დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 421 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.025970 |
421
31/08/2026
ვებგვერდი, 31/08/2026
120000000.10.003.025970
„შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 19 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2024, 120000000.10.003.024822) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) გამოძახება − წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის თაობაზე პირის შეტყობინება, ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება), რაც დასტურდება უკუკავშირით ან/და სააგენტოს მიერ შედგენილი აქტით, შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები