"მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ივლისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.165.016536
19
31/08/2026
ვებგვერდი, 02/09/2026
330010040.35.165.016536
"მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ივლისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2026 წლის 31 აგვისტო

ქ. საგარეჯო

„მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ივლისის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 ივლისის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 07/08/2018, სარეგისტრაციო კოდი: 330010040.35.165.016347) და დადგენილების დანართი 1-ის მე-5 მუხლის  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  წარმოდგენილი რედაქციით:

„4. მოწმობა დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი, მოწმობის მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს მშენებლობის შესაბამის ეტაპებზე ობიექტის მშენებლობის დათვალიერების  და სათანადო ოქმების გაფორმების მიზნით, ხოლო მოწმობის მესამე ეგზემპლარი რჩება ნებართვის გამცემთან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი