დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090000.35.143.016745 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 42-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07.04.2021; სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.143.016606) და დადგენილების დანართი №1-ის (ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმა):
ა) მე-13 თავში (ფუნქციური ზონირება) სასოფლო სამეურნეო ტერიტორიის განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია“ (სსტ)
ბ) მე-14.3 ქვეთავში (სამშენებლო ტერიტორიები და მათი რეგლამენტები) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (შზ-8) მოიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც გარდა სასოფლო-სამეურნეო ფუნქციებისა დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილი ობიექტების არსებობა: ნებადართული სახეობებია:
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს:
გ) 15.31 ქვეთავი (ტერიტორია №30 (სპორტული ინფრასტრუქტურის ზონა)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15.31. ტერიტორია №30 (სპორტული ინფრასტრუქტურის ზონა) საპროექტო ტერიტორიის დაახლოებითი ფართობი: 70197 მ2 დადგენილი ზოგადი ფუნქციური ზონა: შერეული ზონა კონკრეტული ფუნქციური ზონა: საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4) წარმოადგენს შერეული ზონის ქვეზონას, რომელიც ემსახურება დასასვენებელი ან/და სამკურნალო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებას. დადგენილი კოეფიციენტები: კ-1=0.5; კ-3=0.2; სართულიანობა - 3; ნებადართული სახეობებია:
საგამონაკლისო წესით შეიძლება ასევე დასაშვები იყოს: კვების ობიექტები სასპორტო ობიექტები განვითარების პირობები:
|
| მუხლი 2 |
დანართი №1 (ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები