„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017238
44/ნ
03/09/2026
ვებგვერდი, 03/09/2026
470230000.22.035.017238
„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №44/ნ

2026 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შვილად აყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-73/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 28/12/2017, 470230000.22.035.016482) დამტკიცებულ „შვილად აყვანის წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვლება, თუ იგი მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის მომენტში ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მათ შორის, სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობას; 

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირი საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივ მაცხოვრებლად ჩაითვლება, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მის სახელზე გაცემულია საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, მშვილებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენის და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში, ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, მათ შორის, სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობას;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტები, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება სტაბილური ოჯახური გარემოს და ბავშვის სათანადოდ მოვლისთვის, აღზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობების არსებობა. ამ პირობების შეფასების მიზნით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია შვილად აყვანის მსურველი პირისგან მოითხოვოს:

ე.ა) დასაქმების/თვითდასაქმების ან/და ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში – შესაბამისი საქმიანობისა და შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე.ბ) ნებისმიერი სხვა სახის სტაბილური შემოსავლის (იჯარა, დივიდენდი, სისტემატური ფულადი გზავნილი და სხვა) არსებობის შემთხვევაში – ასეთ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე.გ) უძრავი ან/და მოძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე.დ) მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის საჭირო სხვა ნებისმიერი დოკუმენტი;“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-10 მუხლის:  

ა) მე-3 პუნქტის  ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია;“;

ბ)  „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განახლებული დოკუმენტები, აგრეთვე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მშვილებლად რეგისტრაციის დროს არ ყოფილა წარდგენილი და შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მშვილებლის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია;“.

7. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მშვილებლად რეგისტრირებული პირი, რომელსაც არ გაუვლია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შვილად აყვანის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსი, ვალდებულია გაიაროს აღნიშნული კურსი და მისი გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი − სერტიფიკატი წარუდგინოს სააგენტოს გასაშვილებელი ბავშვის მისთვის შეთავაზებიდან შვილად აყვანის შესახებ დასკვნის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის წარდგენამდე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე