დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 423 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040010000.10.003.025972 |
|
„მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/05/2019, 040010000.10.003.021227) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ წესში:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად აუცილებელია დამატებითი დოკუმენტის (ინფორმაციის) მოპოვება, გადაწყვეტილების გამოტანის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება სააგენტოს მიერ ამ დოკუმენტაციის (ინფორმაციის) მოპოვებამდე, მაგრამ არაუმეტეს განცხადების წარდგენიდან 6 თვემდე. თუ ამ ვადაში გამოთხოვილი დოკუმენტი (ინფორმაცია) ვერ იქნება მიღებული, სააგენტო ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“. 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ გადაწყვეტილების ხელახლა გამოცემის შესახებ წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, ახალი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებზე საქმისწარმოება დასრულდეს ამავე დადგენილების ამოქმედების შემდეგ არსებული ვადების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები