დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017237 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 470230000.22.035.016481) დამტკიცებული:
1. №1 დანართის („მინდობით აღზრდის წესი“): ა) მე-4 მუხლის: ა.ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მინდობით აღზრდის მსურველი პირის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ბავშვისთვის კეთილსაიმედო ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა. ამ პირობების შეფასების მიზნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მინდობით აღზრდის მსურველი პირისგან მოითხოვოს: ე.ა) დასაქმების/თვითდასაქმების ან/და ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში – შესაბამისი საქმიანობისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.ბ) ნებისმიერი სხვა სახის სტაბილური შემოსავლის (იჯარა, დივიდენდი, სისტემატური ფულადი გზავნილი და სხვა) არსებობის შემთხვევაში – ასეთ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.გ) უძრავი ან/და მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე.დ) მინდობით აღმზრდელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი დოკუმენტი;“; ა.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში მინდობით აღზრდის მსურველ პირს რეგისტრაციისას არ მოეთხოვება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაცია.“; ბ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) თუ მინდობით აღმზრდელი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში (პატიმრობის შემთხვევაში – დაკავებიდან, თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწყებიდან); რ) თუ მინდობით აღსაზრდელს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად განესაზღვრა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ან თავისუფლების აღკვეთა და იმყოფება შესაბამის ფსიქიატრიულ/პენიტენციურ დაწესებულებაში (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებიდან);“; გ) მე-14 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) თუ მინდობით აღსაზრდელი იმყოფება პატიმრობაში (დაკავების თარიღიდან) ან არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებიდან);“; გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში მინდობით აღსაზრდელის მიერ ოჯახის დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, ასევე „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დროებითი გაყვანის ვადა აღემატება 2 კვირას, დროებითი გაყვანის ვადის დარღვევის შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის მიღებისთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინდობით აღსაზრდელის პატიმრობაში/არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ყოფნის/გადამისამართების შესახებ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ინფორმაციის შესვლისთანავე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში სწავლის მიტოვების/შეჩერების თარიღიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარესთან წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, რეგიონული საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლით დადგენილი წესის თანახმად, აჩერებს მინდობით აღზრდის ანაზღაურების გაცემას, სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან, ნათესაური მინდობით აღზრდის შემთხვევაში კი – სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“. 2. №3 დანართის („18 წელს ზემოთ შშმ პირთა მხარდაჭერის წესი“): ა) მე-5 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანაზღაურება განხორციელდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და დამატებითი დაცვის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესით“ განსაზღვრული ოდენობით.“; დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის: დ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) თუ ბენეფიციარს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, განესაზღვრა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ან თავისუფლების აღკვეთა და იმყოფება შესაბამის ფსიქიატრიულ/პენიტენციურ დაწესებულებაში (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებიდან);“; დ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები