დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9/31 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016670 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016448) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობის მშენებლობისათვის (მათ შორის, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი) მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინება, კანონით დადგენილი წესით.“. ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წინასაპროექტო კვლევის შედეგები წარმოადგინოს შემდეგ შემთხვევაში: როცა მშენებლობა დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის 50 მეტრის არეალში, მდინარე რიონის ჯებირიდან 50 მეტრის არეალში, ტბების და წყალსაცავების პერიმეტრის 50 მეტრის არეალში, 8 მეტრზე მაღალი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები