,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016739
34
02/09/2026
ვებგვერდი, 03/09/2026
010250050.35.162.016739
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                     

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №34

2026 წლის 2 სექტემბერი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 8 ივლისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/07/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.162.016734) შეტანილ  იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 771, 82​5 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში) და 119 1 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 134 1, 146 1, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა), 150-ე და 150 1 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 2, 152-ე, 152 2, 152 5-152 9 და 153 4 მუხლებით, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გამოვლენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამავე კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი