„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 116/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018895
116/ნ
04/09/2026
ვებგვერდი, 07/09/2026
430210000.22.022.018895
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №116/ნ

2026 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს:  

ა) სწავლა-სწავლების მისიას, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე;

ბ) სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიურ საფუძვლებსა და შეფასების სისტემის პრინციპებს;  

გ) სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ ჩარჩოს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეროვნული სასწავლო გეგმის მისია, მიზნები და შინაარსობრივი პრიორიტეტები ვრცელდება ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო). იგი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის მთლიანობას, სადაც თითოეული საფეხური  მომდევნო ეტაპზე წარმატებული სწავლისა და პიროვნული რეალიზების წინაპირობაა.“;

გ) მე-6-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სკოლა საკუთარი კონტექსტისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიმუშავებს  სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელიც აღწერს სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად მექანიზმებს:

ა) სკოლის ფილოსოფიას და კურიკულუმებს საფეხურების მიხედვით. მოსწავლეთა მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებით, კურიკულუმი ასევე მოიცავს სასკოლო სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილ მიზნობრივ პროგრამებს (ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რემედიაციის პროგრამა, შინ სწავლების გეგმა და სხვა);

ბ) სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზებას: კურიკულუმის დანერგვას, შეფასებასა და რევიზიას, აგრეთვე მოსწავლეთა აღზრდისა და მხარდაჭერის სისტემებს (დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, სადამრიგებლო პროგრამა და სხვა). სკოლის სასწავლო გეგმა შეესაბამება სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. სკოლის ინსტიტუციური განვითარების მიმართულებები (პერსონალის მართვა, უსაფრთხოება, მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები) განისაზღვრება სტრატეგიული განვითარების გეგმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით სისტემის ყველა დონეზე იქმნება დანერგვის მხარდამჭერი ინსტრუმენტები და მექანიზმები: მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებელი, მოსწავლეთა სწავლისა და საგანმანათლებლო შედეგების შეფასების ინსტრუმენტები, საგამოცდო პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტი.

8. ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების (შექმნა, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება) პროცესს წარმართავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სკოლამდელი და ზოგადი განათლების  დეპარტამენტი.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ეროვნული სასწავლო გეგმის მისია

ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური (შემეცნებითი, ფიზიკური, ფსიქო-სოციალური) განვითარება.

საგანმანათლებლო პროცესი, საფეხურების მიხედვით, ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე:

) დაწყებით საფეხურზე:

.) ფუნდამენტური კომპეტენციების ფორმირება: წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების ბაზისური უნარების ჩამოყალიბება/განვითარება;

.) პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის ჩამოყალიბება: სწავლის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულების, თვითმართვისა და თვითრეგულირების საწყისი უნარების განვითარება; საკუთარი თავის (როგორც მსწავლელის) აღქმა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განვითარება, რაც ქმნის მყარ საფუძველს საბაზო საფეხურზე ტრანზიციისთვის;

) საბაზო საფეხურზე:

.) ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება: საგნობრივი დისციპლინების სწავლა-სწავლების პროცესში მყარი, დინამიკური და პრაქტიკაში გამოყენებადი ცოდნის სტრუქტურირება;

.) პიროვნული იდენტობისა და ავტონომიის მხარდაჭერა: მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება;

.) სამოქალაქო ცნობიერების ფორმირება: აქტიური მოქალაქეობისთვის საჭირო ღირებულებებისა და უნარების გამომუშავება, რაც უზრუნველყოფს მზაობას შემდგომი აკადემიური თუ პროფესიული არჩევანისთვის;

) საშუალო საფეხურზე:

.) სისტემური ცოდნის ინტეგრირება: აკადემიური და/ან პროფესიული ცოდნის სისტემატიზაცია და კრიტიკული ანალიზის უნარების გაღრმავება;

.) თვითაქტუალიზაცია და პროფესიული ორიენტაცია: მოსწავლის მიერ საკუთარი პიროვნული და კარიერული განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა, აკადემიური და პროფესიული თვითგამორკვევის მხარდაჭერა.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის ჰარმონიულ აღზრდასა და პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას, რათა მან შეძლოს:

ა) ცოდნის კონსტრუირება და კომუნიკაცია: ინფორმაციის კრიტიკული გააზრება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით; არგუმენტირებული აზრისა და იდეების ფორმულირება კონკრეტული მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;

ბ) მულტიკულტურული და ეთიკური გააზრება: კულტურული მრავალფეროვნებისა და თავისებურებების გათვალისწინება ინფორმაციის აღქმის, ინტერპრეტაციისა და შეფასების პროცესში;

გ) აბსტრაქტული და სისტემური (ან ანალიტიკური) აზროვნება: კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება  ახალ კონტექსტებთან მიმართებით; სასწავლო მასალის გააზრება ერთიანი მეცნიერული ხედვის ფარგლებში;

დ) სტრატეგიული მოქმედება და პრობლემის გადაჭრა: კომპლექსური სასწავლო ამოცანებისა და რეალური ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და ალტერნატიული მიდგომების გამოყენებით;

ე) მეტაკოგნიტური რეფლექსია: საკუთარი შემეცნებითი პროცესებისა და მსოფლმხედველობის ანალიზი (რეფლექსია) შეძენილი ცოდნის საფუძველზე;

ვ) ცოდნის ტრანსფერი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა: შეძენილი კომპეტენციების რეალიზება პირადი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. სწავლის შედეგი

1. სწავლის შედეგი განისაზღვრება თითოეული საგნის მიხედვით საფეხურის დონეზე, რეალიზდება თემის ფარგლებში და წარმოადგენს სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტის ერთობლიობას:

ა) საგნობრივი ცოდნა: დისციპლინის ცნებები, ფაქტები და თეორიები, რაც ქმნის სწავლის აკადემიურ საფუძველს;

ბ) ფუნქციური კომპეტენციები: ტრანსფერული კომპონენტური უნარები, რომლებიც აუცილებელია შეძენილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზებისთვის (იხ. მუხლი 6, პუნქტი 3);

გ) ღირებულებითი ასპექტები: დამოკიდებულებები და პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს მოსწავლის ეთიკურ და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.

2. სასწავლო პროცესში შუალედური მიზანი განისაზღვრება მოსწავლის მიერ შესრულებული ისეთი სამუშაოს სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომელიც აძლევს მას  მაღალი ხარისხის ავტონომიას, რათა საგნობრივ საკითხებთან მიმართებით, საკუთარი ხედვითა და ინტერესების გათვალისწინებით, წარმოაჩინოს ცოდნის გააზრების სიღრმე და მისი ფუნქციური გამოყენების უნარი. 

3. სწავლის შედეგი მიღწეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოსწავლეს შეუძლია:

ა) სასწავლო თემის ფარგლებში საგნობრივი საკითხების, ფაქტებისა და მოვლენების სიღრმისეული გააზრება და მათი დანახვა ერთიან, მთლიან კონტექსტში;

ბ) შეძენილი ცოდნის გარდაქმნა აზროვნების ინსტრუმენტად – ნასწავლის პიროვნულ გამოცდილებასთან ინტეგრირება და მისი შემოქმედებითი გამოყენება რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად;

გ) საკითხის/პრობლემის მიმართ გააზრებული, ეთიკური და ღირებულებითი დამოკიდებულების გამოვლენა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება.“.

5. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და თვითრეალიზებას ინდივიდუალური მიდგომების გზით;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ის თავს იგრძნობს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია მისი  სწავლის პროცესის ხარისხის მართვა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შეფასების პროცესი ეფუძნება შუალედური მიზნების ფარგლებში მოსწავლის მიერ შესრულებულ შემოქმედებითი ბუნების სამუშაოს, რომელიც ხელს უწყობს მისი ფუნქციური უნარების განვითარებას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საგანმანათლებლო პროცესში შეფასება ხორციელდება სამ დონეზე:

ა) საკლასო დონე: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ საგანში მოსწავლის აკადემიური მიღწევის, განვითარებისა და სწავლის პროცესის მხარდაჭერისკენ;

ბ) სასკოლო დონე: შეფასებები, რომელთა მიზანია სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მხარდაჭერის, ასევე სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარების მიზნით სწავლა-სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეების (გამოწვევების) გამოვლენა საგნების მიხედვით;

გ) სისტემური დონე: გარე შეფასებები, რომლებიც ზომავს სასწავლო პროცესის შედეგიანობას ეროვნულ ან საერთაშორისო კონტექსტში (ეროვნული შეფასება, PISA, PIRLS, TIMMS და ა.შ.).“;

დ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის.“;

ე) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია  შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.“;

ვ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ აკადემიური შეფერხება და იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ, ან არიან სკოლის მიღმა. სკოლამ ადრეულ ეტაპზე უნდა გამოავლინოს მოსწავლის აკადემიური შეფერხება და დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის დაძლევის მიზნით. რემედიაციის პროგრამა სპეციალურად იქმნება კონკრეტული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესში გამოკვეთილი შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვრავს თავად სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.“.

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე ფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით:

ა) მიმდინარე საშინაო დავალება;

ბ) მიმდინარე საკლასო დავალება;

გ) შემაჯამებელი დავალება.

კომპონენტებს ერთნაირი წონა აქვს.“.

თ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-88 პუნქტები:

„81. თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში დასაბუთება იმავე პროცედურების დაცვით წარედგინება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროს.

82. V კლასის მეორე სემესტრის, VI კლასის და საბაზო-საშუალო საფეხურების თითოეული საგნისათვის საგნობრივი თემების მიხედვით სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა განისაზღვროს სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა.

83. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას (მაგ., ესე, პროექტი, კვლევითი/საველე ანგარიში, შემოქმედებითი პროდუქტი, მონაცემთა ანალიზი და სხვა). შემაჯამებელი დავალების ვალიდურობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად, სავალდებულოა წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების (შეფასების რუბრიკის) გამოყენება, რომელიც სასწავლო პროცესის გამჭვირვალობის მიზნით წინასწარ მიეწოდება მოსწავლეს. 

84. თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და მისი ჩატარების ფორმა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;

85. მოსწავლის სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემაჯამებელი დავალებების სრული რაოდენობა;

86. სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლაში გადასვლისას მოსწავლის შეფასებაში აისახება გამშვებ სკოლაში მოსწავლის მიერ შესრულებული და მიმღებ სკოლაში მოსწავლის სწავლის პერიოდში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების შედეგები.

87. თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემესტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, გავლილი აქვს მიმღები სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმით შესაბამისი კლასისთვის გათვალისწინებული საგნებისგან განსხვავებული საგანი და მასში მიღებული აქვს დადებითი შეფასება, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის წლიურ ქულად. ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში;

88. მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა (მაგ., თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი ფრანგულის ნაცვლად – გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა – გერმანული ენის წლიურ ქულად).“;

ი) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. განმსაზღვრელი შეფასების ფორმატში მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ოთხი დონის მიხედვით:

 

ქულები

შეფასების დონეები

შეფასების დონეების აღწერა

10

მაღალი

მოსწავლე  საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით;  საკითხის/საკითხების შინაარსებზე დაყრდნობით დამოუკიდებლად ჭრის კომპლექსურ სასწავლო ამოცანებს და ახდენს ცოდნის ტრანსფერს ახალ კონტექსტში.

9

8

საშუალოზე მაღალი

მოსწავლე საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე მსჯელობს ბაზისურ ცნებებზე დაფუძნებით, თუმცა, უჭირს საკითხის შინაარსის გამოყენება სასწავლო ამოცანების დამოუკიდებლად განსახორციელებლად.

7

6

საშუალო

მოსწავლე მსჯელობს საგნობრივ საკითხზე/საკითხებზე, თუმცა, აქვს გამოწვევები სასწავლო ამოცანების განხორციელებისა და ბაზისური ცნებების გააზრების მიმართულებით.

5

4

3

2

1

დაბალი

მოსწავლის მსჯელობა საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით ზედაპირული და ფრაგმენტულია; უჭირს ბაზისური ცნებების გამოყენება და სასწავლო ამოცანების არსობრივი გადაჭრა.

 

10. კერძო სკოლა უფლებამოსილია შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სემესტრული და წლიური ქულების კონვერტაციას მოქმედ 10-ქულიან სისტემაში.“;

კ) მე-12-მე-14  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ამასთან, საშინაო დავალების კომპონენტი დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) ფასდება მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.

13. განმსაზღვრელი შეფასება შეიძლება იყოს დიფერენცირებული (ნიშნით) და არადიფერენცირებული (ჩათვლით).

14. საჯარო სკოლაში არადიფერენცირებული შეფასება (ჩათვლა) გამოიყენება სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში, არჩევით საგნებსა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებით შეთავაზებულ საგნებში. საშუალო საფეხურზე პროექტებში – მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით (წერილობითი და /ან ზეპირი ფორმით).“;

ლ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტის „ჩ7.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რესურსსკოლებს, რომლებსაც შესაძლებელია აქვთ დაწყებითი საფეხური, თუმცა ერთი ან რამდენიმე საგნის გაძლიერებულ სწავლებას ახორციელებენ  საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, ამ მუხლის მე-14 პუნქტში მითითებული საგნების სწავლებისას, ხოლო, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაწყებითი სამხედრო მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისას შეუძლიათ გამოიყენონ განმსაზღვრელი დიფერენცირებული შეფასება.“;

მ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. განმსაზღვრელი შეფასება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს განმავითარებელი მიზნებისთვისაც. მისი შედეგების ანალიზი გამოიყენება სწავლისა და სწავლების პროცესის შემდგომი დაგეგმვისა და გაუმჯობესებისთვის. იგი აწვდის მასწავლებელსა და მოსწავლეს ინფორმაციას მიღწეული პროგრესისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საჭიროებს დამატებით მუშაობას.“;

ნ) მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საგნის საფეხურის ქულა – საფეხურის განმავლობაში თითოეულ კლასში მიღებული საგნის წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული. საგნის საფეხურის ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;“;

ო) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. მოსწავლის ჰოლისტური განვითარებისა და აკადემიური მიღწევების ვალიდური ასახვისთვის, სემესტრული შეფასებისას, განმსაზღვრელ შეფასებასთან ერთად, სისტემატურად უნდა იქნეს გამოყენებული განმავითარებელი შეფასებაც, რაც უზრუნველყოფს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დიაგნოსტირებასა და სასწავლო პროგრესის დინამიკურ მხარდაჭერას.“;

7. მე-8 მუხლის:

ა) მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტის „ჩ7.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ რესურსსკოლებს გაძლიერებული საგნის/საგნებისთვის და ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ დააწესონ შეფასების განსხვავებული ბარიერი, მაგრამ არანაკლებ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერისა.

4. თუ მოსწავლემ კონკრეტულ კლასში ვერ გადალახა კერძო სკოლების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლების მიერ კონკრეტული საგნის/საგნებისთვის დადგენილი ბარიერი, მაგრამ დაძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ბარიერი, უფლება აქვს სწავლა გააგრძელოს სხვა სკოლის მომდევნო კლასში.

5. თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე. გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.“.

8. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები, ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს და აღადგინოს გაცდენილი დღე/დღეები; თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ, აღნიშნული უნდა შეათანხმოს სამინისტროსთან და აღადგინოს გაცდენილი დღე.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტები საჭიროებს ფუნქციურ ან სენსორულ მოდიფიკაციას, მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ეფუძნება ალტერნატიულ სასწავლო გეგმებს. ალტერნატიული  სასწავლო გეგმით სწავლის პროცესი განისაზღვრება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე.“;

გ) მე-12 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე. ასევე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის მიერ განისაზღვრება სკოლაში სხვა დამატებითი სპეციალისტის/სპეციალისტების მომსახურების, სასწავლო პროცესისა და გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფის საჭიროება.“;

ე) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით.“;

ზ) მე-20 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში დასაშვებია კლას-კომპლექტების შექმნა. თუ კლასში ერთი ან ორი მოსწავლეა, რეკომენდებულია სხვა კლასთან კლას-კომპლექტის შექმნა. კლას-კომპლექტში მოსწავლეთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტები რეკომენდებულია შეიქმნას საფეხურის ფარგლებში და ერთ კლას-კომპლექტში არ გაერთიანდეს ორ კლასზე მეტი. I-IV კლასები შეიძლება დაკომპლექტდეს სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: I-II და III-IV კლასებად, ან I და III, II და IV კლასებად). სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფებს მიკუთვნებული საგნების გაკვეთილებზე შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე კლასი (მაგ.: I, II და III; IV,V და VI; VII, VIII და IX და ა.შ.), სადაც შესაძლებელია მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა აღემატებოდეს 10-ს. კლას-კომპლექტებში სწავლა-სწავლების პროცესი მთლიანად უნდა დაეფუძნოს დიფერენცირებული სწავლების მიდგომებს.“.

9. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ – რა საგნები, საგანმანათლებლო სერვისები, სასწავლო თემები და საკითხები შესთავაზონ მოსწავლეს სამიზნე ცნებების გასააზრებლად; კერძო სკოლები უფლებამოსილნი არიან, სასწავლო საგნების საათობრივი დატვირთვა განსაზღვრონ საკუთარი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისად.“.

10. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს 101 მუხლი და ჩამოყალიბდეს დანართი № 1-ის შესაბამისად;

11. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქართული ენა და ლიტერატურა (მოიცავს საგანს „ქართული ენა და ლიტერატურა“ და ისწავლება I-VI, VIII და X-XII კლასებში, საგანს „ქართული ენა“ და ისწავლება VII, IX კლასებში, საგანს „ქართული ლიტერატურა“ და ისწავლება VII, IX კლასებში);“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

12. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), რობოტექნიკა, კოდირება, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

13. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება II-XII კლასებში);“

ბ) მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. II კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.

3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება II კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის – V კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა). სკოლამ მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ასარჩევად.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ7“ ქვეპუნქტის „ჩ7.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რესურსსკოლები, რომლებსაც შესაძლებელია აქვთ დაწყებითი საფეხურიც, მაგრამ საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე ახორციელებენ უცხოური ენის გაძლიერებულ სწავლებას, აგრეთვე კერძო სკოლები უფლებამოსილები არიან, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყონ ნებისმიერი კლასიდან.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. საჯარო სკოლა უფლებამოსილია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე შეცვალოს მეორე უცხოური ენა, სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: მესამე უცხოური ენა, ამერიკისმცოდნეობა, XIX–XX სუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

14. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ისტორია (მოიცავს საგანს „მსოფლიოს ისტორია“ და ისწავლება VII კლასში, საგანს „ისტორია“ და ისწავლება VIII-IX და XI-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება VII და X-XII კლასებში);“

ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – XI-XII კლასები);“;

მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკის საფუძვლები, მეწარმეობის საფუძვლები, მსოფლიო კულტურა, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

15. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ქიმია (ისწავლება VII-XII კლასებში);“

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები, რობოტექნიკა, კოდირება, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

16. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კომპიუტერული მეცნიერება, კოდირება, რობოტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და დიზაინი, მულტიმედია და მუსიკა, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

17. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ.) – შრომა, სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა), თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და მუსიკა, გუნდი, დრამა, თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.“.

18. მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არჩევითი საგნების ნუსხა:

 

საგნის დასახელება

საგნობრივი

ჯგუფი

ერთი მოდულის ხანგრძლივობა სემესტრების მიხედვით

მოდულის რაოდენობა

კლასი

1. კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

1

X/XI/XII

2. მედიაწიგნიერება

 

1 ან 2

1

X/XI/XII

3. ფინანსური წიგნიერება

 

1 ან 2

1

X/XI/XII

4. ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი

 

1

1

X/XI/XII

 

5. ამერიკისმცოდნეობა

საზოგადოებრივი მეცნიერებები, უცხოური ენები

2

1

X/XI/XII

6. გეოგრაფიული კვლევა

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

7. ეკონომიკის საფუძვლები

საზოგადოებრივი მეცნიერებები

1 ან 2

1

XI/XII

8. თეატრალური ხელოვნება

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

9. მეწარმეობის საფუძვლები

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

10. კომპიუტერული მეცნიერება

ტექნოლოგიები

2

1

X/XI/XII

11. მსოფლიო კულტურა

საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

12. მულტიმედია და დიზაინი

ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

13. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

14. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

15. ფოლკლორი და მითოლოგია

სახელმწიფო ენა

2

1

X/XI/XII

16. XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

სახელმწიფო ენა, უცხოური ენები

2

1

X/XI/XII

17. ხელოვნების ისტორია

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

18. სახელმწიფო და სამართალი

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

XI/XII

19. ბუნების ძეგლებზე დაკვირვება

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

20. საქართველოს ეთნოგრაფია

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

21. ფოლკლორული ანსამბლი

ესთეტიკური აღზრდა

2

1

X/XI/XII

22. სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა

საზოგადოებრივი მეცნიერებები

2

1

X/XI/XII

 

23. კინოხელოვნება

ესთეტიკური აღზრდა

1

2

X/XI/XII

24. მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი

ტექნოლოგიები, ესთეტიკური აღზრდა

1

2

X/XI/XII

25. სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

I მოდ. - X/XI/XII

II მოდ. - XI/XII

26. ქიმიური ტექნოლოგიები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

XI/XII

27. შესავალი თანამედროვე ფიზიკაში

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

I მოდ. – XI/XII

II მოდ. – XII

28. ხაზვა

მათემატიკა

1

2

X/XI/XII

29. ასტრონომია

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

XI/XII

30. გარემო და მდგრადი განვითარება

საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

1

2

X/XI/XII

საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში

31. მესამე უცხოური ენა

უცხოური ენები

   

X/XI/XII

32. მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა (შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში კვირაში 2-საათიანი დატვირთვით).

სახელმწიფო ენა, უცხოური ენა

     

33. ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)

ტექნოლოგიები, მათემატიკა, სპორტი

   

II-III


“.     

19. 21-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

20. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 221 მუხლი ამ ბრძანების დანართი №4-ის და დანართი №5-ის შესაბამისად;

21. 24-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 241 მუხლი ამ ბრძანების დანართი № 6-ის  შესაბამისად;

22. 25-ე მუხლი შემდეგ დაემატოს 251 მუხლი ამ ბრძანების დანართი №7-ის  შესაბამისად;

23. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 271 მუხლი ამ ბრძანების დანართი №8-ის  შესაბამისად;

24. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 281 მუხლი ამ ბრძანების დანართი №9-ის  შესაბამისად;

25. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 291 მუხლი ამ ბრძანების დანართი №10-ის  შესაბამისად;

26. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 301 მუხლი ამ ბრძანების დანართი №11-ის  შესაბამისად.

27. 31-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 311 მუხლი ამ ბრძანების დანართი №12-ის  შესაბამისად.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-10 და მე-20-27-ე პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და კლასების მიხედვით.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის:

ა.ა) პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026-2027 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სკოლების I,  VII და IX კლასებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

ა.ბ) მე-2 პუნქტი ქართულენოვანი სკოლებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან.

ბ) 21-ე პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ამოქმედდეს 2026-2027 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სკოლების I, V, VII და X კლასებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

გ) 22-ე პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი ქართულენოვანი სკოლებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

დ) 23-ე პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის:

დ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2026-2027 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სკოლების VII და X კლასებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

დ.ბ) პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები ქართულენოვანი სკოლებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

ე) 24-ე პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტის:

ე.ა) პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2026-2027 სასწავლო წლიდან ქართულენოვანი სკოლების I კლასისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

ე.ბ) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2026-2027 სასწავლო წლიდან – ქართულენოვანი სკოლების VII და X კლასებისთვის, ხოლო დანარჩენი კლასებისთვის ამოქმედდეს 2028-2029 სასწავლო წლიდან;

ვ) 25-ე-27-ე პუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტები ქართულენოვანი სკოლებისთვის ამოქმედების 2028-2029 სასწავლო წლიდან.

4. შეწყდეს ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე-31-ე მუხლებით დამტკიცებული სტანდარტების მოქმედება ქართულანოვანი სკოლების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კლასებისთვის, ამავე მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების ამოქმედების ვადების შესაბამისად.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე