაკლები.“.

6. მე-8 მუხლის:

ა) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები:

„23. მასწავლებლობის მაძიებელი, მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ, ამ პროგრამაზე რეგისტრაციიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული იმავე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს (გადავიდეს) მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე.

24. ამ მუხლის 2³ პუნქტის საფუძველზე მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებელი თავისუფლდება იმ აქტივობებისაგან, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში დადებითად არის შეფასებული.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მასწავლებლობის მაძიებელი პროგრამის აკადემიურ კურსს გაივლის დისტანციურად, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი კი მოიცავს პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს და ხორციელდება უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.“;

 გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მასწავლებლობის მაძიებელს უნარჩუნდება მის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის ფარგლებში გავლილი და დადებითად შეფასებული აკადემიური კურსის შედეგი და მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაზე ხელახლა რეგისტრაციის შემთხვევაში, თავისუფლდება აკადემიური კურსის გავლის ვალდებულებისგან.“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰყავს არანაკლებ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი შესაბამის საგანში/საგნობრივ ჯგუფში, მაშინ მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების პროცესს ფასილიტაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

8. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის დირექტორი, მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური კურსისა და პედაგოგიური პრაქტიკის კურსის დასრულების შემდგომ, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, აფასებს მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განთავსებულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლობის მაძიებლის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის კურსის გავლის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, რის შესახებაც წერილობითი ფორმით მიმართავს ცენტრს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია აისახება ელექტრონულ სისტემაში.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე