დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 439 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 40, 23/03/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.034.010.145 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.010.145
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 439
2007 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა, სამოქალაქო პირთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში (სსმ III, №14, 03.02.2006წ., მუხ. 180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ბრძანების № 3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანებას დაემატოს №21 დანართი.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 7 მარტიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლ. გვაზავა
დანართი №3
საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
| თანამდებობა | დანამატი (ლარი) |
| დეპარტამენტის დირექტორი | 100 |
| დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე | 100 |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 100 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 100 |
| სამმართველოს უფროსი | 100 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 100 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 100 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 100 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 100 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 100 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 100 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 60 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 20 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) | 20 |
დანართი №21
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო
| თანამდებობა | დანამატი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 100 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 100 |
| სამმართველოს უფროსი | 100 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი | 100 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი | 100 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 100 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ექსპერტი-კრიმინალისტი, ექსპერტი | 100 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 100 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 100 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 60 |
| დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) | 20 |
| დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) | 20 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები