დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 03/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320110000.17.010.016122 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების (სსმ III, 23.03.2006 წ., №39, მუხლი 468) 83 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების დადებისას მომხმარებელთა სწორი იდენტიფიცირების მიზნით, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში. მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს უარი თქვას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების ან/და დისტანციური გარიგების დადებაზე, თუ განაცხადში მითითებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა) არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს და შეუძლებელი ხდება განმცხადებლის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირება.“. |
| მუხლი 2 |
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების თაობაზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები გადაამოწმოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებთან შეუსაბამობის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისგან აღნიშნულის შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს პირადი მონაცემები. აღნიშნულ ვადაში აბონენტის მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის შემთხვევაში ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია აბონენტს შეუწყვიტოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები