სოფელ შილდაში ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ

სოფელ შილდაში ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-89. 89262442
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.164.016005
გ-89. 89262442
01/09/2026
ვებგვერდი, 04/09/2026
000000000.00.164.016005
სოფელ შილდაში ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-89. 89262442

2026 წლის 1 სექტემბერი

ქ. ყვარელი

სოფელ შილდაში ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად:

1. გადაერქვას სახელი სოფელ შილდაში მე-3 ქუჩას და მიენიჭოს „ღვინის“ სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.

2. ამ განკარგულების საფუძველზე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის განმავლობაში უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად.

3. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (ქ. გურჯაანი, გურჯაანის სანაპიროს ქ. №24) მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                      კახა ასისტიშვილი