დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016671 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №24 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/12/2023; 010250050.35.163.016603).
1. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამით სარგებლობა მოიცავს სტაციონარული, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას, გარდა თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებისა. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება: ა) 70 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, ხოლო 150 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დანარჩენი სამიზნე კატეგორიების შემთხვევაში, პაციენტის გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა; ბ) ლოგოპედის, ფსიქოლოგისა და სხვა სარეაბილიტაციო მომსახურებისას – პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა (მათ შორის, ფიზიოთერაპიული მომსახურების დასაფინანსებლად წარმოდგენილი ფორმა №IV-100/ა გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის მიერ); გ) თვალშიდა ინექციის და საჭიროების შემთხვევაში მასთან ერთად წარმოდგენილი სამედიცინო მომსახურებისას, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა; დ) თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას იმ ბენეფიციარების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების შესახებ, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამის პირველი პუნქტით განსაზღვრულ არცერთ სამიზნე ჯგუფს, თუმცა საჭიროებენ ფინანსურ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს (გარდა პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა). დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა; ე) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ე.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ე.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); ე.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.ვ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დაფინანსების შემთხვევაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა დაფინანსების შესახებ; ე.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა).“. 2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს; პენსიონერები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მარტოხელა მშობლები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 350 ლარს. ქვეპროგრამა არ ითვალისწინებს საკვები დანამატების დაფინანსებას. ლიმიტის ათვისება შესაძლებელია ერთჯერადად ან საჭიროებისამებრ, წლის განმავლობაში რამდენჯერმე.
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების დაფინანსების შემთხვევაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა დაფინანსების შესახებ; ა.ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.“. 3. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული თანხის, კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხის, ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ არსებული დავალიანების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, ან სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა დაზუსტდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შემდეგ, მაშინ დაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად; ბ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შემთხვევაში დახმარების ოდენობა განისაზღვრება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაფინანსების შესახებ გაცემული ცნობის შესაბამისად; გ) თუ ხარჯი გამოწვეულია ბენეფიციარის თვითარჩევანით – სამედიცინო ჩვენების გარეშე მომსახურების პირობების შეცვლით დაფინანსება არ განხორციელდება; დ) ლოგოპედის, ფსიქოლოგისა და სხვა სარეაბილიტაციო მომსახურება, რომელიც ბენეფიციარს უფინანსდება სახელმწიფო ან სხვა სპეციალური პროგრამით, არ ანაზღაურდება.“. 4. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ და „მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები