ქალაქ მცხეთაში მდებარე ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის „ილია მეორე“- ს სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ მცხეთაში მდებარე ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის „ილია მეორე“- ს სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-35. 35262433
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016080
გ-35. 35262433
31/08/2026
ვებგვერდი, 02/09/2026
000000000.00.153.016080
ქალაქ მცხეთაში მდებარე ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის „ილია მეორე“- ს სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

    განკარგულება გ-35.35262433

2026 წლის 31 აგვისტო

ქ. მცხეთა

ქალაქ მცხეთაში მდებარე ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის  „ილია მეორის“  სახელის მინიჭების   შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  საქართველოს კანონის  „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების  სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის   №239 დადგენილების  მე-2 მუხლის „ა“, „გ“ და „დ1“  პუნქტების, მე-4 მუხლის „ე“  პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის, ქალაქ მცხეთაში მდებარე ქუჩისათვის  საზოგადო მოღვაწის  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის  სახელის, გარდაცვალებიდან 20 წელზე ადრე,  მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15 აპრილის №78 განკარგულებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №53 სხდომის ოქმის ამონაწერი) საფუძველზე,

1. ქალაქ მცხეთში  მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს ე.წ. „სამხედროს ქუჩას“, ისტორიულ ვითარებათა და სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეეცვალოს სახელწოდება და მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის -  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა  და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის „ილია მეორის“  სახელი (თანდართული რუკის შესაბამისად).

2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს  მცხეთის რაიონულ სასამართლოში  გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე:  ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.

 

საკრებულოს  თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                             გიორგი კვახაძე